გიგა ლემონჯავა – პრორუსული ამომრჩევლის იმედად დარჩენილი ივანიშვილი ხედავს, რომ არჩევნები უკვე წაგებული აქვს

ივანიშვილისა და „ქართული ოცნების” მთავარი წინასაარჩევნო დაპირება ოპოზიციის გაუქმების შესახებ, აგრეთვე სხვა რევანშისტული და აგრესიული გზავნილები, ცხადყოფს, რომ ხელისუფლებას ამომრჩევლის გაზრდის რესურსი არ გააჩნია და მისი ერთადერთი მიზანი იმ პრორუსული ელექტორატის შენარჩუნებაა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანი არა კეთილდღეობა, სიმშვიდე და ევროპული განვითარება, არამედ პოლიტიკური ოპონენტების განადგურებაა, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროას” წევრმა […]

ომბუდსმენი რუსული კანონის 4 სარჩელზე საკონსტიტუციოს მეგობრის მოსაზრებას წარუდგენს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ამბობს, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შესული 4 სარჩელის განხილვის პროცესში სამართლებრივად ჩაერთვება. “ამ ეტაპზე რაც ნამდვილად გადაწყვეტილი გვაქვს, არის ის, რომ ჩვენ წარვადგენთ სასამართლო მეგობრის მოსაზრებას, რომელიც დაერთვება იმ სარჩელებს, რომელიც ჩემი აზრით, კიდევ უფრო დაეხმარება სასამართლოს, რომ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. სასამართლოს მეგობრის მოსაზრება ეხმიანება აბსოლუტურად ყველა სარჩელს, რომელიც […]

TI: ხელვაჩაურის სასამართლოს თავმჯდომარის შვილმა პარტნიორებთან ერთად ოცნებას ₾486000 შესწირეს

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ინფორმაციით, ხელვაჩაურის სასამართლოს თავმჯდომარის, გოჩა ფუტკარაძის შვილმა, კობა ფუტკარაძემ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა ქართულ ოცნებას ნახევარ მილიონ ლარამდე შესწირეს. კერძოდ, TI-ის ცნობით, კობა ფუტკარაძესთან დაკავშირებული 3 კომპანია ბათუმში 129 000 კვადრატულ მეტრამდე საერთო ფართის 3 საცხოვრებელ კორპუსს აშენებს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ თავად კომპანიები და მათი მეწილეებიც დიდძალ თანხას სწირავენ ქართულ ოცნებას – […]

პუტინი ჩინეთის პრემიერმინისტრს შეხვდა

21 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთის პრემიერმინისტრ ლი ციანგს შეხვდა. მხარეებს შორის სავაჭრო ურთიერთობების საკითხი განიხილებოდა. “ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები ვითარდება, წარმატებით ვითარდება…”- განაცხადა პუტინმა კრემლში გამართულ შეხვედრაზე. პუტინმა თქვა, რომ ჩინეთთან ერთად “ფართომასშტაბიანი გეგმები” აქვს. ჩინეთის პრემიერმინისტრმაც განაცხადა, რომ რუსეთისა და ჩინეთის ურთიერთობა “უპრეცედენტოდ მაღალ დონეზეა”.

თბილისში ბანგლადეშის საკონსულო იხსნება

თბილისში ბანგლადეშის საკონსულო იხსნება. საკონსულო დაწესებულების გახსნის შესახებ შესაბამისი განკარგულება დღეს გამოქვეყნდა, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს. „გაიცეს თანხმობა ქალაქ თბილისში, საპატიო კონსულის მეთაურობით, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის საკონსულო დაწესებულების (საკონსულო ოლქი – საქართველოს მთელი ტერიტორია) გახსნის შესახებ“, – ნათქვამია განკარგულებაში. ცნობისთვის, დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკას შორის დამყარდა 1992 წლის 27 აგვისტოს.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მუქარის ფაქტზე სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ყოფილი მეუღლის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა – ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს. „ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ეჭვიანობის ნიადაგზე, თავისი მეუღლის მიმართ აგრესიას გამოხატავდა, სამსახურისათვის თავის დანებებას სთხოვდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. არსებული კონფლიქტის საფუძველზე, დაზარალებული ბრალდებულთან განქორწინდა. მიუხედავად ამისა, 2024 […]

კურსკის ოლქის ხელმძღვანელობამ ბეტონის თავშესაფრების განთავსება დაიწყო

კურსკის ოლქის ხელმძღვანელობამ ბეტონის თავშესაფრების განთავსება დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, ალექსეი სმირნოვი ავრცელებს. „ჩემი დავალებით, ქალაქ კურსკის ადმინისტრაციამ ხალხმრავალ ადგილებში ბეტონის თავშესაფრების განთავსებისთვის ძირითადი პუნქტები გამოყო. თავშესაფრები 60-მდე ავტობუსის გაჩერებასთან განთავსდება“, – განაცხადა ალექსეი სმირნოვმა. სმირნოვმა აღნიშნა, რომ თავშესაფრები ჟელეზნოგორსკსა და კურჩატოვშიც მოეწყობა.

პაატა მანჯგალაძე – რატომ იყო შუშის სარკოფაგში ბიძინა ივანიშვილი და არა ირაკლი კობახიძე? ჩვენ ვნახეთ შეშინებული კერპის გამოსვლა – კერპები საქართველომ მე-4 საუკუნეში დაამსხვრია, სხვა კერპი საქართველოში ვერ იქნება

რატომ იყო შუშაში და სარკოფაგში ბიძინა ივანიშვილი და არა ირაკლი კობახიძე? – ასე გამომეხმაურა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში „ქართული ოცნების“ მიერ გუშინ გამართულ ღონისძიებას და ამავე შეხვედრაზე პარტიის საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას. მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას სიძულვილის ენით მიმართა. „გუშინდელმა დღემ აჩვენა, რომ ივანიშვილის […]

ივანე ჩხაიძის განცხადებით, „მაიმუნის ყვავილს“ კორონავირუსისგან განსხვავებით, მძიმე და ხანგრძლივი მიმდინარეობა აქვს, მაღალია ლეტალობის პროცენტული მაჩვენებელიც

„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, „მაიმუნის ყვავილს“ კორონავირუსისგან განსხვავებით, მძიმე და ხანგრძლივი მიმდინარეობა აქვს, მაღალია ლეტალობის პროცენტული მაჩვენებელიც. როგორც მან „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში სტუმრობისას აღნიშნა, „მაიმუნის ყვავილი“ ადამიანს გადაედება, ინფიცირებულ ან სიმპტომების მქონე ადამიანთან ძალიან ახლო, კანი კანთან ხანგრძლივი კონტაქტის შემთხვევაში. ამასთან, მისივე თქმით, „მაიმუნის ყვავილს“ საყურადღებო გართულებებიც ახასიათებს, როგორიცაა: […]

კახა კალაძე ჟურნალისტს მისი ავტომობილის შესახებ კითხვაზე – თქვენ ვინ გეკითხებათ, ვისია ავტომობილი? რაში გაინტერესებთ? თქვენს საქმეს მიხედეთ – თქვენისთანა ბრიყვებისთვის შეიძლება ღირდეს ასეთი ავტომობილი 500 ათასი ევრო

თქვენ ნუ იდარდებთ, არ იღელვოთ, ისედაც ბევრი გაქვთ სადარდებელი ისეთ მდგომარეობაში ხართ, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, თუ სად შეიძინა და რა ღირს ავტომობილი, რომლის ფოტოც მან „ინსტაგრამის“ გვერდზე განათავსა და საზოგადოების მხრიდან მღელვარება მოჰყვა. კალაძემ ჟურნალისტს „ბრიყვი“ უწოდა და მიუთითა, რომ საკუთარი საქმისთვის მიეხედა. „არ აგიხსნით, სად იმყოფებით. ნიკა გვარამია […]