გიუნდოგანი მანჩესტერშია და დღეს “სიტიში” სამედიცინო შემოწმებას გაივლის

Sky Sport-ის ინფორმაციით, 33 წლის გერმანელი ნახევარმცველი ილქაი გიუნდოგანი მანჩესტერში ჩაფრინდა, სადაც დღეს ის შემოწმებას გაივლის და “სიტიში” მის დაბრუნებას ოფიციალურად გვამცნობენ. გამოცდილი შუახაზელი 1+1 სისტემის კონტრაქტს მოაწერს ხელს და “ეტიჰადზე” თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდება. შეგახსენებთ, რომ გიუნდოგანი “სიტის” ღირსებას 7 წელი იცავდა, გასულ ზაფხულს “ბარსელონას” მიაშურა, თუმცა კატალონიურ გრანდში მხოლოდ 1 სეზონი გაატარა.
საკონდიტრო 21-წლიანი ისტორიით – როგორ ეხმარება საქართველოს ბანკის მობილბანკი „დონას“ მიზნების მიღწევაში

უკვე 21 წელია, რაც ბათუმში საკონდიტრო „დონა“ მომხმარებლებს საფირმო ტკბილეულით უმასპინძლდება. ყველაფერი ძალიან პატარა სივრციდან დაიწყო, სადაც სულ რამდენიმე ადამიანი მუშაობდა, დღეს კი დონა, სამი ფილიალით და 200-მდე თანამშრომლით, ქალაქის გამორჩეულ სიმბოლოდ იქცა. ახალი ფილიალების გახსნა და ბიზნესის გაფართოება დონას ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიზნის მიღწევაში კი მას საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი დახმარებას უწევს. საკონდიტროს […]
საარჩევნო ადმინისტრაცია საკუთარ საქმიანობაში მიუკერძოებლობის და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის სტანდარტს კიდევ უფრო ამაღლებს

26 ოქტომბრის არჩევნების დანიშვნამდე საარჩევნო ადმინისტრაცია საკუთარ საქმიანობაში მიუკერძოებლობის სტანდარტს კიდევ უფრო ამაღლებს და ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსში ცვლილებები შეაქვს. შესაბამისი დადგენილება ცესკომ 16 აგვისტოს გამართულ სხდომაზე მიიღო და კიდევ უფრო გაამკაცრა ის სტანდარტები, რომლის დაცვაც ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის მიზნით ევალება. დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია წარმოადგენს დემოკრატიული და თავისუფალი […]
უკრაინელებმა კურსკში კიდევ ერთი დასახლება აიღეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში კიდევ ერთი დასახლება აიღეს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ის სუმის ოლქის სასაზღვრო ზონას ეწვია და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ალექსანდრე სირსკის და სუმის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეხვდა. „მთავარსარდალმა წარმოადგინა მოხსენება აქტიური ოპერაციების ყველა რაიონში ოპერატიული ვითარებასთან დაკავშირებით, ტორეცკისა და პოკროვსკის მიმართულებით თავდაცვის გაძლიერების ნაბიჯების შესახებ. კურსკის ოლქის გარკვეულ […]
რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა სუჯაში მყოფი უცხოელი ჟურნალისტების წინააღმდეგ საქმე აღძრა

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა (ФСБ) “საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის” CNN-ის რეპორტიორის ნიკ პეიტონ უოლშისა და ორი უკრაინელი ჟურნალისტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ჟურნალისტები სუჯაში იმყოფებოდნენ, სადაც რეპორტაჟს იღებდნენ იმის შესახებ, თუ რა ვითარება არის კურსკში უკრაინული ჯარების შესვლის შემდეგ. ФСБ-ში ამბობენ, რომ ჟურნალისტებს საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადებენ. ასევე, 17 აგვისტოს უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა იტალიელი […]
ისრაელის ტანკები ღაზაში ღრმად შეიჭრნენ, მოკლულია 22 ადამიანი, ბაიდენი ისრაელს მშვიდობისკენ მოუწოდებს

ისრაელის არმიის ტანკები სულ უფრო ღრმად შეიჭრნენ პალესტინელთა ტერიტორიაზე, ღაზის სექტორის ცენტრალურ და სამხრეთის რეგიონებში. აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულად მიჩნეულ დაჯგუფება ჰამასთან ბრძოლა გრძელდება. Reuters-ს მოჰყავს პალესტინელთა ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელთა ინფორმაცია, რომ ისრაელის დარტყმების შედეგად მთელ რეგიონში დაიღუპა 22 ადამიანი. Reuters-ი იუწყება, რომ თეთრი სახლის თანახმად, ვითარება კვლავ დაიძაბა რამდენიმე საათში მას მერე, რაც აშშ-ის […]
ბაზისბანკი, ახალი თეატრის საერთაშორისო პროექტების წარმდგენია

ბაზისბანკი, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის 99-ე სეზონს, საერთაშორისო პროექტების წარმდგენის სტატუსით უერთდება. ახალი თეატრის ახალ, საერთაშორისო თეატრალურ სეზონზე, ბაზისბანკთან პარტნიორობის ფარგლებში, მსოფლიოში აღიარებული რეჟისორების, სცენოგრაფების, კომპოზიტორებისა და მხატვრების კოლაბორაციას ახალი თეატრის დასთან ერთად იხილავს მაყურებელი. აღნიშნული გამოცდილება ახალი გამოწვევა იქნება მაყურებლისთვის და მეტად მრავალფეროვანს გახდის ქართულ თეატრალურ ცხოვრებას. ბაზისბანკი და ახალი თეატრი პირველ საერთაშორისო […]
ბექა ოდიშარია – ოპოზიცია რა მდგომარეობაშიც არის, ანა წითლიძის გულიდან ამოხეთქილი, მართალი პოსტი ყველაფრის მეტყველია – სიაში ადგილისთვის რომ ხალხი ერთმანეთს ხოცავს, მინისტრთა კაბინეტში ადგილისთვის ხომ სულ დაკლავენ ერთმანეთს?

რა მდგომარეობაშიც არიან, მგონი, ანა წითლიძის გულიდან ამოხეთქილი, მართალი პოსტი ყველაფრის მეტყველია – ჰიპოთეტურად და შავ სიზმარში რომ წარმოვიდგინოთ, რომ ამათ ხელისუფლება ჩაიბარონ, სიაში ადგილისთვის რომ ხალხი ერთმანეთს ხოცავს, მინისტრთა კაბინეტში ადგილისთვის ხომ სულ დაკლავენ ერთმანეთს? – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა ოდიშარიამ ოპოზიციურ გადაჯგუფებებზე საუბრისას განაცხადა. მისი შეფასებით, ეს ძალიან საშიში ძალაა, იმიტომ, […]
პაატა ზაქარეიშვილი – აკვარიუმში ყოფნა ფსიქოანალიზის თემა უფროა, ვიდრე პოლიტიკის ანალიზის თემა – გამაოგნებელი იყო ასეთი უნდობლობა იმ სახელმწიფოს მიმართ, რომელსაც ივანიშვილი თვითონ ემსახურება და რომლის გარანტორიც თვითონაა

„ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანაა ისტერიკა აწიონ, ამომრჩევლის მობილიზაცია მოახდინონ, შეუქმნან განცდა, რომ საჭიროა ყველა მოვიდეს, რათა მიიღონ საკონსტიტუციო უმრავლესობა. სინამდვილეში კი მიიღონ ის მინიმალური მაინც, რაც შეიძლება მიიღონ მეტ ნაკლებად ლეგიტიმური ფორმით – ასე გამოეხმაურა პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო გასვლით შეკრებას მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. როგორც მან აღნიშნა, როცა […]
მთავრობა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩს, ზურაბ პატარაძეს დაკავებული თანამდებობიდან ათავისუფლებს

საქართველოს მთავრობა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს, ზურაბ პატარაძეს დაკავებული თანამდებობიდან ათავისუფლებს. შესაბამისი განკარგულება მთავრობამ 20 აგვისტოს გამოსცა, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, შესაბამისი განკარგულებით მთავრობა საქართველოს პრეზიდენტს წინადადებით მიმართავს ზურაბ პატარაძე თანამდებობიდან 2025 წლის 1-იანვრიდან გაათავისუფლოს. ცნობისთვის, ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას 2018 […]