კობახიძე არ გამორიცხავს, საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში ენმ-ს მანდატები გაუუქმონ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე ვარაუდობს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში 5%-იან ბარიერს მხოლოდ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანება გადალახავენ. მან პარტიაში გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ თქვა, რომ სჭირდებათ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება, რათა „ნაციონალური მოძრაობა“ არაკონსტიტუციურ ძალად გამოცხადდეს. პრემიერმა აღნიშნა, რომ პარტიის არაკონსტიტუციურ ძალად გამოცხადების შემდეგ ლოგიკური იქნება, გაუქმდეს ამ […]
ვადიანი ანაბრები დიდი და პატარა მიზნებისთვის – „ტერაბანკმა“ ახალი აქცია დაიწყო

„ტერაბანკი“ ვადიანი ტიპის ანაბრებზე მომხმარებლებს ახალ აქციასა და მაღალ საპროცენტო სარგებელს სთავაზობს. აქციის ფარგლებში, ნებისმიერ ფიზიკურ პირს საშუალება აქვს, დოლარსა და ევროში გახსნას ვადიანი, ზრდადი, Flex ანაბარი, ან სადეპოზიტო სერტიფიკატი და ისარგებლოს განსაკუთრებული პირობით: აშშ დოლარში გახსნილ ანაბარზე 5.30%-მდე (ეფექტური – 5.17%-მდე) საპროცენტო სარგებელი მიიღოს, ევროში გახსნილ ანაბარზე კი — 4.30%-მდე (ეფექტური – 4.21%-მდე). „ვადიანი […]
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში მიუსაფარი ძაღლების ვაქცინაცია მიმდინარეობს

სურსათის ეროვნული სააგენტო და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ატარებენ. ერთობლივი ღონისძიება მიზნად ისახავს ცოფის გავრცელების რისკის მინიმუმამდე შემცირებას, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს. მათივე განმარტებით, ამჯერად ვეტერინარებმა ვარკეთილის ბინადარი მიუსაფარი ცხოველები აცრეს. ვაქცინაცია მიმკედლებლებთან კოორდინაციით ხორციელდება. „ანტირაბიული ვაქცინაცია ცხოველს წელიწადში ერთხელ უტარდება, ამიტომ რევაქცინაცია წინა აცრის თარიღის გათვალისწინებით ტარდება. მიუსაფარ […]
თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე კამალა ჰარისის აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად წარდგენის ღონისძიებას დაესწრნენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, დემოკრატიულ კონგრესზე აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის, კამალა ჰარისის პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად წარდგენის ღონისძიებას დაესწრნენ. პარტიის ინფორმაციით, ლიდერები ასრულებენ ოთხდღიან ოფიციალურ ვიზიტს ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის ყრილობის ფარგლებში, სადაც ისინი არაერთ „დემოკრატ“ სენატორსა და კონგრესმენს შეხვდნენ. მათივე განმარტებით, თინა ბოკუჩავასა და გიორგი ვაშაძეს შესაძლებლობა ჰქონდათ ამერიკელ […]
პრემიერ-მინისტრი – კარგია, რომ სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია აღიარა – ასევე, კარგია, რომ მან პირდაპირი ფორმით საკუთარი არალეგიტიმურობაც აღიარა

კარგია, რომ სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია აღიარა. ასევე, კარგია, რომ მან პირდაპირი ფორმით, საკუთარი არალეგიტიმურობაც აღიარა, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის, საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასთან დაკავშირებით შეტანილ სარჩელს. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის შეტანილ სარჩელს ვერანაირი სამართლებრივი პერსპექტივა ვერ ექნება, რადგან გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს. „რაც […]
ირაკლი კობახიძე – მაღალი ალბათობით, 2 სუბიექტი შევა შემდეგ პარლამენტში, ეს იქნება „ქართული ოცნება“ და ერთ-ერთი ოპოზიციური გაერთიანება – ვინც არ უნდა გადალახოს ბარიერი, გასამართლებას ვერავინ აიცილებს დანაშაულებისთვის, რომლებიც მათ ჩაიდინეს

სწორედ მომდევნო მოწვევის პარლამენტის პირობებში უნდა გასამართლდეს „ნაცმოძრაობა“ თავისი სატელიტებით, მემკვიდრე პარტიებით. ვინც არ უნდა გადალახოს ბარიერი, გასამართლებას ვერავინ აიცილებს იმ დანაშაულებისთვის, რომელიც მათ ჩაიდინეს, – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციურ გაერთიანებებზე საუბრისას განაცხადა. პრემიერის თქმით, 2 სუბიექტი იქნება წარმოდგენილი მომდევნო მოწვევის პარლამენტში, კერძოდ, „ქართული ოცნება“ და ერთ-ერთი ოპოზიციური გაერთიანება. […]
სერგო ჩიხლაძე „ქართული ოცნების“ დელეგატებზე – იმ ოლქებში, რომლის წარმომადგენლები ეს ადამიანები არიან, ვინმე უკეთესად ცხოვრობს? 12 წლის განმავლობაში მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა? – არა, ხალხი უფრო გაღარიბდა – „ოცნებას“ მაჟორიტარი დელეგატებიც ვერ უშველის

„ქართულ ოცნებას“ ვერც მაჟორიტარი დელეგატი უშველის, იმიტომ, რომ ჩვენ ყველას – საქართველოს მოქალაქეებს, ქართველებს, ოპოზიციურ პარტიებს მყარად გადაწყვეტილი გვაქვს, რომ 26 ოქტომბერს გავიმარჯვოთ ამ კორუმპირებულ, დანაშაულებრივ რეჟიმზე, რომელსაც “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი ჰქვია, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რითაც “ქართული ოცნების” მიერ საქართველოს მასშტაბით და თბილისში დელეგატების […]
პრემიერი – ამ არჩევნებს ზუსტად ისეთივე დატვირთვა აქვს, როგორიც ჰქონდა 2012 წლის არჩევნებს – საქმე ეხება ომსა და მშვიდობას და საზოგადოებამ არჩევანი უნდა გააკეთოს მშვიდობის სასარგებლოდ

ეს არის უკიდურესად პრინციპული არჩევნები. რა თქმა უნდა, ყველა საპარლამენტო არჩევნები ერთმანეთზე პრინციპული იყო, თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ამ არჩევნებს ზუსტად ისეთივე დატვირთვა აქვს, როგორიც ჰქონდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა,ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები არის გადამწყვეტი არჩევნები, გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც საქმე ეხება ომსა და მშვიდობას და […]
სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და საზღვარზე ცეცხლსასროლი იარაღის გადმოტანის წესის დარღვევის ბრალდებით, წარსულში თურქეთში ნასამართლევი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ჭარალის“ დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქე, წარსულში თურქეთის რესპუბლიკაში ნასამართლევი, 2002 წელს დაბადებული ე.შ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და საქართველოს საზღვარზე ცეცხლსასროლი იარაღის გადმოტანის წესის დარღვევის ბრალდებით დააკავეს. უწყების ცნობით, დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, […]
თათი მელუამ 2024 წლის მსოფლიო სამსაჯო რეიტინგში პირველი პოზიცია დაიკავა

მსოფლიო კარატეს ფედერაციამ განაახლა 2024 წლის მსოფლიო სამსაჯო რეიტინგი, სადაც პირველი პოზიცია დაიკავა საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის თავმჯდომარემ, საერთაშორისო მსაჯმა მსოფლიოსა და ევროპის კარატეს ფედერაციების ეგიდით, თათი მელუამ. “მსოფლიოს კარატეს ფედერაციამ, ბოლო წლებია შემოიღო სამსაჯო რეიტინგი. ეს ნიშნავს იმას, რომ შეჯიბრებებზე მონაწილე მსაჯებს მსოფლიო კარატეს ფედერაციის კომისიის წევრები უწერენ ქულებს. ამ ქულების […]