ვადიანი ანაბრები დიდი და პატარა მიზნებისთვის – „ტერაბანკმა“ ახალი აქცია დაიწყო

„ტერაბანკი“ ვადიანი ტიპის ანაბრებზე მომხმარებლებს ახალ აქციასა და მაღალ საპროცენტო სარგებელს სთავაზობს.
აქციის ფარგლებში, ნებისმიერ ფიზიკურ პირს საშუალება აქვს, დოლარსა და ევროში გახსნას ვადიანი, ზრდადი, Flex ანაბარი, ან სადეპოზიტო სერტიფიკატი და ისარგებლოს განსაკუთრებული პირობით: დოლარში გახსნილ ანაბარზე 5.30%-მდე (ეფექტური – 5.17%-მდე) საპროცენტო სარგებელი მიიღოს, ევროში გახსნილ ანაბარზე კი — 4.30%-მდე (ეფექტური – 4.21%-მდე).
„ვადიანი ტიპის ანაბრები ტერაბანკის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია. მომხმარებლების ინტერესებიდან გამომდინარე, ვადიანი ტიპის ანაბრებზე აქცია ხშირად გვაქვს და ვფიქრობთ, მიმდინარე შეთავაზებაც მათი დიდი და პატარა მიზნების მიღწევისთვის კარგი შესაძლებლობა იქნება“, – აცხადებენ ტერაბანკში.
დაინტერესებულ მომხარებლებს აქციაში ჩართვა და სასურველი ვადიანი ტიპის ანაბრის გახსნა შეუძლიათ როგორც ბანკის ოფიციალურ ვებსაიტზე www.terabank.ge, ინტერნეტ ან მობაილბანკით, ისე ტერაბანკის ფილიალებში ვიზიტით.
აქციის ფარგლებში მოქმედი საპროცენტო განაკვეთები და დეტალური ინფორმაცია კონკრეტული ანაბრის გვერდზეა განთავსებული.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია