ფოლადის გლობალური წარმოება ივლისში 4,7%-ით შემცირდა

2024 წლის ივლისში ფოლადის წარმოება 71 ქვეყანაში, რომლებიც მონაცემებს აწვდიდნენ ფოლადის მსოფლიო ასოციაციას, 4,7%-ით შემცირდა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 152,8 მილიონ ტონამდე – ამის შესახებ ასოციაცია იტყობინება. იანვარ-ივლისში ლითონის წარმოება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,7%-ით შემცირდა და 1,1 მლრდ ტონა შეადგინა. წყარო: interfax
ვიქტორ ყიფიანი: ქვეყანა საჭიროებს განახლებას, გადახალისებას

ვერ მე და ვერც ჩვენ კოლეგებს პარტიულ სიებში ვერ იხილავთ. ჩვენ ძალიან მოკლედ ვთქვით, რომ ქართული პოლიტიკური კულტურისთვის ძალიან იშვიათია, როცა შენს აზრსა და ჭკუას შენი პოლიტიკური გაერთიანების მიღმა კითხულობ. ჩვენი, ნებისმიერი ასეთი გაერთიანების არსებითი ამოცანა არის განახლება, ქვეყანა საჭიროებს განახლებას, გადახალისებას.
პუტინსა და ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

სომხეთის პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. აღნიშნულ ფაქტს სომხეთის პრეზიდენტის პრესცენტრი ადასტურებს. საუბრის მთავარი თემა პუტინის გასულ კვირას აზერბაიჯანში ვიზიტი იყო. „უახლოეს მომავალში მხარეები სომხეთისა და რუსეთის ორმხრივი დღის წესრიგის საკითხების განსახილველად შეიკრიბებიან” – აცხადებს სომხეთის მინისტრთა კაბინეტი. 5 დღის წინ, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ბაქოში ჩავიდა, […]
სააპელაციომ ძალაში დატოვა ცესკოს სადაო დადგენილება

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ცესკოს დადგენილების შესახებ. საქმე ეხება ცესკოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს შორის მოვალეობები განაწილდება არა კენჭისყრის დღეს, როგორც ეს აქამდე იყო, არამედ ერთი კვირით ადრე. ეს გადაწყვეტილება ოპოზიციურმა კოალიციამ “ძლიერმა საქართველომ” სასამართლოში გაასაჩივრა. საქალაქო სასამართლომ საკითხზე 20 აგვისტოს იმსჯელა და ცესკოს დადგენილება ძალაში დატოვა. დღეს, […]
აშშ-ის საელჩო უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს რუსეთის თავდასხმების საფრთხეზე წერს

უკრაინაში აშშ-ის საელჩო თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს საშიშროებაზე, რომ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, 24 აგვისტოს, მოსალოდნელია რუსეთის საჰაერო თავდასხმების გახშირება. უკრაინა ამ დღის აღსანიშნავად ემზადება. საელჩო „მოელის, რომ მომავალ დღეებში და შაბათ-კვირას რუსეთის მხრიდან დრონებითა და სარაკეტო თავდასხმებია მოსალოდნელი მთელ უკრაინაში, ასვე ღამის საათებში, 24 აგვისტოს უკრაინის დამოუკიდებლობის დღის გამო,“ – წელია საელჩოს განცხადებაში. 24 […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6977 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6977 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6977 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7099 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0122 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0004 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0196 ლარს შეადგენდა. […]
რას გულისხმობს „ძლიერი საქართველოს“ და „ჯეოქეისის“ თანამშრომლობა

დღეს, 23 აგვისტოს, „ლელოს“ გარშემო შექმნილი პოლიტიკური პლატფორმის, „ძლიერი საქართველო“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ანალიტიკურ ორგანიზაცია „ჯეოქეისთან“ თანამშრომლობის დაწყების შესახებ განაცხადა. როგორც „ჯეოქეისის“ მკვლევარი და გადამდგარი გენერალი-მაიორი ვახტანგ კაპანაძე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას განმარტავს, საუბარია ანალიტიკურ თანამშრომლობაზე და არ მოიცავს რაიმე სახის პოლიტიკურ გაერთიანებას. მისი თქმით, „ჯეოქეისი“, როგორც ანალიტიკური ორგანიზაცია „ძლიერ საქართველოს“ დაეხმარება საკუთარი დასკვნებით სარჩევნო პროგრამის შემუშავებასა […]
რუსეთში პატიმრებმა ციხის თანამშრომლები მძევლებად აიყვანეს

რუსეთში, ვოლგოგრადის ოლქში, ქალაქ სურივიკინოში პატიმართა ჯგუფმა ციხის თანამშრომლები მძევლებად აიყვანა. პატიმრები ციხის დისციპლინური კომიტეტის სხდომაზე შეიჭრნენ და დაწესებულების თანამშრომლები სწორედ სხდომიდან აიყვანეს. რუსული სამთავრობო მედიის, TASS-ის ინფორმაციით, დაღუპულია ციხის მინიმუმ ერთი თანამშრომელი, თავდამსხმელთა რაოდენობა კი არის 3, ან 4 პატიმარი. ისინი, სავარაუდოდ, ისლამური სახელმწიფოს, ე.წ. ISIS-ის მებრძოლები არიან. კიდევ ერთი პრო-კრემლისტური მედია, რია ნოვოსტი […]
დავით ქაცარავას პარტიას „ჩვენ“ ერქმევა – ცნობილია, ვინ იქნებიან წევრები

„დღეს ვაანონსებთ ახალი პოლიტიკური ერთობის, ძალის, ჩართვას წინასაარჩევნო კამპანიაში. „ჩვენ“ არის პოლიტიკური პარტია, რომელიც დაფუძნდა იმ ადამიანების მიერ, რომლებიც ყოველთვის იბრძვიან და იბრძოლებენ საქართველოსთვის“, – თქვა დავით ქაცარავამ. პარტიის წევრებს შორის არიან: · ხატია ბაკურაძე – “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთი მონაწილე; · კახა გოგიძე – მსახიობი, რეჟისორი; · ლაშა ქვლივიძე – აქტივისტი; · მიხეილ […]
მზადება შესარჩევისთვის – 17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სლოვაკეთს დაუპირისპირდება

მზადება შესარჩევისთვის – საქართველოს 17-წლამდე ნაკრები სლოვაკეთს დაუპირისპირდება საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრები, 27 და 29 აგვისტოს სლოვაკეთს დაუპირისპირდება. პირველ შეხვედრას, 20:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს, ხოლო მეორე მატჩი, 18:00 საათზე დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ ირაკლი ჩიტაურის გუნდი, ოქტომბერში გასამართ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება. ჯგუფში, 17-წლამდელთა მეტოქეები მასპინძელი – სლოვენია, […]