რუსეთის ძალებმა ახალი დარტყმები განახორციელეს სუმის ოლქზე

რუსეთის ძალებმა საჰაერო იერიში განახორციელეს ქალაქ სუმის შემოგარენზე, დარტყმის ქვეშ მოექცა საცხოვრებელი კერძო სექტორი და ერთი მრავალბინიანი სახლი – იუწყებიან სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციიდან. ამ ცნობების თანახმად, არიან დაღუპულები და დაჭრილები, მათი ზუსტი რიცხვი დაკონკრეტებული არ არის. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საჰაერო იერიშების შესახებ განცხადებას არ აკეთებს. უკრაინის სუმის ოლქი ესაზღვრება რუსეთის კურსკის რეგიონს, სადაც 6 […]

კრამატორსკის სასტუმროზე რუსეთის თავდასხმას ემსხვერპლა ბრიტანეთის მოქალაქე

უკრაინის დონეცკის რეგიონის საოლქო პროკურატურა ადასტურებს, რომ 25 აგვისტოს ქალაქ კრამატორსკის სასტუმრო “საფირის” ნანრგევებში იპოვნეს ბრიტანეთის მოქალაქის ცხედარი. სასტუმროს შენობა ერთი დღით ადრე მოექცა რუსეთის მხრიდან განხორციელებული დარტყმის ქვეშ. დაჭრილია კიდევ ექვსი ადამიანი, მათ შორის რამდენიმე უცხოელი ჟურნალისტი. რუსეთის რაკეტა სასტუმროს მოხვდა უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, 24 აგვისტოს, შუაღამის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე – იუწყება ადგილობრივი […]

როგორ ამცირებს მწერების პოპულაციას გლობალური დათბობა – რა რისკია ეს?

· პეკინში, ავსტრალიასა და ამერიკაში ჩატარებულმა კვლევებმა საგანგაშო შედეგები აჩვენა — გლობალური დათბობა და გახშირებული ტყის ხანძრები ამცირებს მწერების პოპულაციას; · · დაბინძურებული ჰაერი დასახლებებისგან შორს მდებარე რეგიონებსა და დაცულ ტერიტორიებზეც ვრცელდება; · · მყარი ნაწილაკები აზიანებს მწერების ულვაშებს, რის გამოც მათ უქვეითდებათ ყნოსვა, უჭირთ გამოკვება და გამრავლება. · პეკინისა და მელბურნის უნივერსიტეტებისა და კალიფორნიის […]

“დუბაის შოკოლადის” ეფექტი – საქართველოში ფსტის იმპორტი 766%-ით გაიზარდა

საქართველომ 2024 წლის იანვარ-ივლისში 2 809 ტონა ფსტა შეიძინა, რაშიც 13.8 მლნ აშშ დოლარი გადაიხადა. მონაცემები გასული წლის საანგარიშო პერიოდს თანხაში 766.2%-ით აღემატება, ოდენობაში კი, 99.7%-ით. რაც შეეხება ზრდის მაჩვენებელს ერთი თვის ჭრილში. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ ივლისში, გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით ფსტის იმპორტი 139.1 ათასი დოლარიდან, 3.8 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა. […]

პენიტენციური სამსახური – N2 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულმა თვითდაზიანება მიიყენა – დაწესებულებაში მას ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება და გადაყვანილია სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც მიეწოდება შესაბამისი სამედიცინო მომსახურება

სპეციალური პენიტენციური სამსახური ქუთაისში, პატიმრის დაზიანების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, N2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა. მათივე ინფორმაციით, მას ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება და გადაყვანილია სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც მიეწოდება შესაბამისი სამედიცინო მომსახურება “სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, N2 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებულის ნ.ბ.-ს შესახებ. საზოგადოების ინფორმირების მიზნით […]

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, N2 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებულის ნ.ბ.-ს შესახებ. “საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ ბრალდებული ნ.ბ. განთავსებული იყო სამეთვალყურეო კამერებით აღჭურვილ საკანში, რომლის საპირფარეშოშიც მან ერთჯერადი სამართებლის გამოყენებით ორივე ხელზე მიიყენა თვითდაზიანება. თვითაზიანების ფაქტზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაწყებულია გამოძიება. ნ.ბ.-ს დაწესებულებაში ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება და გადაყვანილ იქნა […]

“ბოლონიასთან” მატჩში “ნაპოლის” სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

სერია A-ს მეორე ტურში “ნაპოლი” “ბოლონიას” უმასპინძლებს. ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ძირითადი შემადგენლობა დაასახელა: მერეტი, რაჰმანი, ბონჯორნო, ოლივეირა, დი ლორენცო, ანგისა, ლობოტკა, მაცოკი, პოლიტანო, კვარაცხელია, რასპადორი. მატჩი “დიეგო მარადონაზე” თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. ადგილობრივი მედიის ცნობით, თამაშს დაახლოებით 40 000 მაყურებელი დაესწრება.

როგორ მოქმედებს დაბინძურებული ჰაერი შრომისუნარიანობაზე

· ახალი კვლევის თანახმად, ჰაერის დაბინძურება შესაძლოა აზარმაცებდეს ადამიანს, შესაბამისად ის გავლენას ახდენს ადამიანის ფიზიკურ აქტივობაზე და ზრდის ქრონიკული დაავადებების გაჩენის რისკებს. · ჰაერის დაბინძურება კავშირშია კარდიომეტაბოლურ და რესპირატორულ დაავადებებთან. 2019 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ მსოფლიო მოსახლეობის 99 პროცენტი ჯანმრთელობისთვის საზიანო ჰაერს სუნთქავს. · ჰაერის დაბინძურების საწინააღმდეგოდ ისეთი ნაბიჯების გადადგმა, როგორიცაა, მაგალითად, დაბალი […]

ისრაელი და ჰეზბოლა მიანიშნებენ, რომ არ სურთ თავდასხმების ესკალაცია

ისრაელმა და აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულმა ჰეზბოლამ 25 აგვისტოს გაცვალეს ინტენსიური სარაკეტო ცეცხლი, თუმცა შემდეგ მიანიშნეს, რომ არ სურთ კონფლიქტის ესკალაცია – იმ ფონზე, როცა ძლიერდება შიშები რეგიონის მასშტაბით ომის საფრთხეზე. ისრაელი აცხადებს, რომ პრევენციული საჰაერო დარტყმები განახორციელდა ირანის მხრიდან მხარდაჭერილი ჰეზბოლას სამიზნეებზე სამხრეთ ლიბანში – მას შემდეგ, რაც ისრაელის დაზვერვამ მოიპოვა ცნობები, რომ […]

სექტემბერში პირველი ინდუსტრიული მზის სადგური შევა ექსპლუატაციაში – დავით შვანგირაძე

მომდევნო თვის ბოლოს, საქართველოში პირველი ინდუსტრიული მზის ელექტროსადგური შევა ექსპლუატაციაში. ამის შესახებ BMG-ის მზის ელექტროსადგურების კომპანია Green Energy-ის დამფუძნებელმა, დავით შვანგირაძემ განუცხადა. მისი თქმით, მცირე, 2.4 მეგავატი დადგმული სიმძლავრის მზის ელექტროსადგური კასპში მოეწყობა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება, დღგ-ის გარეშე, 900 000 დოლარს შეადგენს და მასზე Green Energy-ის საპროექტო კომპანია Energy Consulting Group-ი მუშაობს. „სექტემბრის ბოლოს, ექსპლუატაციაში […]