რვა დღის ნაცვლად, Starliner-ის ეკიპაჟი კოსმოსიდან გაისად დაბრუნდება

ამერიკის აეროკოსმოსურმა სააგენტომ (NASA) 24 აგვისტოს გამოაცხადა, რომ კომპანია SpaceX იქნება პასუხისმგებელი კორპორაცია Boeing-ის ხომალდ Starliner-ის ეკიპაჟის კოსმოსიდან დაბრუნებაზე. „ტექნიკური პრობლემების გამო Starliner-ის ასტრონავტები დედამიწაზე დაბრუნებას მხოლოდ მომავალ წელს შეძლებენ“, – იუწყება სააგენტო Reuters. Starliner-მა სტარტი 2024 წლის 5 ივნისს აიღო და უკან 8 დღეში უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა ასტრონავტები დედამიწას მხოლოდ 2025 წლის 25 თებერვალს […]
ასისტის შემდეგ გოლიც – ხვიჩა კვარაცხელიამ “ბოლონიას” გაუტანა [VIDEO]

სერია A-ს მეორე ტურში “ნაპოლი” შინ “ბოლონიას” 2:0 ამარცხებს. “პარტენოპეის” გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ პირველ ტაიმში საგოლე პასი შეასრულა, მეორე ტაიმში კი გოლის გატანაც მოახერხა.
კლიმატის ცვლილებით საუკუნოვან მეღვინეობებს განადგურება ემუქრება

· ევროპის ყველაზე სახელგანთქმული ღვინის ჯიშები ცოტახანში აღარ იარსებებს, რადგან საუკუნოვან მეღვინეობებს განადგურება ემუქრება. · · მრავალი ცნობილი ღვინის ჯიში უმკაცრეს ბუნებრივ პირობებში ციცაბო ფერდობებზე მძიმე მექანიკური შრომის შედეგად მოჰყავთ. · · კლიმატური კრიზისი და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები იქაური სოფლების დაცარიელებას იწვევს, რაც მიწის გაუდაბურებითა და საუკუნოვანი მეღვინეობის ტრადიციის მოსპობას გამოიწვევს. ყველაზე თვალწარმტაცი და უნიკალური მეღვინეობის […]
ხვიჩამ დი ლორენცოს პასი დაუხატა – პირველი ტაიმის შემდეგ “ნაპოლი” “ბოლონიას” 1:0 ამარცხებს [VIDEO]

სერია A-ს მეორე ტურში „ნაპოლი“ პირველი ტაიმის შემდეგ „ბოლონიას“ 1:0 ამარცხებს. მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს, რასპადორიმ ორი მომენტი ვერ გამოიყენა, რის შემდეგაც გარკვეული პერიოდი თამაში მეტ-ნაკლებად დაწყნარდა. კვარაცხელია ძალიან მოტივირებული იყო, მის მიერ დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა, კარის წინ ჩაწოდებულ ბურთზე კი პარტნიორები ვერ გაიხსნენ. შანსი სტუმრებსაც მიეცათ, როდესაც პირისპირ გასულ კასტროს მეკარე მერეტმა არ გაატანინა. […]
“ტორინომ” “ატალანტას” სძლია – საზონოვი სათადარიგო იყო

სერია A-ს მეორე ტურში „ტორინომ“ საკუთარ მოედანზე „ატალანტა“ 2:1 დაამარცხა. “ატალანტას” შეეძლო ფრისთვის მიეღწია, მაგრამ კომპენსირებულ დროში პაშალიჩმა პენალტი ვერ გამოიყენა. მასპინძელთა გუნდის მცველი საბა საზონოვი სათადარიგო იყო. „ტორინო“ შემდეგ შეხვედრას 30 აგვისტოს გასვლაზე „ვენეციასთან“ ჩაატარებს. ტორინო – ატალანტა 2:1 გოლები: 0:1 რეტეგი (26), 1:1 ილიჩი (31), 2:1 ადამსი (49) გამოუყენებელი პენალტი: პაშალიჩი (90+6, ატალანტა)
ჰამასი აცხადებს, რომ თელ-ავივს რაკეტა ესროლა, ისრაელის თანახმად ჭურვი ღია სივრცეში დაეცა

აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული პალესტინური ჯგუფის, ჰამასის შეიარაღებული დანაყოფი 25 აგვისტოს აცხადებს, რომ თელ-ავივს ესროლა M90-ის ტიპის რაკეტა, რაც პასუხია “ისრაელის მხრიდან სამოქალაქო პირების ხოცვაზე”. ისრაელის არმიის განცხადებით, რაკეტა დაეცა “ღია სივრცეში”, ცენტრალური ისრაელის ქალაქ რიშონ-ლე-ციონში. “რიშონ ლეციონში სირენის ჩართვის შემდეგ, ამოცნობილ იქნა ერთი ჭურვი, რომელიც შემოვიდა ღაზის სექტორის სამხრეთიდან და დაეცა […]
კოსმოსში ჩარჩენილ ორ ასტრონავტს SpaceX-ი დედამიწაზე მომდევნო წელს დააბრუნებს

NASA-ს ორი ასტრონავტი, რომლებიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 5 ივნისს გაემგზავრნენ და Boeing-ის წუნდებული Starliner საფრენი აპარატის დაზიანების გამო კოსმოსში დარჩნენ, დედამიწაზე SpaceX-ის ხომალდით 2025 წლის დასაწყისში დაბრუნდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას NASA-ს ოფიციალური პირები ავრცელებენ და აცხადებენ, რომ Starliner-ის მდგომარეობა კრიტიკულია, რის გამოც ასტრონავტთა სახლში დაბრუნება დაგეგმილი გზით ვერ ხერხდება. NASA-ს ვეტერანი ასტრონავტები, ბაჩ უილმორი და […]
როგორ მოქმედებს ლარზე არჩევნები და რას უწინასწარმეტყველებენ ქართულ ეროვნულ ვალუტას

წინასაარჩევნოდ ეროვნული ვალუტა საკმაოდ სტაბილურად გამოიყურება და ამ მდგომარეობას, სავარაუდოდ, არჩევნების შემდგომ პერიოდშიც შეინარჩუნებს. ყოველ შემთხვევაში, მოლოდინი დადებითია, რაც გავლენიანი ფინანსური ორგანიზაციის კვლევითაც გამყარდა და გავრცელებულ მოსაზრებას ექსპერტთა უმეტესობაც ეთანხმება. როგორც ,,თიბისი კაპიტალი” კვლევაშია აღნიშნული, ამ ეტაპზე ლარის კურსზე ზეწოლა არ იკვეთება, ხოლო თუკი ბაზარზე არჩევნების შემდგომი გაუფასურების მოლოდინი გაჩნდა, ეს კურსზე მაინც არჩევნებამდე აისახება […]
რა გახდა ბერი ნარიმანის კორპუსში მომხდარი დანაშაულის მიზეზი – რა ვერსიებზე საუბრობენ

რა გახდა ბერი ნარიმანის კორპუსში მომხდარი ინციდენტის მიზეზი, რომლის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა, ამ დრომდე უცნობია. 27 წლის კაცი და 52 წლის ქალი კლინიკაში ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობების გამო მოხვდნენ; 19 წლის ახალგაზრდა კი, რომელსაც ბრალი ორი ადამიანის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ედება, პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა […]
პენიტენციური სამსახური – N2 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულმა თვითდაზიანება მიიყენა, გადაყვანილია სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც მიეწოდება შესაბამისი სამედიცინო მომსახურება

სპეციალური პენიტენციური სამსახური ქუთაისში, პატიმრის დაზიანების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, N2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა. მათივე ინფორმაციით, მას ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება და გადაყვანილია სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც მიეწოდება შესაბამისი სამედიცინო მომსახურება “სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, N2 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებულის ნ.ბ.-ს შესახებ. საზოგადოების ინფორმირების მიზნით […]