Ferrero-მ საქართველოში თხილის პლანტაციები გაყიდა

Ferrero-მ საქართველოში თხილის პლანტაციები გაყიდა. კომპანიის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, Ferrero -ს შვილობილმა „აგრიჯორჯიამ“ გასული წლის ზაფხულში 1,500 ჰექტარ მიწის ნაკვეთებზე მდებარე პლანტაციები და მასთან დაკავშირებული საკუთრება გაყიდა, ხოლო 2021 წელს 1,815 ჰექტარი მიწა. „2023 წლის ივნის-ივლისში, კომპანიამ გაყიდა წალენჯიხის, ჩხოროწყუს და ხობის რაიონებში 1,500 ჰექტარ მიწის ნაკვეთებზე მდებარე პლანტაციები და მასთან დაკავშირებული საკუთრება. პლანტაციები მოიცავდა […]
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული, რამდენიმე ოლქში აფეთქებების ხმები ისმის

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაშია გამოცხადებული, რუსული ძალები ქვეყანას რაკეტებით უტევენ, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბომბდამშენებიდან გაშვებული ფრთოსანი რაკეტები დასავლეთის ოლქებისკენაა მიმართული, ზღვიდან გაშვებული რაკეტები კი ჩრდილოეთ და ცენტრალური ოლქებისკენ. გავრცელებული ინფორმაციით, ვინიცაში, კროპივნიცკსა და კრივი-რიჰში აფეთქებების ხმები ისმოდა. ამასთან, აფეთქებების შესახებ იუწყებიან დნიპროდან, ზაპოროჟიედან, ოდესიდან და ხმელნიცკიდან.
რუსეთში, სარატოვში დრონი საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა

რუსეთის სარატოვის ოლქის გუბერნატორის განცხადებით, მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე დრონის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა. “ქალი მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში. ექიმები მისი სიცოცხლისთვის იბრძვიან. დანარჩენებმა დახმარება ადგილზე მიიღეს”, – ციტირებს რუსული მედია გუბერნატორ რომან ბუსარგინს. სავარაუდოდ, რუსეთის ენგელსის ავიაბაზაზე უკრაინის შეტევის დროს, ერთ-ერთი დრონი მეზობელ სარატოვოში მაღალსართულიან კორპუსს შეეჯახა, მეორე ენგელსში სახლის სახურავს დაეცა, მისმა […]
გასულ წელს, ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის 281 ახალი შემთხვევა და გონებრივი ჩამორჩენის 1404 შემთხვევა დადასტურდა – 159 პირს დაუდგინდა შიზოფრენია

გასულ წელს, ფსიქოაქტიური ნივთიერებებით განპირობებული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის 281 ახალი შემთხვევა და გონებრივი ჩამორჩენის 1404 შემთხვევა დადასტურდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს, გასულ წელს, ასევე შიზოფრენიის 159 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ზოგიერთი ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება: პარანოიდული შიზოფრენია – 130; ხანგრძლივი ბოდვითი აშლილობანი […]
შიიტი მუსლიმები „ალ-არბაინს“ აღნიშნავენ

შიიტი მუსლიმები „ალ-არბაინს“ აღნიშნავენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რელიგიის სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით შიიტი მუსლიმები სამგლოვიარო ცერემონიებს ატარებენ. „დღეს შიიტი მუსლიმები აღნიშნავენ იმამ ჰუსეინ იბნ ალის (მეოთხე ხალიფა ალის შვილი, წინასწარმეტყველ მუჰამედის შვილიშვილი) და მისი თანამოაზრეების, 680 წელს (ჰიჯრის 61 წელი) ტრაგიკული გარდაცვალების დღიდან „ალ-არბაინს“ (მეორმოცე დღეს). „ალ-არბაინთან“ დაკავშირებით შიიტი მუსლიმები ატარებენ სამგლოვიარო […]
“ნაპოლი” და “ალ აჰლი” ოსიმენის ტრანსფერზე შეთანხმდნენ – ფაბრიციო რომანო ნიგერიელზე წერს

“ალ აჰლი” “ნაპოლის” ვიქტორ ოსიმენის სატრანსფერო ფასზე შეუთანხმდა, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს. წყაროს ცნობით, ფეხბურთელი საუდის არაბეთში გადასვლისგან ჯერჯერობით თავს იკავებს და შეთავაზებებს კვლავ ევროპული კლუბებისგან ელოდება. რომანოს ინფორმაციით, “ალ აჰლი” მზადაა “პარტენოპეის” ოსიმენის სანაცვლოდ 65 მილიონი ევრო გადაუხადოს. შეგახსენებთ, ნიგერიელის მიმართ ინტერესს ლონდონის “ჩელსიც” იჩენს.
ირანის საგარეო მინისტრი – ისრაელის მიმართ ჩვენი პასუხი გაზომილი და კარგად გათვლილი იქნება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანტონიო ტაიანთან სატელეფონო საუბარში მან თეირანში „ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობის გამო მისი ქვეყნის მიერ დაგეგმილ შურისძიებაზე ისაუბრა. „ირანის რეაქცია თეირანში ისრაელის ტერორისტულ თავდასხმაზე საბოლოოა და იქნება გაზომილი და კარგად გათვლილი“, – წერს არაღჩი სოციალურ პლატფორმაზე X-ზე. მისი თქმით, ირანს სიტუაციის ესკალაციის არ ეშინია, […]
პენიტენციური სამსახური ქუთაისში, პატიმრის დაზიანების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

სპეციალური პენიტენციური სამსახური ქუთაისში, პატიმრის დაზიანების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, N2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა. მათივე ცნობით, მას ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება და გადაყვანილია სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც მიეწოდება შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. „სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, N2 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებულის ნ.ბ.-ს შესახებ. საზოგადოების ინფორმირების მიზნით […]
26 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ნუ გათქვამთ საიდუმლოს, იყავით ყურადღებით, რათა არ აღმოჩნდეთ შურიანი ადამიანების ხაფანგში და ხელიდან არ გაგიფრინდეთ სარფიანი კონტრაქტი. კურო თქვენი პოზიტიური ენერგიითა და რჩევებით ადვილად მოინადირებთ ირგვლივ მყოფებს და უფრო პოპულარულიც გახდებით. ტყუპები იყავით ყურადღებით, შესაძლოა, სარფიანი, მეტად მოგებიანი ხელშეკრულება დადოთ, ან გამოიმუშაოთ დამატებით მნიშვნელოვანი თანხები. კირჩხიბი მზის ენერგიების გაძლიერებასთან ერთად, იზრდება თქვენი ოპტიმიზმი, ატმოსფერო […]
ხვიჩა კვარაცხელია „ბოლონიასთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს ახალ სეზონში „სტადიო მარადონაზე“ გამართული პირველივე შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატში „ბოლონიას“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა, რაშიც ქართველმა ფეხბურთელმა გადამწყვეტი როლი ითამაშა – მის მიერ შესრულებული გადაცემით ანგარიში ნეაპოლელთა კაპიტანმა, ჯოვანი დი ლორენცომ გახსნა, 75-ე წუთზე კი ხვიჩამ თავადაც გაიტანა. იტალიის ჩემპიონატის პარტნიორმა ტელეკომპანია DANZ-მა და სხვა წამყვანმა გამოცემებმა […]