ირაკლი ანდღულაძე – 2024 წელს ნაძალადევის რაიონში განხორციელებული პროგრამებისა და პროექტებისთვის 30 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა

2024 წელს ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამებისთვის, ჯამში, 30 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, – ამის შესახებ ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ანდღულაძემ გამგეობის საქმიანობის ერთწლიანი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. გამგებელმა ყურადღება მიმდინარე წლის მნიშვნელოვან პროექტებზე გაამახვილა და მომავალი წლის გეგმებზეც ისაუბრა. „საგზაო ინფრასტრუქტურა 87 ათას კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა; კაპიტალური და ფრაგმენტული საგზაო სამუშაოები – […]
“მე ვიყავი აქციაზე! იყვნენ მსხვილი და საშუალო ზომის ენერგეტიკული კომპანიების თანამშრომლები” – ზურაბ კაპანაძე ფანგანს პასუხობს

რუსთავის ელექტროტექნიკური კომპანია “რეტკოს” (Retco) დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ზურაბ კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ თავად დაესწრო ენერგეტიკოსების მარშს, რომელზეც ასევე იმყოფებოდნენ არაერთი კომპანიის თანამშრომლები. ის ამ განცხადებით სემეკის წევრის, გიორგი ფანგანის განცხადებას გამოეხმაურა.
საერთაშორისო გაემოხმაურებები ეუთო/ოდირის ანგარიშზე

„ეს არ არის ის სტანდარტი, რასაც ჩვენ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან ველით“, — ასე ეხმაურება შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ საბოლოო ანგარიშმა დაადასტურა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნები. „ჩვენი სერიოზული შეშფოთება საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით დადასტურებულია ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშით. როდესაც არჩევნები დახარვეზებულია, […]
გვარდიოლა: როგორ მოვიგო პრემიერლიგა? ფეხბურთელებიც კი არ მყავს

პეპ გვარდიოლა ფიქრობს, რომ “სიტის” პრემიერლიგის მოგების შანსი არ აქვს “არა, პრემიერლიგას ვერ მოვიგებთ. ფეხბურთელები არ გვყავს. მომავალში რა მოხდება არავინ იცის, მაგრამ გიზიარებთ რასაც ვგრძნობ, რასაც ახლო მომავალში ვხედავ. საკუთარ თავს დიდ მიზნებს ვერ ვუსახავთ. როდესაც რაღაც მნიშვნელოვანს გინდა მიაღწიო, როგორიც პრემიერლიგის მოგებაა ან ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაში, განგრძობითობა გჭირდება. ეს აქამდე ყოველთვის გვქონდა, […]
თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე ერთდროულად რამდენიმე აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს

„სვანური კოშკი არასდროს იქნება „ბაშნია“, „მაიტა ევროპა-მეთქი“, „მთავრობა, ვერ გევიგე?!“, „მაგი არაა მასე“, – ამ ლოზუნგებით თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე ერთდროულად რამდენიმე აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს. მოქალაქეები მიმდინარე აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლებას და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ამ მოთხოვნას შეუერთდნენ და მსვლელობა მოაწყვეს კახა ბენდუქიძის კამპუსის წევრებმა. მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა პედაგოგებმა, როლებიც სიმბოლურად მივიდნენ ვასო აბაშიძის თეატრთან და […]
უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში ვართ, გამოსავალი ახალი არჩევნებია – ზვიად ჭუმბურიძე ეუთო/ოდირის დასკვას აფასებს

„ეუთო/ოდირის ეს დასკვნა არის ყველაზე მძიმე ბოლო წლების განმავლობაში“, – ამის შესახებ რადიოგადაცემაში „360 გრადუსი“ ევროკავშირი – საქართველოს ბიზნეს-საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ განაცხადა. მისი თქმით, დასკვნაში მოყვანილი დარღვევები აჩვენებს, რომ მოსახლეობის პროტესტი არგუმენტირებულია და კრიზისიდან გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნების ჩატარება შეიძლება იყოს. „ძალიან საინტერესო მომენტია ის, რომ თვითონ დასკვნაში აღნიშნულია, რომ ეუთო/ოდირის მანდატი არ […]
ისრაელმა ვერ გადაიტაცა ჰუთიტების მიერ გასროლილი რაკეტა

ისრაელის არმიამ 21 დეკემბერს გამოაცხადა, რომ მათ ვერ მოახერხა გადაეტაცა რაკეტა, რომელიც იემენელი მეამბოხეების, ჰუთის მიმდევრების მიერ იქნა ნასროლი. შედეგად რაკეტა თელ-ავივში, იაფის რაიონში ჩამოვარდა, რის შედეგადაც დაშავდა 16 ადამიანი. Reuters-ის ცნობით, ბევრი მოქალაქე იძულებული გახდა დაეტოვებინა საცხოვრებელი. ეს ასეთი ტიპის მეორე თავდასხმაა ბოლო დღეებში, იტყობინება სააგენტო. თვითონ ჰუთიტებმა განაცხადეს, რომ მათ „სამხედრო სამიზნეს“ იაფაში […]
ხელოვნურ ინტელექტს დავავალე სამივე ქვეყნის დასკვნა ერთმანეთისთვის შეედარებინა და ძირითადი მიგნებები ლაკონურად გადმოეცა – ბიძინა კულუმბეგოვი ეუთო/ოდირის დასკვნაზე

ხელოვნურ ინტელექტს დავავალე სამივე ქვეყნის დასკვნა ერთმანეთისთვის შეედარებინა და ძირითადი მიგნებები ლაკონურად გადმოეცა – ბიძინა კულუმბეგოვი ეუთო/ოდირის დასკვნაზე ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავღირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც წერს, რომ დასკვნის დეტალური ინტერპრეტაცია პოლიტიკური შეხედულების მიხედვით განსხვავდება. “ეუთო/ოდირის დასკვნის ინტერპრეტაცია ზოგადად საინტერესო და მნიშვნელოვანია. ყველას გვინდა გვქონდეს სამართლიანობის განცდა. ამ დასკვნის დეტალური ინტერპრეტაცია პოლიტიკური […]
შეუძლებელია, ამ პირობებში ჩვენს ქვეყანაში ლეგიტიმური არჩევნები ჩატარებულიყო – ლონდა თოლორაია

შეუძლებელია, ამ პირობებში ჩვენს ქვეყანაში ლეგიტიმური არჩევნები ჩატარებულიყო – ლონდა თოლორაია შეუძლებელია, ამ პირობებში ჩვენს ქვეყანაში ლეგიტიმური არჩევნები ჩატარებულიყო, – ამის შესახებ სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ წარმომადგენელმა ლონდა თოლორაიამ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირ-ის დასკვნას გამოეხმაურა. თოლორაიას თქმით, დასკვნა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიგნებებს ემთხვევა. „რეალურად, ეუთო/ოდირმა თქვა ის, […]
კლინიკებში მიმართვიანობა გაიზარდა – რომელი ვირუსები ცირკულირებს საქართველოში

H1N1 და კოკსაკი – საქართველოში ახლა აქტიურად ეს ორი ვირუსი ცირკულირებს. ბოლო ერთ კვირაში შემთხვევები გაორმაგდა. ე.წ. ღორის გრიპისა და ენტეროვირუსის გართულებებით მიმართვიანობა გაზრდილია ბავშვთა კლინიკებში. გრიპის ვირუსის სიმპტომებით ბავშვთა კლინიკებს თვითდინებით პაციენტები მაღალი ცხელებით მიმართავენ. მშობლები ჰყვებიან, რომ ტემპერატურის დაწევას სახლის პირობებში მედიკამენტებით ვერ ახერხებენ. ექიმების თქმით, ბოლო ერთ კვირაში კლინიკებში მიმართვიანობა გაორმაგდა. სხვა […]