Politico: უკრაინა აშშ-ს წარუდგენს რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების სიას

უკრაინა აშშ-ს წარუდგენს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე იმ ობიექტების სიას, რომლებზე დარტყმასაც გეგმავს ის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით, თუკი ვაშინგტონი კიევს მოუხსნის ამერიკული იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვებს. ამის შესახებ Politico იტყობინება წყაროებზე დაყრდნობით. გამოცემა აცხადებს, რომ სია ხელს შეუწყობს შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენებაზე აკრძალვის მოხსნას, დააჩქარებს საბრძოლო მასალის მიწოდებას და ხელს შეუწყობს უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაადგილებას […]

აგენტოკრატიის ინსტრუქციით, ზურაბიშვილი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალური დარტყმა მიაყენოს საარჩევნო პროცესსაც, ცესკოსაც და ელექტორატის უმრავლესობის ლეგიტიმური ნება ვითომ “მიტაცებულად” გამოაცხადოს

აგენტოკრატიის ინსტრუქციით, ზურაბიშვილი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალური დარტყმა მიაყენოს საარჩევნო პროცესსაც, ცესკოსაც და ელექტორატის უმრავლესობის ლეგიტიმური ნება ვითომ “მიტაცებულად” გამოაცხადოს ფსევდო-პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის 27 აგვისტოს გამოსვლა კვლავ არაფრით განსხვავდებოდა მოღალატე “ნაცმოძრაობის” გზავნილებისგან, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, ზურაბიშვილი, რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად მოქმედებს და რასაც გარედან ეტყვიან, იმას იმეორებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, […]

ევროკავშირი ოცნებას მოუწოდებს, ოპოზიციური პარტიების აკრძალვისგან თავი შეიკავოს

ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ოპოზიციური პარტიების აკრძალვისგან თავი შეიკავოს. ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა, პიტერ სტანომ გამოცემა POLITICO-სთან ინტერვიუში ისაუბრა. სტანოს განცხადებით, ბრიუსელი ქართული ოცნების გეგმით შეშფოთებულია, რომელიც არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიციური პარტიების აკრძალვას გულისხმობს. მისი თქმით, ოცნების ეს დაპირება ქვეყნის დემოკრატიას გაანადგურებს, ხოლო დასავლეთს აიძულებს, ამას მკაცრი პასუხი გასცეს. “ოპოზიციური პარტიები, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და […]

გლდანში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

გლდანში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია. ხანძარი მეხუთე მიკრორაიონში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

ვოლოდიმირ ზელენსკი – სურვილი გვაქვს, რომ პოლონეთმა თავისი „მიგ“-ის ტიპის თვითმფრინავები გადმოგვცეს

სურვილი გვაქვს, რომ პოლონეთმა თავისი „მიგ“-ის ტიპის თვითმფრინავები გადმოგვცეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფორუმზე „უკრაინა 2024. დამოუკიდებლობა“ განაცხადა. „ძალიან გვჭირდება თქვენი „მიგ“- ები, ვინაიდან კარგი ავიონიკა აქვთ და პილოტების მომზადებაზე დროს არ დავკარგავთ“, – განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე პოლონეთის პრეზიდენტთან ანჯეი დუდასთან და პრემიერ-მინისტრთან დონალდ ტუსკთან უსაუბრია, „თუმცა […]

უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას ვულოცავ 32 000-ზე მეტ აბიტურიენტს – პრემიერი

“უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას ვულოცავ 32 000-ზე მეტ აბიტურიენტს, რომელთა ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი იწყება.”- წერს სოციალურ ქსელში პრემიერი ირაკლი კობახიძე. “მჯერა, სტუდენტობის პერიოდი თქვენთვის ახალი ცოდნის, გამოცდილებისა და მეგობრების შეძენასთან ერთად, წარმატებული და საინტერესო იქნება. საუნივერსიტეტო განათლების განვითარება და ახალგაზრდების მაქსიმალური ხელშეწყობა ჩვენი განსაკუთრებული პრიორიტეტია და მთავრობის სახელით, ამ გზაზე სრულ მხარდაჭერას გპირდებით. გისურვებთ წარმატებებს […]

დიდ დიღომში და ავჭალაში დასასვენებელი სივრცეების რეაბილიტაციისთვის 1.5 მლნ ლარამდე დაიხარჯება

საბურთალოს რაიონის გამგეობა დიდ დიღომში, მე-4 მიკრორაიონში, საბავშვო ბაგა- ბაღ „ხუთკუნჭულას“ მიმდებარედ, დასასვენებელი სივრცის რეაბილიტიციას ახორციელებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 1 000 000 ლარია. „პროექტის ფარგლებში, 7 000 კვ.მ ფართობზე განახლდება სკვერის სივრცე და დამონტაჟდება შესაბამისი საპარკო ინვენტარი. მოეწყობა სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი […]

პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ოფიციალურად დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. „ხელი მოვაწერე არჩევნების გამოცხადების განკარგულებას. მოგვიახლოვდა გადაწყვეტილების დღე, დღე არჩევანის, დღე გადარჩენის. დღეს ჩვენ საქმე არ გვაქვს ჩვეულებრივ არჩევნებთან, როცა მოქალაქე ირჩევს, რომელი პოლიტიკური ძალაა მის მსოფლმხვედლობასთან ყველაზე ახლოს, არამედ საქმე გვაქვს […]

ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენს მიაწვდის რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვების გეგმას

მომავალ თვეში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მიაწვდის რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვების გეგმას. ამის შესახებ მან სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, გეგმა ასევე წარედგინებათ მომავალ საპრეზიდენტო კანდიდატებს, კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს. გეგმა მოიცავს ოთხ მიმართულებას, თქვა ზელენსკიმ. მათ შორის ზელენსკიმ აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევა კურსკის ოლქში. „ეს შეიძლება ვიღაცისთვის […]

საქართველოს ნაკრებში რომ არ ეთამაშა – ანტალ იააკობიშვილს უნგრეთის ეროვნულ გუნდში უხმეს

15 ივლისს Geo Team-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “ჟირონას” 20 წლის ცენტრალური მცველი ანტალ იააკობიშვილი (სიმაღლე 193 სმ) საქართველოს ნაკრებში თამაშს განიხილავს, თუმცა ეს შეიძლება არ მოხდეს. ანტალ იააკობიშვილი 7 სექტემბერს გერმანიასთან და 10 სექტემბერს ბოსნია და ჰერცეგოვინასთან ერთა ლიგის მატჩებისთვის უნგრეთის ნაკრების მწვრთნელმა მარკო როსიმ გამოიძახა და თუ რომელიმე შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს, შემდგომში “ჯვაროსნების” რიგებში […]