– სურვილი გვაქვს, რომ პოლონეთმა თავისი „მიგ“-ის ტიპის თვითმფრინავები გადმოგვცეს

სურვილი გვაქვს, რომ პოლონეთმა თავისი „მიგ“-ის ტიპის თვითმფრინავები გადმოგვცეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფორუმზე „ 2024. დამოუკიდებლობა“ განაცხადა.
„ძალიან გვჭირდება თქვენი „მიგ“- ები, ვინაიდან კარგი ავიონიკა აქვთ და პილოტების მომზადებაზე დროს არ დავკარგავთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე პოლონეთის პრეზიდენტთან ანჯეი დუდასთან და პრემიერ-მინისტრთან დონალდ ტუსკთან უსაუბრია, „თუმცა დადებითი პასუხი ჯერ არ არის“.
ცნობისთვის, ივლისში პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონეთმა უკრაინისთვის საბჭოური მოდელების ავიაგამანადგურებლების დამატებითი რაოდენობით გადაცემა შესაძლოა განიხილოს, თუ მოკავშირეებთან ერთად მათი ჩანაცვლების ვარიანტებს იპოვის.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”