5 მიზეზი თუ რატომ უნდა დაესწრო ProdAct Conference 2024-ს

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური ფინანსური ინსტიტუტი, საქართველოში ციფრული სფეროს განვითარებას მხარს აქტიურად უჭერს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკი ProdAct community-სთან 2023 წლიდან თანამშრომლობს და სხვადასხვა ღონისძიებისა თუ კონფერენციის ფარგლებში ქმნის სივრცეს, რომელიც ციფრულ სფეროში მომუშავე პროფესიონალებს გამოცდილების გაცვლისა და განვითარების საშუალებას აძლევს. ProdAct community-ისა და საქართველოს ბანკის ორგანიზებით ციფრული პროდუქტების მენეჯმენტზე ორიენტირებული რიგით მეორე საერთაშორისო […]
ბოკუჩავა: დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს შესაძლებლობა, ქართველი ხალხის მხარეს დადგეს

გაზაფხულზე მთელმა მსოფლიომ, განსაკუთრებით ქართველი ახალგაზრდების დამსახურებით, დაინახა, რომ საქართველო ირჩევს ევროპას – როდესაც უპრეცედენტოდ ფართომასშტაბიანი აქციებით ქართველმა ხალხმა უთხრა არა რუსულ კანონს და კი – ევროპას. მიუხედავად ამისა, ბიძინა ივანიშვილმა მიიღო რუსული კანონი და აპირებს მის ამოქმედებას. დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს ისტორიული შანსი, რომ შეაჩეროს კანონის მოქმედება, რომელიც აზიანებს ჩვენს ქვეყანას და ეწინააღმდეგება ჩვენს […]
ბურჯანაძის თქმით, საჭიროა „აგენტების კანონის“ შეჩერება, რადგან ის გამოუსწორებელ ზიანს მოიტანს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა „აგენტების კანონის“ საქმეზე. მოსარჩელეები არიან პრეზიდენტი, 122 არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, 38 ოპოზიციონერი დეპუტატი და ორი მედიაორგანიზაცია: „სტუდია მონიტორი“ და „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე, ოთხივე მოსარჩელე მოითხოვს „აგენტების კანონის“ მოქმედების შეჩერებას. პროცესი პრეზიდენტის შუამდგომლობის განხილვით დაიწყო. შეკითხვაზე, რა შედეგს გამოიღებს კანონის მოქმედების შეჩერება, პრეზიდენტის წარმომადგენელმა გიორგი […]
თიბისის მობაილბანკმა Global Business and Finance Magazine-ის 3 საერთაშორისო ჯილდო მიიღო

გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Business and Finance Magazine–მა ყოველწლიური შედეგები გამოაქვეყნა. 2024 წელს თიბისიმ, როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით, განსაკუთრებულ აღიარებას 3 ნომინაციაში მიაღწია. ესენია: • საუკეთესო მობაილბანკი საქართველოში – Best Digital Bank Georgia • წლის საუკეთესო მობაილ ბანკინგის ბრენდი საქართველოში – Best Digital Banking Brand Of The Year Georgia • ყველაზე ინოვაციური მობაილბანკი […]
თეონა აქუბარდია წინასაარჩევნოდ გახარიას პარტიას შეუერთდა

დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია წინასაარჩევნოდ პარტიაში საქართველოსთვის გაერთიანდა. ეს პარტიის ლიდერმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე თქვა. როგორც მან აღნიშნა, 26 ოქტომბერს, არჩევნებში ისინი ერთად მიიღებენ მონაწილეობას. “მინდა გაცნობოთ, რომ ქალბატონნი თეონა აქუბარდია შემოუერთდება წინასაარჩევნოდ ჩვენს გუნდს. ჩვენ ეს ძალიან გვიხარია, რადგან საყოველთაოდ ცნობილია მისი პროფესიონალიზმი. ის დიდი ხანია მუშაობს უსაფრთხოების სფეროში და ძალიან რეპუტაციული და გამოცდილი […]
WizzAir -სა და Air Baltic-ის საბორტო ჟურნალებში აჭარაზე სტატიები გამოქვეყნდა

აჭარის სარეკლამო სტატიებს ავიაკომპანიების WizzAir -სა და Air Baltic-ის მილიონობით მგზავრი ეცნობა. „ბათუმი – ევროპის ყველა ტურისტული სეზონის მიმართულება“ – ამ სათაურით სტატია საბორტო ჟურნალების ზაფხულის გამოცემებში დაიბეჭდა. სტატია ავიაკომპანიის საბორტო ჟურნალის “Wizz” ივნისი, ივლისი, აგვისტოს გამოცემებშია განთავსებული. სტატიაში წარმოჩენილია აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები, მთისა და ზღვის ტურისტული ღირსშესანიშნაობები, არქიტექტურა და კულტურა. „ბათუმი ნამდვილი ბუნებრივი […]
საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა გიორგი ბურჯანაძემ სამი „გამოუსწორებელი ზიანი“ დაასახელა, რაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ ამოქმედების შედეგად დადგება

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა გიორგი ბურჯანაძემ სამი „გამოუსწორებელი ზიანი“ დაასახელა, რაც მოსარჩელე მხარის აზრით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ ამოქმედების შედეგად დადგება. ბურჯანაძის თქმით, ერთ-ერთი საფრთხე ორგანიზაციების სტიგმატიზებაა, რაც მათთვის გამოუსწორებელ რეპუტაციულ ზიანს გამოიწვევს, დონორების საქმიანობას კი გაართულებს. „მიგვაჩნია, რომ ადამიანის უფლებების კუთხით სადავო ნორმატიული აქტები იწვევს გამოუსწორებელ ზიანს და საფრთხეს და ამ თვალსაზრისით 3 […]
ანა ნაცვლიშვილი – საკონსტიტუციო სასამართლომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, ამ საქმეზე საბოლოო მსაჯული 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები იქნებიან – მოქალაქეები გაუქმებენ, „რუსულ კანონს“ და „რუსულ ხელისუფლებას“

„ძლიერი საქართველოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, ამ საქმეზე საბოლოო მსაჯული 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები იქნებიან. ნაცვლიშვილი დარწმუნებულია, რომ 26 ოქტომბერი იქნება ის თარიღი, როდესაც „საქართველოს მოქალაქეები გაუქმებენ, როგორც „რუსულ კანონს“, ასევე „რუსულ ხელისუფლებას“. „ეს არის ისტორიული პროცესი. ჩემი მოლოდინები უცვლელია. საკონსტიტუციო სასამართლომ […]
ჩეხეთში ფონდ Help Ukraine-ის დამფუძნებელს სუბსიდიების მიტაცებაში ადანაშაულებენ

ჩეხეთის პროკურატურამ ფონდ Help Ukraine-ის დამფუძნებელს, ვლადიმირ გერგელს, ბრალი წაუყენა უკრაინელი ლტოლვილების ინტეგრაციის პროგრამებისთვის გამოყოფილი სუბსიდიების მიტაცებაში. ამის შესახებ “ჩეხეთის ტელევიზია” იტყობინება. უკრაინელებისთვის საზოგადოებრივი ცენტრის დაფუძნებისთვის ჩეხეთის განათლების სამინისტროსგან ფონდმა 20 მილიონი ჩეხური კრონი (თითქმის 900 ათასი აშშ დოლარი) მიიღო. ცენტრი 2022 წელს გაიხსნა. სახსრები, კერძოდ, გამოიყო ჩეხური ენის სწავლებისთვის. ხელისუფლების ერთ-ერთი პირობა იყო ადაპტაციის […]
რუსთავში, ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

რუსთავში, ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „დასკვნითი ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერთან ნინო ლაცაბიძესთან ერთად გახსნა. მიხეილ სარჯველაძემ, მაღალი არტერიული წნევის მართვისა და პრევენციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ღონისძიების ფარგლებში, ჩატარდა სკრინინგის აქცია. ასევე, გაიმართა კონფერენცია, რომელზეც არტერიული ჰიპერტენზიის კონტროლის სტრატეგიისა და მაღალი არტერიული წნევის მართვის პრინციპებზე ისაუბრეს. მინისტრმა, […]