თამარ კორძაია – საკონსტიტუციო სასამართლო არის ის ერთადერთი კონსტიტუციური ორგანო, რომელსაც შეუძლია ქვეყნის ევროპული კურსი შეინარჩუნოს – თუ ეს ასე არ მოხდება, ევროკავშირის კარი გაურკვეველი ვადით დაგვეხურება

საკონსტიტუციო სასამართლო არის ის ერთადერთი კონსტიტუციური ორგანო, რომელსაც დღეს შეუძლია ქვეყნის ევროპული კურსი შეინარჩუნოს, – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისას განაცხადა. მისივე თქმით, კანონის მიღებით ქვეყანა საერთაშორისო ხელშეკრულებებს არღვევს. „ჩვენ, პარლამენტის წევრები, როგორც კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენლები, ამ სარჩელით მივიჩნევთ, რომ ვასრულებთ ჩვენს კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომელიც 78-ე […]

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – ვეთანხმებით და ვიზიარებთ „საქართველოს კულტურის დეკლარაციის“, პუნქტებს და მზად ვართ ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან თანამშრომლობისა და დისკუსიისთვის

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ სრულად იზიარებს ქართველი ხელოვანების საინიციატივო ჯგუფის „კულტურა დემოკრატიისთვის“ მიერ მომზადებულ „საქართველოს კულტურის დეკლარაციას“, რომელიც სფეროს წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ კულტურის სფეროში გასატარებელი უმნიშვნელოვანესი ღონისძიებებისთვის წინადადებებს და რეკომენდაციებს მოიცავს. როგორც „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კულტურის წარმატება ქვეყნის წარმატების პირდაპირპროპორციულია. „ვეხმიანებით “საქართველოს კულტურის დეკლარაციას”, რომელსაც კულტურა დემოკრატიისთვის აქვეყნებს. „ერთიანობა […]

მეუფე გრიგოლი ოცნების ინიციატივაზე: გავარკვევ და რომ გამოვალ, გეტყვით

როდესაც 2002 წელს, როდესაც მზადდებოდა კონსტიტუციური შეთანხმება სხვადასხვა ვერსიები და ვარიანტები იქნა შესწავლილი და არჩეული იქნა საუკეთესო. ამაზე მეტი, რა გითხრათ. […] მე ისიც არ ვიცი ახლა, თქვენსავით მოარული ხმებით… გავარკვევ და რომ გამოვალ გეტყვით.

მთავრობა 25 მლნ ლარიან პროგრამას „ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“ იწყებს – დადგენილების დეტალები

მთავრობა ახალი პროგრამას „ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“ იწყებს. დადგენილების მიხედვით, რომელსაც ხელს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს, პროგრამის ბიუჯეტი არაუმეტეს 25 მლნ ლარია. დადგენილების მიხედვით, პროგრამის მიზანია ქვეყნის მასშტაბით ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ხელშეწყობა, თანამედროვე კლიმატგონივრული ტექნოლოგიების დანერგვის გზით. ამასთან, პროგრამის ამოცანას წარმოადგენს ახალი სასათბურე მეურნეობების მოსაწყობად საჭირო ფინანსებზე ხელმისაწვდომობით სათბურში წარმოებული პროდუქციის მოცულობის გაზრდა, მათ […]

“ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო გამოვა ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენის მედროშე”– კორძაია

თამარ კორძაია, როემლიც საკონტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის ინტერესების დამცველია, საკონსტიტუციო სასამართლოს სთავაზობს, “ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენის მედროშე” გახდეს. ევროკომისია აფასებს სახელმწიფოს პროგრესს ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში. ის არ იმსჯელებს საქართველოს პარლამენტი არის ქვეყანაში უვარგისი თუ ვინ. მთავარია ევროკომისიამ დაინახოს, რომ საქართველოს სახელმწიფომ საკონსტიტუციო სასამართლოს სახელით შეაჩერა კანონი, რომელიც კატეგორიულად მიუღებელია ევროკავშირისთვის და საქართველოს სახელით მიღებული […]

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, იქტორ კიპრიტიდი დაიღუპა. ის 49 წლის იყო. ოჯახმა მებრძოლის გარდაცვალების შესახებ ცნობა ოჯახმა 23 აგვისტოს მიიღო. იქტორ კიპრიტიდი დავალების შესრულების დროს, დაბომბვისას დაიჭრა, გასულ პარასკევს კი კლინიკაში გარდაიცვალა.

ECHR-მა დარღვევა დაადგინა საქმეზე, რომლის მოსამართლეც დღეს რუსულ კანონს განიხილავს

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე, რომელშიც თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი, ხოლო ახლა უზენაესი სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლე, გიორგი მიქაუტაძე ფიგურირებს, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა. საქმეს ხვიჩა კიკილაშვილი განიხილავდა, დღეს კი საკონსტიტუციოს მოსამართლეა და რუსული კანონის კონსტიტუციურობაზე მსჯელობს. საუბარია 2016 წელს, გონიოს სანაპიროზე მომხდარ ინციდენტზე. მოქალაქე თამარ ხაჭაპურიძის თქმით, მოსამართლე მიქაუტაძემ მასსა და მის 13 […]

საქართველოდან ინკუბირებისთვის განკუთვნილი კვერცხის ექსპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა

საქართველოდან ინკუბირებისთვის განკუთვნილი კვერცხის ექსპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა. 2024 წლის იანვარ-ივლისში ქვეყნიდან ექსპორტზე 3.128 მლნ დოლარის ღირებულების 8.202 მლნ ერთეული კვერცხი გავიდა. ეს კი გასულ წელთან შედარებით 65.2%-ით მეტია, 2014 წელთან შედარებით კი (საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალზე აღნიშნული მონაცემი სწორედ ამ წლიდან იძებნება) 412.8%-ით. უფრო კონკრეტულად, 2014 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან გავიდა 610.04 ათასი დოლარის ღირებულების 1.753 […]

საფრანგეთში, სკოლებში, მობილური ტელეფონების შეტანას აკრძალავენ

საფრანგეთში, 2025 წლის იანვრიდან, დაწყებითი და საშუალო სკოლის მოსწავლეებს სკოლაში შესვლისას სმარტფონების კარადაში დატოვება მოუწევთ. ამის შესახებ განათლების მინისტრმა ნიკოლ ბელუბმა განაცხადა, იუწყება „ევროპესიკაია პრავდა“ Le Point-ზე დაყრდნობით. მინისტრმა აღნიშნა, რომ 2024 სასწავლო წლის დასაწყისიდან მობილური ტელეფონების შემოტანის აკრძალვის ექსპერიმენტი 200-მდე სკოლაში დაინერგება, 2025 წლის იანვრიდან კი შესაძლებელი იქნება ამ „ციფრული შესვენების“ გაგრძელება.

ჯონი ხეცურიანი – ჩვენ წარსულში უარი ვთქვით მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად აღიარებაზე და ავირჩიეთ მოდელი, რომელიც უნიკალურია – მე წინააღმდეგი ვარ, რომ რომელიმე რელიგიას მიენიჭოს ოფიციალური რელიგიის სტატუსი

ჩვენ [წარსულში] უარი ვთქვით მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად აღიარებაზე და ავირჩიეთ ის მოდელი, რომელიც დღეს საქართველოში მოქმედებს. ის ერთ-ერთი უნიკალურია,- ასე უპასუხა კონსტიტუციონალისტმა ჯონი ხეცურიანმა მედიის კითხვას, რომელიც ხელისუფლების მხრიდან მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შეთავაზებას ეხება. აღნიშნული განცხადება ჯონი ხეცურიანმა საპატრიარქოსთან გააკეთა და განმარტა, რომ ის მღვდელმთავრებთან შეხვედრას თავად საპატრიარქოს მიწვევით ესწრება, როგორც თავის დროზე კონსტიტუციური […]