ამ წუთის მონაცემებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის 233 ორგანიზაციას აქვს მომართული რეგისტრაციისთვის – იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი

ამ წუთის მონაცემებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის 233 ორგანიზაციას აქვს მომართული რეგისტრაციისთვის – იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ ტყეშელაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე სარჩელის განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაციისთვის, ამ დროისთვის, სულ 233-მა ორგანიზაციამ მიმართა. „ამ დრომდე, ამ […]
“ეკა ბესელიაზე გაცილებით მეტი ღირსება აქვს… მოგწონთ, თუ არა, მაინც აგიხსნით…” – წილოსანი პარლამენტის წარმომადგენლის დასაცავად

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი, რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის წარმომადგენლის გამოსვლასთან დაკავშირებით ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებებს “მდაბიო საქციელად” აფასებს და ამბობს: ცალ ფეხზე მდგომი ლაქიები გამჭვირვალობის წინააღმდეგ ზოგადად რომ დამარცხდნენ, ეს ფაქტია. გუშინდელ საკონსტიტუციო პროცესზე მათგან რაიმე ახალს ან საინტერესოს არც არავინ ელოდა… თუმცა, გუშინ თვალში მოსახვედრი იყო საჯარო მოხელე ქალზე კნინობითი პოსტები. რომ […]
ჰარისმა, პრეზიდენტობის კანდიდატის რანგში, პირველი ინტერვიუ მისცა ამერიკულ მედიას

ხუთშაბათს, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის რანგში ამერიკულ მედიას პირველი ინტერვიუ მისცა. CNN-თან ინტერვიუში ჰარისმა ყურადღება გაამახვილა იმ თეზისებზე, რომლებიც ერთი კვირის წინა დასრულებული, დემოკრატიული პარტიის კონვენციის დროს, საჯაროდ გააჟღერა. პირველ შეკითხვაზე, თუ რის გაკეთებას აპირებს პირველ დღეებში, თეთრ სახლში პრეზიდენტის რანგში,-ჰარისმა უპასუხა, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი იქნება საშუალო კლასის გაძლიერება და […]
ბექა ოდიშარია – მას შემდეგ, რაც მომავალ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას მოვიპოვებთ, ეკლესიის როლის გაძლიერებაზე დაიწყება ლეგიტიმური განხილვები – ახლა უბრალოდ პოზიციების მოსინჯვა ხდება

მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო უმრავლესობას მოვიპოვებთ მომავალ პარლამენტში, დაიწყება ლეგიტიმური განხილვები, ახლა უბრალოდ პოზიციების მოსინჯვა ხდება – გარწმუნებთ, გადაწყვეტილება, მიღებული იქნება მაღალი ჩართულობით, როგორც კათოლიკოს- პატრიარქის, წმინდა სინოდის, მღვდელმთავრების და მღვდელმსახურების, ისე ჩვენი მრევლის მხრიდან,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებს მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ ხელისუფლების წინადადებაზე კომენტირებისას განუცხადა. როგორც ოდიშარიამ განმარტა, […]
ზუგდიდის მერიამ ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები დააჯილდოვა

ზუგდიდის მერიამ ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები დააჯილდოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, ზუგდიდის მერიაში, 2023-2024 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება გაიმართა. მედალოსნებს სიგელები და საჩუქრები ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ, მოადგილეებთან ერთად გადასცა. 177 წარმატებული მოსწავლე დაჯილდოვდა, მათ შორის 134 ოქროსა და 43 ვერცხლის მედალოსანი. მამუკა წოწერიამ ახალგაზრდებს სიტყვით […]
სახელმწიფო თანადაფინანსებით ახალი პროგრამა – „ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“ იწყება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიცირებით, სოფლის განვითარების სააგენტომ სასათბურე მეურნეობის შექმნით დაინტერესებული პირებისთვის ახალი პროგრამა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, პროგრამა ხელს შეუწყობს სახელმწიფოს მხრიდან განსაზღვრული თანადაფინანსების გზით ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და სასათბურე მეურნეობების შექნის წახალისებას. მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის „ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“ ბიუჯეტი […]
პეტრე ცისკარიშვილი – ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანება დაპაუზებულია და ყველა ელოდება არჩევნებს, როცა ხალხმა, ჩვენმა ამომრჩეველმა უნდა თქვას საბოლოო სიტყვა, რა გვინდა – იზოლაცია და სიღატაკე თუ კეთილდღეობა და ევროპა

ფაქტია, რომ ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანება დაპაუზებულია და ყველა ელოდება 26 ოქტომბრის არჩევნებს, როცა ხალხმა, ჩვენმა ამომრჩეველმა, უნდა თქვას საბოლოო სიტყვა, რა გვინდა- იზოლაცია და სიღატაკე თუ კეთილდღეობა და ევროპა, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დასავლეთიდანაც არაერთხელ გაკეთდა განცხადებები საქართველოს საგარეო კურსის შეცვლის შესახებ. “ჟოზეფ ბორელის განცხადებამდე იყო […]
ქობულეთში მსუბუქი ავტომობილი დედა-შვილს შეეჯახა – გარდაცვლილია ქალი

ქობულეთში მსუბუქი ავტომობილი დედა-შვილს შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ქალი კლინიკაში შეყვანისას გარდაიცვალა, ხოლო მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, დედა-შვილი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.
აპარტამენტების კანონის მოწინააღმდეგე ე.წ. დეპუტატებს შესაძლოა რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვათ

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო დეპუტატებს, რომლებიც ე.წ. აპარტამენტების კანონის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, შესაძლოა რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვათ. როგორც ეხო კავკაზა წერს, ამის შესახებ ოპოზიციური ტელეგრამ არხები RESPUBLICA და “აფხაზური პორტალი” ავრცელებენ ინფორმაციას. ე.წ. პარლამენტმა გაიწვია ეს კანონპროექტი, რომელიც აღმოსავლეთ აფხაზეთში აპარტამენტების მშენებლობას ითვალისწინებდა. ტელეგრამარხების ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ აღნიშნული საკითხი რუსეთის პრემიერმინისტრის მოადგილესთან, […]
ეკა გიგაური, რევოლუციური სცენარის აგრესიული კამპანიის პროცესში ღიად ჩაერთო
ეკა გიგაური, რევოლუციური სცენარის აგრესიული კამპანიის პროცესში ღიად ჩაერთო, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, გიგაურმა ახალგაზრდები გააფრთხილა, რომ საპარლამენტო არჩევნებს „ქართული ოცნება“ მოიგებს და ოპოზიციურ პარტიებს გამარჯვების შანსი არ აქვთ, შესაბამისად, საჭიროა მზაობა, რათა არჩევნების მიმდინარეობისას, ასევე დასრულების შემდეგ საპროტესტო აქციების გამართონ. “ეკა გიგაური, რევოლუციური სცენარის აგრესიული […]