ჯოზეფ ბორელი – თუ უკრაინელებს ჩვენი მხარდაჭერა ექნებათ, მათ შეუძლიათ წარმატებით იბრძოლონ და კურსკის ოპერაცია ამის კარგი მაგალითია – განვიხილავთ, თუ როგორ გავზარდოთ ჩვენი სასწავლო მისია, მიზანი 60 000-მდე გაწვრთნილი ჯარისკაცია

უკრაინის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის ფარგლებში ჯარისკაცების წვრთნა მნიშვნელოვან როლს თამაშობს. განვიხილავთ, თუ როგორ გავზარდოთ ჩვენი სასწავლო მისია (EUMAM Ukraine). მიზანი გაწვრთნილი 60 000-მდე ჯარისკაცია, ჩვენ ამ მიზანს გავზრდით – რამდენით – ამას დღის ბოლოს გეტყვით, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრის წინ […]
გია ვოლსკი – სასამართლოში პარლამენტიდან კომპეტენტური ადამიანების ჯგუფია წარმოდგენილი, რომელიც სწორ პოზიციას იცავს – ვერ ვატყობთ, რომ მოსარჩელე მხარეს განხილვებში უპირატესობა ჰქონდეს

კომპეტენტური ადამიანების ჯგუფია, რომელიც სწორ პოზიციას იცავს და ამასთან დაკავშირებით არავის კითხვა არ უნდა ჰქონდეს, მითუმეტეს, ვერ ვატყობთ, რომ მოსარჩელე მხარეს განხილვებში მაინცდამაინც უპირატესობა ჰქონდეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რატომ არ მონაწილეობენ საკონსტიტუციო სასამართლოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის განხილვაში მმართველი გუნდის დეპუტატები. მისი თქმით, თუ […]
ეკა ბესელია სასამართლოს – მე არა ვარ ის, ვინც წესები არ იცის – თუ სასამართლოს სხდომაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილე იმისთვის მოიყვანეთ, რომ პარლამენტს დაეხმაროს, მაშინ პარლამენტის მხარეს გადასვით

მე არა ვარ ის, ვინც აქ წესები არ იცის – თუ სასამართლოს სხდომაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილე იმისთვის მოიყვანეთ, რომ პარლამენტს დაეხმაროს, მაშინ პარლამენტის მხარეს გადასვით! – ეს მოთხოვნა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პრეზიდენტის წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ დააყენა. ბესელიამ იუსტიციის მინისტრის მოადგილეს ბექა ძამაშვილს სიტყვა მეორედ მას შემდეგ შეაწყვეტინა, რაც ამ უკანასკნელმა გამოხატა საკუთარი პოზიცია, თუ რატომ […]
საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს ლისაბონში გაეცნენ

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ პორტუგალიაში, ლისაბონში საერთაშორისო ფორუმში m&i Lisbon 2024 მიიღო მონაწილეობა, – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, საქმიანი ტურიზმის სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფორუმზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი კომპანიები იყვნენ წარდგენილები. “ფორუმის ფარგლებში საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ 40-მდე შეხვედრა გამართა ბიზნეს […]
სოფო ჯაფარიძე – მოსამართლეებს ძალიან მარტივი არჩევანი აქვთ გასაკეთებელი: ირჩევენ ევროპულ მომავალს, თუ ისეთი ქვეყნების ალიანსს, როგორებიც არიან: რუსეთი, ბელარუსი, ვენესუელა

საკონსტიტუციო სასამართლოს არსებობის განმავლობაში ყველაზე რთულ დღეს მოსამართლეებს ძალიან მარტივი არჩევანი აქვთ გასაკეთებელი. ირჩევენ ევროპულ მომავალს, თუ ისეთი ქვეყნების ალიანსს, როგორებიც არიან: რუსეთი, ბელარუსი, ვენესუელა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი შეფასებით, ფონდი, რომელიც გაჭირვებულ ოჯახებს პროდუქტებით ეხმარებოდა, აღნიშნული […]
“როგორც კაპიტანი, თავს უფლებას ვაძლევ და გუნდის სახელით მოგმართავთ თხოვნით” – მერაბ გიგაური სტივ კინისადმი “ტორპედოს” ფანების პროტესტს ეხმაურება

ეროვნული ლიგის 22-ე ტურში “ტორპედოს” შინ გორის “დილასთან” 1:5 მარცხის შემდეგ ქუთაისელთა გულშემატკივრებმა პროტესტი გამოხატეს და “ტორპედოს” მთავარი მწვრთნელის, სტივ კინის გუნდიდან წასვლა მოითხოვეს. ქუთაისელთა გულშემატკივრებმა (“ჯუნგლებმა”) საკუთარ “ფეისბუქგვერდზე” განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნეს, რომ სანამ კინი “ტორპედოს” მთავარი მწვრთნელი იქნება, ისინი გუნდის მატჩებს არ დაესწრებიან. აღნიშნულ ვითარებას “ტორპედოს” კაპიტანი მერაბ გიგაური საკუთარი “ფეისბუქგვერდის” საშუალებით გამოეხმაურა […]
ვაშლიჯვარში ავარიული კორპუსის მშენებელს ბრალი წაუყენეს

ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება ვაშლიჯვარში ერთ-ერთი კორპუსის მშენებელს. პროკურატურის ინფორმაციით, არზაყან ემუხვარის ქუჩაზე, შპს „თორის“ კორპუსი 2019 წელს უხარისხოდ და კანონით დადგენილი წესების დარღვევით აშენდა. კორპუსიდან 52 ოჯახი 2024 წლის მაისის ბოლოს იმის გამო გაასახლეს, რომ მზიდ კედლებზე მოსახოებამ ბზარები შენიშნა. კორპუსი საცხოვრებლად უვარგისი იყო – მერიამ კი მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ხარჯით დაქირავებულ ბინებში გადაიყვანა. […]
წეროვანში სასწრაფო დახმარების ახალი შენობა გაიხსნა

მიხეილ სარჯველაძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში სასწრაფო დახმარების რაიონული სამსახურის ახალი შენობა გახსნა. ახალგორი-ქურთას 3 ბრიგადიანი ფილიალის 40 თანამშრომელი მუშაობას ახალ სამუშაო პირობებში გააგრძელებს. წეროვანის რაიონული სამსახურის ახალი შენობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული, რომელიც განახლებული ტექნიკითა და ინვენტარითაა აღჭურვილი. ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი. აღსანიშნავია ისიც, რომ […]
პრემიერ-მინისტრი Amidi Group-ის დამფუძნებელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Amidi Group-ის დამფუძნებელ საიდ ამიდს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და სხვადასხვა მიმართულებით ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს შეეხო. ხაზი გაესვა საქართველოს წამყვან პოზიციებს საერთაშორისო რეიტინგებში. შეხვედრაზე ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნის საკითხზე და ამ პროცესში Amidi Group-ის შესაძლო ჩართულობის შესახებ იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის […]
რეგიონში ჩვენ გვაქვს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, 2024 წლის ბოლოს სავარაუდოდ ორნიშნა ზრდა გვექნება, მიუხედავად აპრილ-მაისში საპროტესტო გამოსვლებისა და საერთაშორისო ზეწოლისა, შესაბამისად, წლიური ზრდა იქნება უფრო მაღალი ვიდრე ეს სსფ-ის პროგნოზია

რეგიონში ჩვენ გვაქვს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, 2024 წლის ბოლოს სავარაუდოდ ორნიშნა ზრდა გვექნება, მიუხედავად აპრილ-მაისში საპროტესტო გამოსვლებისა და საერთაშორისო ზეწოლისა, შესაბამისად, წლიური ზრდა იქნება უფრო მაღალი ვიდრე ეს სსფ-ის პროგნოზია 2024 წლის ივლისში საქართველოს ეროვნული პროდუქტის ზრდამ რეკორდულად მაღალი – 13.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი შვიდი თვის საშუალო წლიური ზრდის მაჩვენებელი მიუახლოვდა ორნიშნა ციფრს […]