„2 სექტემბერი არის ბოლო სამუშაო დღე, როდესაც ნებაყოფლობით შეიძლება წარმოადგინონ განცხადებები ორგანიზაციებმა“ – დავით დევიძე

„ორშაბათი, 2 სექტემბერი არის ბოლო სამუშაო დღე, როდესაც ნებაყოფლობით შეიძლება წარმოადგინონ განცხადებები ორგანიზაციებმა. საჯარო რეესტრი არ არის მოწოდებული ვინმე დააჯარიმოს. პირიქით, ჩვენ ვცდილობთ რომ მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან ეს პროცედურა და დავეხმაროთ ყველა ორგანიზაციას, ვინც ამის სურვილს გამოთქვამს“- ამის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე ისაუბრა. დავით დევიძის განმარტებით, საჯარო […]

უკრაინაში დასავლეთ ნილოსის ცხელებით 3 ადამიანი გარდაიცვალა

უკრაინაში დასავლეთ ნილოსის ცხელებით ინფიცირებული 17 ადამიანიდან 3 გარდაიცვალა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ცნობით, ზაფხულის დასაწყისიდან ამ დიაგნოზით კიევის წმინდა მიხაილის კლინიკურ საავადმყოფოში 17 პაციენტი მკურნალობდა. ექიმებმა სამი ინფიცირებულის გადარჩენა ცხელების მძიმე გართულების – მენინგოენცეფალიტის გამო ვერ შეძლეს. ინფექციონისტების განმარტებით, უკრაინაში დასავლეთ ნილოსის ცხელების ვირუსი კლასიფიცირებულია, როგორც განსაკუთრებით საშიში და […]

ბელგიური Jan De Nul NV-სთან ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურულ მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ხელშეკრულება ბელგიურ კომპანია Jan De Nul-თან (იან დე ნული) გაფორმდა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო კომპანიაა საზღვაო მიმართულებით. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ხელმოწერის ცერემონია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა. დოკუმენტს ხელი მოაწერა შპს “ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის” დირექტორმა ზურაბ სიჭინავამ, ხოლო კონსორციუმის მხრიდან Jan De […]

კრემლი არ ღელავს, რომ მონღოლეთში ვიზიტისას პუტინი შესაძლოა დააკავონ

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლება არ ღელავს, მონღოლეთში ვიზიტისად პუტინის შესაძლო დაკავების გამო. მონღოლეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას აღიარებს. სასამართლოსი, რომელმაც 2023 წლის მარტში პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ხუთშაბათს რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, 3 სექტემბერს მონღოლეთში პუტინის დაგეგმილი ვიზიტის შესახებ. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული უკრაინაში შეჭრისა […]

არაკვალიფიციურობასთან გვაქვს საქმე თუ დაგვიანებულ ანალიზთან, რომ გამჭვირვალობის კანონი არ არღვევს თანასწორობას?- ქარით მოტანილ სხვა არგუმენტებსაც მალე ქარი წაიღებს, განსხვავებით კონკრეტული ბრალდებისგან, რომელსაც ქარიც არ დასჭირდა და სიომ წაიღო

არაკვალიფიციურობასთან გვაქვს საქმე თუ დაგვიანებულ ანალიზთან, რომ გამჭვირვალობის კანონი არ არღვევს თანასწორობას?- ქარით მოტანილ სხვა არგუმენტებსაც მალე ქარი წაიღებს, განსხვავებით კონკრეტული ბრალდებისგან, რომელსაც ქარიც არ დასჭირდა და სიომ წაიღო პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული […]

მიხაილო პოდოლიაკი – უკრაინა „დრუჟბას“ გავლით რუსული ნავთობის ტრანზიტს შეაჩერებს

1-ელი იანვრიდან უკრაინის ტერიტორიაზე „დრუჟბას“ ნავთობსადენით რუსული ნავთობის ტრანზიტი შეწყდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. „გარდა გაზისა, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან მუშაობას „დრუჟბას“ ნავთობსადენიც შეწყვეტს“, – განაცხადა მან. პოდოლიაკის თქმით, ევროპის ზოგიერთი ქვეყანა – სლოვაკეთი, ჩეხეთი და უნგრეთი -რუსულ ნავთობს ამ ნავთობსადენით ღებულობს, მაგრამ ევროკავშირის რეზოლუციის თანახმად, ამ ქვეყნებმა […]

საჯარო რეესტრის უფროსი – შეიძლება დაგვჭირდეს პერსონალური და მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების გამოთხოვაც, თუ განზრახვაა მოგვატყუონ, ვერ შევასრულოთ ჩვენი ვალდებულება

საქმის შინაარსიდან გამომდინარე, ჩვენ შეიძლება დაგვჭირდეს და მეტწილად დაგვჭირდება პერსონალური და მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების გამოთხოვაც, თუ განზრახვაა მოგვატყუონ, ჩვენ ვერ შევასრულოთ კანონით დადგენილი ვალდებულება, – ასე უპასუხა საჯარო რეესტრის უფროსმა დავით დევიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, გიორგი კვერენჩხილაძის კითხვას, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონის ფარგლებში პერსონალური მონაცემების გაცემას ეხებოდა. საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც „უცხოური […]

ბექა ოდიშარია საკონსტიტუციო სარჩელზე – ქარით მოტანილ არგუმენტებს მალე ქარი წაიღებს

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. ბექა ოდიშარიას თქმით, მოსარჩელე მხარემ კონსტიტუციის მეთერთმეტე მუხლთან დაკავშირებით მოთხოვნა, რომელზეც ედავებოდნენ, სარჩელიდან თავად ამოიღო. ოდიშარიას განცხადებით, ისმის კითხვა, არაკვალიფიციურობასთან გვაქვს საქმე თუ, დაგვიანებულ ანალიზთან, რომ […]

სოფლის მეურნეობის სამინისტრო – ატმისა და ვაშლატამას მოსავლის ექსპორტი მზარდია

2024 წლის 1-ელი მაისიდან 2024 წლის 29 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოდან 22.3 ათასი ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 26.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ატმისა და ვაშლატამას მოცულობა 6%-ით გაიზარდა. „გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული […]

ვახტანგ მეგრელიშვილი – მღვდელმთავრების განცხადებები ცხადყოფს, რომ საკუთარი დამოუკიდებლობის დაკარგვა არ სურთ – ამ ეტაპზე ხელისუფლება იმდენად ძლიერი არაა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია თავისი კონტროლის ქვეშ უკრიტიკოდ გადმოიყვანოს

მღვდელმთავრების განცხადებები ცხადყოფს, რომ საკუთარი დამოუკიდებლობის დაკარგვა არ სურთ – ამ ეტაპზე ხელისუფლება იმდენად ძლიერი არაა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია თავისი კონტროლის ქვეშ უკრიტიკოდ გადმოიყვანოს,- ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების თაობაზე ხელისუფლების წინადადების კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პრობლემაა, “როდესაც სახელმწიფო და ეკლესია ერთმანეთს ერწყმება”. “სახელმწიფოს ისედაც ძალიან სერიოზული გავლენა ჰქონდა […]