„სირცხვილია“ რუსული კანონის რეესტრში დარეგისტრირდება

მოძრაობა „სირცხვილია“ რუსული კანონის შედეგად შექმნილ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრში“ დარეგისტრირდება. ამის შესახებ განცხადება მოძრაობამ თავის ფეისბუქ-გვერდზე გამოაქვეყნა. ამ გადაწყვეტილებას „სირცხვილიას“ წევრები იმითი ხსნიან, რომ: · ორგანიზაციას აქამდეც ეძახდნენ სხვადასხვა ეპითეტს, და ამის ფორმალურად გაფორმებას „დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან თუკი რამე ზიანი შეიძლებოდა მოეტანა ამ იარლიყებს, უკვე მოიტანა“; · „კანონის ახალი რედაქციით აგენტის სტატუსი […]
ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაური

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან მოხსნა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაური მიკოლა ოლეშჩუკი. განკარგულებაში არ არის მითითებული ამის მიზეზები. ზელენსკიმ გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც უკრაინის არმიამ დაადასტურა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია უკრაინაში F-16-ის ტიპის გამანადგურებლის ჩამოვარდნისა და მისი მფრინავის, ოლექსი მესის დაღუპვის შესახებ. თვითმფრინავი ჩამოვარდა, როგორც ცნობებიდან ჩანს, არა რუსეთის არმიის იერიშის შედეგად. კატასტროფის […]
„ივლისის თვე მთელი რიგი ეკონომიკური მაჩვენებლების თვალსაზრისით, რეკორდულია – ეკონომიკურმა ზრდამ 13%-ს მიაღწია“ – ირაკლი ნადარეიშვილი

„თამამად შეიძლება ითქვას, რომ ივლისის თვე მთელი რიგი ეკონომიკური მაჩვენებლების თვალსაზრისით, რეკორდულია. პირველ რიგში, ეს შეეხება ეკონომიკურ ზრდას, რომელმაც, 13% შეადგინა და ჯამურად იანვარ-ივლისის პერიოდში 9.7%-იანი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება, რაც ისევ გვაახლოებს ორნიშნა მაჩვენებელს“- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი ეკონომიკური ზრდის მიმდინარე ტენდენციებს აფასებს. როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ ივლისის თვეში, […]
რა შემთხვევაში აიღებს მთავრობა საგარეო სესხს 2027 წლამდე – ვალის მართვის სტრატეგია ცნობილია

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, „მთავრობის ვალის მართვის სტრატეგია 2024-2027“-ს აქვეყნებს. დოკუმენტი მოიცავს მთავრობის ვალის მართვის ძირითად მიმართულებებსა და მიზნებს 2024-2027 წლებისთვის. დოკუმენტის მიხედვით, სტრატეგიული მიზნის მისაღწევად სესხის აღება მოხდება შემდეგი ძირითადი პრინციპების დაცვით: საინვესტიციო სესხებისათვის: საინვესტიციო სესხების აღება მოხდება მხოლოდ დიდი და კომპლექსური პროექტებისთვის. ეს არის პროექტები, რომლის ფარგლებშიც სამუშაოების მაღალი სტანდარტით შესასრულებლად საჭიროა პროექტის […]
მოძრაობა „სირცხვილია“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა

მოძრაობა „სირცხვილია“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა. მოძრაობის წევრებმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელეს, სადაც განმარტავენ, თუ რატომ მიიღეს აღნიშნული გადაწყვეტილება. როგორც ისინი აღნიშნავენ, დარეგისტრირება გადაწყვიტეს იმიტომ, რომ არ გაუქმდეს ორგანიზაცია მოახლოებული არჩევნების წინ, არ დაკარგონ არსებული რესურსები, არ დაეკისროთ კანონით გათვალისწინებული ჯარიმა, რომელიც, მათივე განმარტებით, კოლოსალური ოდენობისაა და […]
გერმანიამ ავღანელების ჯგუფი სამშობლოში დააბრუნა

გერმანიამ 30 აგვისტოს, ავღანეთის მოქალაქეების ჯგუფის სამშობლოში დეპორტაცია მოახდინა. გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, შტეფენ ჰებეშტრაიტმა დაადასტურა, რომ კომპანია Qatar Airways-ის თვითმფრინავი, რომელშიც გერმანიაში მსჯავრდადებული 28 ავღანელი იმყოფებოდა, ლაიფციგი/ჰალეს აეროპორტიდან ქაბულის მიმართულებით გაფრინდა. ეს პირველად მოხდა, სამი წლის წინ რადიკალური ისლამისტური თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. სამშობლოში დეპორტირებული ავღანელები სასჯელს გერმანიის საპატიმროებში იხდიდნენ. დეპორტაცია ორი თვის განმავლობაში […]
მოძრაობა “სირცხვილია” „უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში“ დარეგისტრირდება

ვიდეოში, რომელიც მოძრაობის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა, “სირცხვილიას” წევრები გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრობენ და განმარტავენ, რომ ისინი ამ ფორმით გააგრძელებენ სამომავლო საქმიანობას. „სირცხვილიას“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მჟავანაძე ამბობს, რომ ვინაიდან კანონის ახალი რედაქციით “აგენტის” სტატუსი კანონში გათვალისწინებული არ არის, ამიტომ მისივე აზრით, რეგისტრაცია ან არრეგისტრაცია არ განაპირობებს აგენტის სტატუსს მიიღებს თუ არა ორგანიზაცია: “ეს უკვე დამოკიდებულია ხელისუფლების პროპაგანდაზე, […]
საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის განხილვა, სავარაუდოდ, ხვალ დასრულდება

საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა ხვალ, 31აგვისტოს, 11:00 საათზე გაგრძელდება. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ სხდომის დასრულებისას განაცხადა, ხვალინდელ სხდომაზე მოსამართლეები მხარეებს კითხვებს დაუსვამენ. ტურავას თქმით, სარჩელის განხილვა ხვალ დასრულდება. „ხვალ, 11:00 საათზე დაიწყება სხდომა. ჩვენ დაგვრჩა ეტაპი, რომელსაც ჰქვია მოსამართლეების მიერ მხარეებისთვის შეკითხვის დასმა ლინგვისტის […]
Ziraat Bank-მა რუსულ რუბლებში ოპერაციები შეწყვიტა

თურქული ბანკი Ziraat, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაშია და ქვეყანაში აქტივების მიხედვით პირველ ადგილზეა, რუსულ რუბლებში ოპერაციებს აჩერებს. ინფორმაციას “რია ნოვოსტი” ბანკის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. Ziraat-მა რუბლის ანგარიშების გახსნა ახსნა-განმარტების გარეშე შეწყვიტა და არსებული ანგარიშების მქონე კლიენტებს რუსული ვალუტის თურქულ ლირაში კონვერტირება შესთავაზა. მანამდე ბანკში რუბლის ტრანზაქციები ხელმისაწვდომი იყო კლიენტებისთვის, რომლებიც ბინადრობის ნებართვას ან თურქეთში მუშაობის ან […]
საკონსტიტუციო სასამართლოში ხმაური იყო

საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საჩივარი განიხილება, ცოტა ხნის წინ მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის წერილი წაიკითხა, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კონფლიქტის ზონაში მყოფ პირებს უწევს დახმარებას. წერილში აღნიშნული იყო, რომ მისი ორგანიზაცია ვერ მოახერხებს დარეგისტრირებას, რადგან იმ პირებს, […]