ირანის პოლიცია: თანამშრომლებმა დაკავებულის შესაძლო წამების გამო სიკვდილის დროს “სიბრაზე” ვერ გააკონტროლეს

ირანის პოლიციის ხელმძღვანელობამ 30 აგვისტოს განაცხადა, რომ მისმა თანამშრომლებმა გამოავლინეს “სიბრაზის კონტროლის ნაკლებობა” დაკავებული პირის მიმართ მოპყრობისას, რომელიც ჩრდილოეთ გილანის პროვინციაში საპატიმროში გარდაიცვალა ამ კვირის დასაწყისში. ადამიანის უფლებადამცველი ჯგუფი Hengaw-ი იტყობინება, რომ მოჰამად მირმუსავი პოლიციამ სასტიკად სცემა ქალაქ ლანგარუდში, 24 აგვისტოს მისი დაკავების შემდეგ. 36 წლის კაცი, რომელიც ქუჩის ჩხუბის გამო დააკაეს, სამი დღის შემდეგ […]

როგორ შეაფასეს მიქაუტაძის თამაში “სტრასბურგთან” მატჩში?

“სტრასბურგთან” ლიგა 1-ის მესამე ტურის მოგებულ მატჩში (4:3) “ლიონის” თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე აქტიური იყო, მაგრამ რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენა და მე-60 წუთზე შეცვალეს. მისი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: lashscore 7.4, sofascore 7.1, whoscored 6.7. “ლიონმა” ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა და 14 სექტემბერს სტუმრად “ლანსს” შეხვდება.

მიქაუტაძის გამოუყენებელი მომენტები და “ლიონის” საოცარი ქამბექი

ლიგა 1-ის მესამე ტურში „ლიონმა“ საკუთარ მოედანზე „სტრასბურგი“ 4:3 დაამარცხა. თამაში ძალიან ლამაზი სანახავი გამოვიდა. სტუმრები დებიუტში სწრაფი კონტრიერიშისას დაწინაურდნენ – მატას შეცდომის შედეგად პერის კარი ნანასიმ დალაშქრა. მასპინძლებმა დიდი ძალებით შეუტიეს, რომელთა რიგებში მიქაუტაძე აქტიურობდა. მან სამჯერ ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა პარტნიორები, შემდეგ კი დუემ წააქცია და ყვითელი ბარათი მიიღო. „სტრასბურგს“ მალე ანგარიშის გაზრდა შეეძლო, […]

ოფიციალურად – “ნაპოლიმ” შოტლანდიის ნაკრების ნახევარმცველი შეიძინა

27 წლის შოტლანდიელი ნახევარმცველი სკოტ მაკტომინეი “მანჩესტერიდან” “ნაპოლიში” გადავიდა. ნეაპოლურმა კლუბმა მაკტომინეი 30.5 მილიონ ევროდ შეიძინა, ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმა და სეზონურ გასამრჯელოდ 3 მილიონი დაუნიშნა. “მანჩესტერი” მისი შემდგომი ტრანსფერიდან 10%-ს მიიღებს. მაკტომინეის “იუნაიტედში” 178 მატჩში 19 გოლი აქვს გატანილი, შოტლანდიის ნაკრებში კი 52 შეხვედრაში 9 გოლი. ნეაპოლური მედიის ვარაუდით, ის დღეს “პარმასთან” დაპირისპირებაში შეცვლაზე შევა.

“მეორეს მხრივ, ისეთი ხალხი წერს სირცხვილიაო რომ თითქოს მე მაქვს გადაყიდული ქვეყანა რამდენჯერმე” – გრიგალაშვილი

მოკლედ, გვაგიჟებენ ორი თვეც გავძლოთ მეორეს მხრივ, ისეთი ხალხი წერს სირცხვილიაო რომ თითქოს მე მაქვს გადაყიდული ქვეყანა რამდენჯერმე.

“პოლიტიკოსებს უნდა მოვთხოვოთ გარანტია, რომ არჩევნების მერე “სირცხვილიასავით” არ გაიყიდებიან” – ბატიაშვილი

ანალიტიკოსი,.ზურაბ ბატიაშვილი: იმას, რაც “სირცხვილიასთან” დაკავშირებით მოხდა და მერე ამის აფიშირებას (ვიდეოს ჩაწერას) ერთადერთი მიზანი აქვს – საზოგადოებაში დათესონ ნიჰილიზმი, რომ ყველა იყიდება, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, რომ შემდეგში პოლიტიკოსებსაც მოისყიდიან და ა.შ. რა თქმა უნდა, მათ უამრავი ფული, კომპტომატი და ა.შ. აქვთ პოლიტიკოსთა გადაბირებისთვისაც. ჩვენ, მოქალაქეებმა, რა თქმა უნდა, ფარ-ხმალი არ უნდა დავყაროთ, […]

საქართველო ინფლაციის დონით მსოფლიოში 131-ე ადგილზეა

Trading Economics-ის მონაცემებით, ინფლაციის დონით საქართველო მსოფლიოში 131-ე ადგილზეა. Trading Economics-ის 2024 წლის ივლისის მონაცემებით, ბოლო ერთ წელიწადში საქართველოში ინფლაციის დონემ 1.8% შეადგინა. ეს რიცხვი ემთხვევა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მაჩვენებელს. 1.8%-იანი წლიური (12 თვის) ინფლაციის დონით საქართველოს მსოფლიოში 131-ე ადგილზეა 164 ქვეყანას შორის, ანუ უფრო მაღალი ინფლაცია 130 ქვეყანაშია, ხოლო 33 ქვეყანაში […]

ჯეიმს ვებმა ექვსი მოხეტიალე პლანეტა აღმოაჩინა

პლანეტები დედავარსკვლავის მკაცრ „ხელში“ მყოფ შვილებად მიგვაჩნია, რომლებიც მის გარეშე ვერსად წავლენ. თუმცა, კოსმოსი ფრიად უცნაური რამ არის. ობიექტები ყოველთვის არ იცავენ იმ წესებს, რომლებსაც ჩვენი აზრით, იძულებით უნდა მისდევდნენ. ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის გამოყენებით, ასტრონომებმა ექვსი მოხეტიალე, პლანეტის ზომის ობიექტი დააფიქსირეს, რომლებიც არცერთ ვარსკვლავთან არ არიან მიბმული და თავისუფლად დანავარდობენ ვარსკვლავთშორის სივრცეში, პერსევსის თანავარსკვლავედის […]

რა საკითხებზე ესაუბრა პრემიერ-მინისტრი აღმოსავლეთ კარიბის ქვეყნების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს?

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აღმოსავლეთ კარიბის ქვეყნების ორგანიზაციის (OECS) წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. “შეხვედრისას ირაკლი კობახიძემ საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მათი ქვეყნების მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს რეზოლუციის მხარდაჭერისთვის მადლობა […]

მოძრაობა “სირცხვილია” „უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში“ დარეგისტრირდება

მოძრაობა „სირცხვილია“ ფეისბუქ-გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ დარეგისტრირდებიან „უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში“. როგორც „სირცხვილიას“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მჟავანაძე ამბობს, კანონის ახალი რედაქციით “აგენტის” სტატუსი კანონში გათვალისწინებული არ არის, ამიტომ თვითონ რეგისტრაცია ან არ-რეგისტრაცია არ განაპირობებს აგენტის სტატუს მიიღებს თუ არა ორგანიზაცია. „რეგისტრაცია გადაწყვიტეთ, იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ ის მიზნები, რაც დასახული […]