„უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება და ის არ სრულდება საზღვარზე“, – სტოლტენბერგი კურსკის ოპერაციაზე

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინის შეჭრა კურსკში, რუსეთის ტერიტორიაზე, კანონიერია და ექცევა კიევის თავდაცვის უფლების ჩარჩოებში. ამის შესახებ მან გერმანულ Welt am Sonntag-ის ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა. როიტერსის ცნობით, ეს არის იენს სტოლტენბერგის პირველი კომენტარი კურსკში უკრაინის შეჭრის შესახებ: „უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება და საერთაშორისო კანონმდებლობის თანახმად, ეს უფლება არ სრულდება საზღვარზე“, – ამბობს […]
97-მდე გაიზარდა ხარკოვზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი. დაღუპულია – 7

97-მდე გაიზარდა 30 აგვისტოს რუსეთის მიერ ხარკოვზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი. დაშავებულთა შორის 22 არასრულწლოვანია. ინფორმაციას ტელეგრამ-არხზე ავრცელებს სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეჰ სინეგუბოვი. თავდასხმის შედეგად დაღუპულია 7 ადამიანი. სინეგუბოვის ინფორმაციით, ხუთი ავიაიერიში მეზობელი ბელგოროდის ოლქიდან განხორციელდა. ბომბები სამ რაიონში, ხუთ ტერიტორიაზე ჩამოვარდა. დაღუპულთა შორისაა 14 წლის გოგო. დაბომბვის შედეგად ნაწილობრივ დაინგრა და ხანძარი გაუჩნდა 12-სართულიან […]
დე ლაურენტისის ტრაგიკომედია – აზარტში შესულ აურელიოს ოსიმენი ხელში შერჩა და 138+ მილიონი იზარალა

“ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მწვრთნელს, ანტონიო კონტეს ყველა სატრანსფერო მოთხოვნა დაუკმაყოფილა, მხოლოდ ბოლო ორ დღეში მისი პირადი შეკვეთით სამი ფეხბურთელი შეიძინა: რომელუ ლუკაკუ (ჩელსი, 35 მილიონი), სკოტ მაკტომინეი (მანჩესტერი, 30.5 მლნ) და ბილი გილმორი (ბრაიტონი, 14 მილნ). “კალიარიში” გამოსყიდვის სავალდებულო პირობით ჯანლუკა გაეტანო გაუშვა. ამ დროს ვიქტორ ოსიმენი არც პსჟ-მ იყიდა, არც “ჩელსიმ”, არც […]
ეკონომიკა ტრამპისა და ჰარისის კამპანიის მნიშვნელოვანი თემაა

ორივე საპრეზიდენტო კანდიდატის – კამალა ჰარისის და დონალდ ტრამპის დაპირებებში არის ინფლაციისა და ფედერალური გადასახადების შემცირება, ზოგიერთი შემოსავლის დაბეგვრის გაუქმება და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ეს იდეა საზოგადოებაში პოპულარულია, ექსპერტების აზრით, მათი განხორციელება ადვილი არ იქნება.
ქვილითაია შეცვლაზე შევიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა [VIDEO]

კვიპროსის ჩემპიონატის მეორე ტურში თავი “არისის” თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ გამოიჩინა. ქვილითაია ნიქოზიის “ომონიასთან” მატჩის 33-ე წუთზე ტრავმირებული ალექსანდრ კოკორინის ნაცვლად შევიდა შეცვლაზე და 77-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა – 1:0. მან თავის ახალ გუნდში პირველად გაიტანა. “არისი” 6 ქულით ლიდერია და 14 სექტემბერს არადიპუში” გიორგი ლორიას “ომონიას” დაუპირისპირდება.
თინა ბოკუჩავა – არ არის პირველი შემთხვევა, როცა კერპთაყვანისმცემელი ბიძინა ივანიშვილი მართლმადიდებლობის საარჩევნო პროპაგანდად გამოყენებას ცდილობს – ხალხი ხედავს, რა დგას მისი „ტრიუკების“ უკან

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კერპთაყვანისმცემელი ბიძინა ივანიშვილი მართლმადიდებლობის საარჩევნო პროპაგანდად გამოყენებას ცდილობს – ხედავენ, რა დგას მისი „ტრიუკების“ უკან,- ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სარწმუნოების საარჩევნო პროპაგანდად გამოყენებას ცდილობს. „ჩემთვის მნიშვნელოვანია თვითონ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიცია. რა პოზიციაც მოვისმინეთ, ეს […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6911 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6911 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6911 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6920 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9809 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9865 ლარს შეადგენდა. […]
თამარ ტყეშელაშვილი – ქართული არასამთავრობო რომ დააბრალებს ცხინვალის დაბომბვას, ეს არის წითელი ხაზი

ქალბატონო ანა, ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყანას გვაქვს თუ არა უფლება, ვიცოდეთ, ვინ საიდან ფინანსდება?!– ასე მიმართა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ ტყეშელაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირების დროს „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ანა ნაცვლიშვილს, დასმული კითხვის პასუხად, რომელიც შეეხებოდა კანონის გავლენას მშვიდობის აღდგენის პროცესზე. „ვთქვათ პირდაპირ, „საიას” სარჩელი იყო, ქართული არასამთავრობო რომ დააბრალებს ცხინვალის დაბომბვას, […]
მიქაუტაძის გამოუყენებელი მომენტები და “ლიონის” საოცარი ქამბექი [VIDEO]

ლიგა 1-ის მესამე ტურში „ლიონმა“ საკუთარ მოედანზე „სტრასბურგი“ 4:3 დაამარცხა. თამაში ძალიან ლამაზი სანახავი გამოვიდა. სტუმრები დებიუტში სწრაფი კონტრიერიშისას დაწინაურდნენ – მატას შეცდომის შედეგად პერის კარი ნანასიმ დალაშქრა. მასპინძლებმა დიდი ძალებით შეუტიეს, რომელთა რიგებში მიქაუტაძე აქტიურობდა. მან სამჯერ ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა პარტნიორები, შემდეგ კი დუემ წააქცია და ყვითელი ბარათი მიიღო. „სტრასბურგს“ მალე ანგარიშის გაზრდა შეეძლო, […]
მედია: ვენესუელამ რუსეთს გადასცა ორი კოლუმბიელი, რომლებიც უკრაინის მხარეს იბრძოდნენ

30 აგვისტოს რუსეთის უშიშროების სამსახურმა, (FSB) გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავა კოლუმბიის ორი მოქალაქე, რომლებიც, დაზვერვის სამსახურის ცნობით, დაქირავებულ მეომრებად მონაწილეობდნენ საომარ მოქმედებებში უკრაინის მხარეს. კოლუმბიური გაზეთის El Tiempo-ს ცნობით, ორივე კოლუმბიელი დააკავეს ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში და ექსტრადირებული იქნა რუსეთში. ერთ-ერთი დაკავებულის დამ El Tiempo-ს განუცხადა, რომ მათ მიიპყრეს ვენესუელის პოლიციის ყურადღება, რადგან უკრაინული არმიის ფორმა […]