ელენე ხოშტარია – დარწმუნებული ვარ, რომ აბაშა თავის ისტორიულ სათქმელს კიდევ ერთხელ იტყვის!

დარწმუნებული ვარ, რომ აბაშა თავის ისტორიულ სათქმელს კიდევ ერთხელ იტყვის! – ასე მიმართა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ აბაშაში შეკრებილ საზოგადოებას. მისივე თქმით, დამოუკიდებელი, თავისუფალი, ევროპული, წარმატებული საქართველო, დღეს ისევ ხელოვნურად გამოწვევის წინაშე დააყენეს. „მინდა, განსაკუთრებული სიტყვა გითხრათ, იმ თვალსაზრისით, რომ თუ სადმე ჩემი ოჯახისთვის ისტორიულობა, არჩევნების, ევროპისთვის ბრძოლის, თავისუფლებისთვის ბრძოლის, დასავლეთისთვის ბრძოლის იგრძნობა […]
აზერბაიჯანში არჩევნებს “ოცნების” დეპუტატები აკვირდებიან

აზერბაიჯანში მილი მეჯლისის (პარლამენტის) ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელსაც “ქართული ოცნების“ დეპუტატები, სავალან მირზოევი, ირაკლი ქადაგიშვილი და ზაურ დარგალი აკვირდებიან. კენჭისყრა დილის 08:00 საათზე დაიწყო და 19:00 საათზე დასრულდება. პოტენციური ამომრჩევლების საერთო რაოდენობა 6 421 960-ია. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად მილი მეჯლისის 125 წევრი უნდა აირჩიონ. ამჟამად 125-დან 69 ადგილი ილჰამ ალიევის პარტიას აქვს, დანარჩენი […]
ამსტერდამის აეროპორტი €6-მილიარდიან ინვესტიციას განახორციელებს

ნიდერლანდებში, ამსტედრამის “შიპოლის” აეროპორტი, რომელიც ევროპის ერთ-ერთ უმთავრეს საავიაციო ჰაბად ითვლება, 2029 წლამდე €6-მილიარდიან ინვესტიციას განახორციელებს, რაც აეროპორტის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური პროექტი იქნება. აღნიშნული ინვესტიცია 2024-2027 წლებში დაგეგმილი პროექტის გაგრძელებაა. ოფიციალური განცხადების თანახმად, თავდაპირველად გამოყოფილი €3-მილიარდიანი ინვესტიციის შემდეგ, აეროპორტის განახლებისა და მშენებლობის პროცესი კვლავ გაგრძელდება. “ჩვენი ინფრასტრუქტურა ჩვენი მომსახურების საძირკველია, თუმცა ის ძალიანაა დაშორებული იმ […]
საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების საკითხი კიდევ ერთხელ გახდა უსაფუძვლო ბრალდებების და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის საფუძველი

საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების საკითხი კიდევ ერთხელ გახდა უსაფუძვლო ბრალდებების და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის საფუძველი. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრები კანონმდებლობის სრული დაცვით, სამართლიანად და გამჭვირვალედ აირჩია, კეთდება მანიპულაციური განცხადებები, თითქოს ახალარჩეული წევრები პოლიტიკურად მიკერძოებულები არიან და ისინი არ იქნებიან საკუთარი საქმიანობის პროცესში ობიექტურები. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ საოლქო […]
აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

აზერბაიჯანში საპარლამენტო არჩევნები ტარდება, პირველად მას შემდეგ, რაც ბაქომ მთიანი ყარაბაღის მთელ ტერიტორიაზე კონტროლი დაიბრუნა. გასულ შემოდგომაზე რეგიონის სომეხი მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ, 100 000-ზე მეტმა ადამიანმა, დატოვა ანკლავის ტერიტორია. არჩევნები ვადაზე ადრე ტარდება. პრეზიდენტ ილჰამ ალიევის პარტია ”ახალ აზერბაიჯანსა“ და მისი მოკავშირეებს დამაჯერებელ გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ. აზერბაიჯანის ოპოზიციური სახალხო ფრონტი არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და აცხადებს, რომ […]
შვედეთის სიდიდით მეორე ქალაქი გეგმავს სიჩქარის შეზღუდვას საათში 30 კილომეტრამდე

შვედეთის სიდიდით მეორე ქალაქში, გოტებორგში, მანქანების სიჩქარე საათში 30 კილომეტრამდე შეზღუდვას აპირებენ. ვარაუდობენ, რომ შეზღუდვა იმუშავებს ქალაქის ყველა ქუჩაზე. ექსპერიმენტის სახით რამდენიმე ქუჩაზე უკვე დამონტაჟდა სიჩქარის შეზღუდვის ნიშნები. ინიციატივა ადგილობრივ პარლამენტში განიხილება. სიჩქარის შეზღუდვის დაწესების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება სავარაუდოდ შემოდგომაზე იქნება მიღებული. მსგავსი შეზღუდვები უკვე ამოქმედდა ევროპის ბევრ დედაქალაქში – მაგალითად, ამსტერდამში, სოფიაში, პარიზსა და […]
ფიქრია ჩიხრაძე – მზად ვართ, ყველა ტიპის ცვლილებას მხარი დავუჭიროთ, რომელიც მოემსახურება საქართველოს ეკლესიის განმტკიცებას, მისი როლის უპირატესად წარმოჩენას – ნუ ველოდებით არჩევნებს, ინიცირება ახლავე მოხდეს და ყველამ გამოხატოს პოზიცია

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრის, ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, არც ეკლესიის თემა და ზოგადად, არც საკონსტიტუციო ცვლილებები ერთი პოლიტიკური ძალის ფარგლებში არ შეიძლება ხდებოდეს. მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას უნდა განუმარტოს რა ტიპის ცვლილებას აპირებენ, რათა ყველამ გამოხატოს პოზიცია. ჩიხრაძის თქმით, ყველა ტიპის ცვლილებას, რომელიც მოემსახურება საქართველოს ეკლესიის განმტკიცებას, მისი როლის უპირატესად წარმოჩენას, მათი კოალიცია მხარს დაუჭერს. […]
“მისი შეჩერება იარაღითაც შეუძლებელია” – გვარდიოლამ ჰოლანზე ისაუბრა

პრემიერლიგის მესამე ტურში “მანჩესტერ სიტიმ” ვესთ ჰემი” ერლინ ჰოლანის ჰეთ თრიქით 3:1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ “ქალაქელების” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ჟურნალისტებთან ნორვეგიელი ფორვარდის შესახებ ისაუბრა. “ჰოლანს დიდი პროგრესი აქვს, ყველა ასპექტში უკეთ გამოიყურება, ვიდრე გასულ სეზონში. ყოველი ვარჯიშის შემდეგ 20-30 წუთით რჩება და ზოგიერთი ასპექტის გასაუმჯობესებლად მუშაობას აგრძელებს. ის შეუჩერებელია, მისი თამაშიდან გათიშვა არცერთ მცველს […]
რა საფრთხეა გზებზე ელექტროსკუტერები და სქროლები – როგორია ქართული და საერთაშორისო პრაქტიკა

სქროლები, მოპედები და სხვა მცირე ზომის გადაადგილების საშუალებები საგზაო მოძრაობას სერიოზულ საფრთხეს უქმნიან. იქიდან გამომდინარე, რომ ისინი არანაირ რეგულაციას არ ემორჩილებიან, მსგავსი ტრანსპორტი ქაოსურად მომრავლდა და ხშირად ავტოსატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი ხდება, რასაც ავარიების სტატისტიკაც ადასტურებს. მსოფლიოში დიდ ქალაქებში უკვე დაიწყებს ამ სახის ტრანსპორტის შეზღუდვა. მოქნილობისა და სწარფი გადაადგილებისთვის მომხმარებლებისთვის სქროლები საუკეთესო საშუალებაა, თუმცა არის შემთხვევები, […]
პორტუგალიელებს შეიძლება სანაპიროზე ძაღლების წაყვანის უფლება მიეცეთ

პორტუგალიის მაცხოვრებლებმა მალე შეიძლება პლაჟებზე თავიანთ ძაღლებთან ერთად დაისვენონ. ამჟამად ბევრ პორტუგალიურ პლაჟზე მოქალაქეებისთვის ძაღლების გაყვანა დაშვებული არ არის. ზოლზე ძაღლის უკანონო გაყვანა 2,5 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმით ისჯება. ერთ-ერთი საპარლამენტო პარტია სიტუაციის შეცვლას აპირებს. დეპუტატები აღნიშნავენ, რომ პორტუგალიელი შინამეურნეობების 56%-ს ჰყავს მინიმუმ ერთი შინაური ცხოველი. ეს ნიშნავს, რომ ადამიანსა და შინაურ ცხოველს შორის მეგობრობა […]