როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში?

უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის […]
ჰეპატიტების პროგრამის ფარგლებში, სილამაზის, ტატუს და პირსინგის სალონები გაკონტროლდება

სილამაზის, ტატუს და პირსინგის სალონებში, აკუპუნქტურის კლინიკებსა და სხვა არასამედიცინო დაწესებულებებში ინფექციების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, კონტროლი გამკაცრდება. ამის შესახებ საქართველოს 2023-2025 წლების ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის ეროვნულ სტრატეგიაშია ნათქვამი. განმახორციელებელ ორგანოდ ჯანდაცვის სამინისტროა მითითებული. „არასამედიცინო დაწესებულებებში (მაგ.: სილამაზის, ტატუს და პირსინგის სალონები, აკუპუნქტურის კლინიკები და სხვა) ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სისტემის მხარდაჭერისა და მუდმივი მონიტორინგის […]
ბოკუჩავა: არჩევანი მარტივია – კეთილდღეობა ევროპაში ან სიღატაკე იზოლაციაში

“კეთილდღეობა ევროპაში თუ სიღატაკე იზოლაციაში”- კოალიცია ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა თინა ბოკუჩავამ და გიორგი ვაშაძემ საარჩევნო ხედვა წარადგინეს. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას თქმით, მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საპენსიო სესხებზე, სკოლებში ბავშვთა უფასო კვებასა და ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნაზე იმუშავებენ. “ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ჩვენს კოალიციურ პარტნიორებთან ვიმუშავებთ იმისთვის, რომ გაუქმდეს საპენსიო სესხები, სკოლებში იყოს ბავშვთა […]
,,ოცნება” რა ღვთისპირისგან გადავადნილია ვიცით, მაგრამ რით განსხვავდება მისგან ეს ე.წ. ოპოზიცია?!“ – გიორგი გუგავა

ლეიბორისტი გიორგი გუგავა სოციალურ ქსელში წერს: ,,ოცნება” რა ღვთისპირისგან გადავადნილია ვიცით, მაგრამ რით განსხვავდება მისგან ეს ე.წ. ოპოზიცია?! რომელთა დაფინანსებუ-კონტროლირებად ტელევიზიებმა საარჩევნოდ ტოტალურ ბლოკადაში მოაქციეს ლეიბორისტული პარტია და არათუ მიწვევა, ჩვენი ხსენებაც კი აკრძალული აქვთ. ეს შეთქმულებაა არამხოლოდ ჩვენს მიმართ, არამედ ქვეყნის წინააღმდეგ, რადგან გადაწყვეტილი აქვთ გაყალბებული არჩევნების “გაპრავება”, როგორც ეს 2020 არჩევნების შემდგომ გააკეთეს […]
პუტინი მონღოლეთში ჩავიდა

ვლადიმერ პუტინი მონღოლეთში ჩავიდა – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს. მონღოლეთი რომის სტატუსის წევრია (ICC), რაც იმას ნიშავს, რომ ქვეყანა ვალდებულია, მის ტერიტორიაზე მყოფი ყველა ეჭვმიტანილი დააპატიმროს და სასამართლოს გადასცეს.
კიევი უშუქო ზამთრისთვის ემზადება

მზის პანელები, დასატენი სადგურები, გენერატორები – ეს უკრაინელების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. რუსეთთან ომში მყოფი ქვეყანა კიდევ ერთი ზამთრისთვის მზადებას ზაფხულშივე იწყებს. უკრაინელებმა იციან, რომ რუსეთის უმთავრესი სამიზნე, აცივებასთან ერთად, კვლავ ენერგოინფრასტრუქტურა გახდება.
“გმირთა თასის” მფლობელი კვლავ “ფეოლაა”

ტრადიცია არც წელს დაირღვა და ნიუ-ჯერსიში “გმირთა თასის” საფეხბურთო ტურნირი გაიმართა. გამარჯვებული კვლავ გუნდი “ფეოლაა”, რომელიც თასის შენარჩუნებას მომდევნო წელსაც გეგმავს. საფეხბურთო ტურნირს წელს საპატიო სტუმრები ჰყავდა, გიორგი ანწუხელიძის შვილი ლევანი და გურამ გაბესკირიას შვილი ეკატერინე.
თინა ბოკუჩავა – ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, კოალიციურ პარტნიორებთან ვიმუშავებთ იმისთვის, რომ გაუქმდეს საპენსიო სესხები, სკოლებში იყოს ბავშვთა უფასო კვება, შეიქმნება მიხეილ სააკაშვილის მილიარდიანი ფონდი

ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ჩვენს კოალიციურ პარტნიორებთან ვიმუშავებთ იმისთვის, რომ გაუქმდეს საპენსიო სესხები, სკოლებში იყოს ბავშვთა უფასო კვება, შეიქმნება მიხეილ სააკაშვილის ერთ მილიარდიანი ფონდი, რომელიც დააბრუნებს ქართველ დედებს და ბებიებს ქვეყანაში, შეიქმნება ღირსეული სამუშაო ადგილები, – განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ თინა ბოკუჩავას განცხადებით, დარწმუნებულია, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი აირჩევს ევროპულ კეთილდღეობას და უარს […]
ჩვეულებრივი ვაჭრობა მიდის, საპატრიარქო „ქართულ ოცნებას“ ალბათ ეტყვის, არ გაგაკრიტიკებთ, სამაგიეროდ, მოგვეცით 20 ჰექტარი მიწა იქ და 15 ჰექტარი იქ… – ზურაბ ჯაფარიძე

ჩვეულებრივი ვაჭრობა მიდის, საპატრიარქო „ქართულ ოცნებას“ ალბათ ეტყვის, არ გაგაკრიტიკებთ, სამაგიეროდ, მოგვეცით 20 ჰექტარი მიწა იქ და 15 ჰექტარი იქ… – ზურაბ ჯაფარიძე კონსტიტუციაში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებული ისტორიული როლი ისედაც არის დაფიქსირებული, ახალი რა უნდა ჩაწერონ, არ ვიცი, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ეკლესიის […]
ვლადიმერ პუტინი მონღოლეთში ჩავიდა

ვლადიმერ პუტინი მონღოლეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს. მონღოლეთში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მონღოლეთის პრეზიდენტს, უხნააგიინ ხურელსუხს შეხვდება და რამდენიმე ოფიციალურ დოკუმენტს ხელს მოაწერს. ცნობისთვის, მონღოლეთი რომის წესდების მხარეა, ჰააგის სასამართლოს კი ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მონღოლეთს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს […]