GITA – თან პარტნიორობით, ProdAct Community-ის ორგანიზებით, ტექნოლოგიური კონფერენცია ჩატარდება

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით, ProdAct Community-ის ორგანიზებით, 8 სექტემბერს, Radisson Blu Iveria-ში ტექნოლოგიური კონფერენცია ჩატარდება, რომელიც 450-მდე სტუმარს უმასპინძლებს. კონფერენცია ძირითადად ფოკუსირებული იქნება ციფრული პროდუქტებისა და მათი მენეჯმენტის, როგორც ახლო, ასევე შორეული მომავლის ტენდენციებზე. ღონისძიების მიზანია, მონაწილეებმა მიიღონ ცოდნა და გაეცნონ სტრატეგიებს, რომლებიც საჭიროა მუდმივად განვითარებად ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ნავიგაციისთვის. კონფერენცია ორიენტირებული იქნება შემდეგ თემებზე: […]

II კვარტალში ბიზნესის ბრუნვა ₾53.6 მლრდ-მდე გაიზარდა

2024 წლის II კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა და 53.6 მილიარდი ლარი შეადგინა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საწარმოთა საქმიანობის შედეგების მიხედვით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2024 წლის II კვარტალში მისი მოცულობა 20.5 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.5%-ით მეტია. ამ პერიოდში ბიზნეს […]

„კასპერსკის ლაბორატორიამ“ Windows-ში ციფრული კრიმინალისტიკის პროგრამა გამოუშვა

კასპერსკის ლაბორატორიის“ ონლაინ სასწავლო პორტფოლიოში გამოჩნდა ახალი პროგრამა ინფორმაციული უსაფრთხოების ექსპერტებისთვის (Kaspersky Expert Training) – Windows Digital Forensics (“Digital forensics in Windows”). მისი დახმარებით თქვენ შეგიძლიათ გააუმჯობესოთ თქვენი ცოდნა ციფრული მტკიცებულებების გამოვლენის, დამუშავებისა და ანალიზის საქმეში. ეს შესაფერისია როგორც ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ცდილობენ გააუმჯობესონ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფების უნარები, ასევე ინდივიდუალური ინფორმაციული უსაფრთხოების ექსპერტებისთვის, რომლებსაც სურთ თავიანთი […]

ბიზნესში საშუალო ხელფასი ₾2 105-მდე გაიზარდა – რომელი დარგები ასაქმებენ ყველაზე მეტ ადამიანს?

2024 წლის II კვარტალში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 769.9 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4.4%-ით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.6% ქალი იყო, ხოლო 56.4% – კაცი. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 43.6% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 20% – საშუალოზე, ხოლო 36.5% – მცირე ბიზნესზე. საანგარიშო პერიოდში, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 724.0 ათასი კაცი შეადგინა . […]

დარჩელში, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ოფისს თავს დაესხნენ

დარჩელში, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ოფისს თავს დაესხნენ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, მათი პარტიის ოფისზე თავდასხმა იყო. ანა წითლიძის ინფორმაციით, შტაბში ქართული ოცნების მხარდამჭერები მუქარითა და შეურაცხმყოფელი შეძახილებით მივარდნენ. როგორც წითლიძე წერს, ერთი- ერთი მათგანი იყო “ოცნების” აქტივისტი მამუკა ქორთუშვილი, ხოლო პროვოკაციას ხელმძღვანელობდა ოთარ კოდუა, “ოცნების” დელეგატის, დავით კოდუას მამა, რომელიც წითლიძის […]

სამარცხვინო პარლამენტარ პავილიონისის თუ ფსევდოპრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებები, პრიმიტიულად იდენტურია – როცა ესა თუ ის “ნაცპერსონაჟი” ჯიუტად იმეორებს ერთსა და იმავე ‘მესიჯს’, ეს მის უუნარობაზე მიუთითებს

სამარცხვინო პარლამენტარ პავილიონისის თუ ფსევდოპრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებები, პრიმიტიულად იდენტურია – როცა ესა თუ ის “ნაცპერსონაჟი” ჯიუტად იმეორებს ერთსა და იმავე ‘მესიჯს’, ეს მის უუნარობაზე მიუთითებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ლიეტუველი პარლამენტარის ჟიგიმანტას პავილიონისის და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ იდენტურ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და მათ “თუთიყუშობანას” სიბრტყეში მყოფებს უწოდებს. კერძოდ, აბაშიძის თქმით, საქართველოში დესტრუქციის მოსურნე […]

ბავშვებს ინტიმურ ფოტო-ვიდეოს გადაღებას და მასთან გაგზავნას აიძულებდა, მათ შორის საკუთარ ნათესავ გოგონასაც – პედოფილიის ბრალდებით 32 წლის მამაკაცი დააკავეს

ბავშვებს ინტიმურ ფოტო-ვიდეოს გადაღებას და მასთან გაგზავნას აიძულებდა, მათ შორის საკუთარ ნათესავ გოგონასაც – პედოფილიის ბრალდებით 32 წლის მამაკაცი დააკავეს სხეულის ფოტოსურათები, რის შემდგომაც ბრალდებული ბავშვს სისტემატურად, შემდგომი რამდენიმე თვის განმავლობაში მუქარით და შანტაჟით აიძულებდა მის შიშველ სხეულზე სექსუალური ხასიათის მოქმედებას და იძულებით აგზავნინებდა ამის ამსახველ ვიდეოჩანაწერებს და სასქესო ორგანოს ფოტოსურათებს. 2023-2024 წლებში, ბრალდებულმა ანალოგიური […]

ანა წითლიძე ხელისუფლებას – თქვენი ისტერია მხოლოდ იმას მოწმობს, რომ იცით, 26 ოქტომბერს, დარჩელიც, ზუგდიდიც და სრულიად საქართველოც პირწმინდად გაქვთ წაგებული

თქვენი ისტერია მხოლოდ იმას მოწმობს, რომ იცით, 26 ოქტომბერს, დარჩელიც, ზუგდიდიც და სრულიად საქართველოც პირწმინდად გაქვთ წაგებული, – ამ სიტყვებით მიმართა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ანა წითლიძემ ხელისუფლებას ახლად გახსნილ შტაბზე თავდასხმის შესახებ საუბრისას. როგორც წითლიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ვერანაირი მუქარით ვერ დააშინებს შტაბის ვერცერთ წევრს. „დარჩელი და მთელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტი დღეს […]

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 33 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გასულ თვეში სხვადასხვა ქვეყნის 33 მოქალაქე ქვეყნიდან გააძევეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა გაძევებული ქვეყნიდან. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი […]

საპარლამენტო ოპოზიციის ძირითადი ნაწილი პარლამენტის პლენარულ სხდომებს ბოიკოტს უცხადებს

საპარლამენტო ოპოზიციის ძირითადი ნაწილი პარლამენტის პლენარულ სხდომებს ბოიკოტს უცხადებს. პოლიტიკური შეხედულებების გამო მიმდინარე კვირის სხდომებს არ დაესწრება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“, პოლიტიკური ჯგუფები: – „ლელო“, „მოქალაქეები“, „რეფორმების ჯგუფი“, „ევროოპტიმისტები“, „თავისუფლება“, „ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“, ასევე პარლამენტის უფრაქციო წევრები: არმაზ ახვლედიანი, სალომე სამადაშვილი, თამარ კორძაია, გრიგოლ ვაშაძე თამარ ჩარკვიანი, დავით ბაქრაძე. დღეს, პარლამენტის პლენარული სხდომა იხსნება.