სამოქალაქო საზოგადოების ფონდი: რუსულ კანონს არ დავემორჩილებით, საქართველო არ გარუსდება!

ორგანიზაცია სამოქალაქო საზოგადოების ფონდის განცხადებით, რუსულ კანონს არ დაემორჩილებიან და რეესტრში არ დარეგისტრირდებიან. მათი თქმით, საქართველო არ გარუსდება. “სამოქალაქო საზოგადოების ფონდის გადაწყვეტილება უცვლელია: ჩვენ რუსულ კანონს არ დავემორჩილებით და ღირსების შემლახველ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით. ფონდის ამ გადაწყვეტილების მიზეზიც უცვლელია: რუსული კანონი მიმართულია არა მხოლოდ ქართული მედიისა და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების, არამედ თითოეული მოქალაქის, საქართველოს კონსტიტუციისა […]

“ამომავალი ვარსკვლავი” – ანა ნაცვლიშვილის ოჯახი, ცხოვრების სტილი და შთამბეჭდავი ფოტოები – Marao

დის, თაკო ნაცვლიშვილის მსგავსად, სამოდელო სფეროში ანაც წარმატებულია და ხშირად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა გადაღებაში. სოციალურ ქსელში ხშირად აღნიშნავენ, რომ ანას განსაკუთრებული გარეგნობა აქვს. ამჯერად ანა ახალ კადრებს გვიზიარებს, მისი სტილი კი დიდ მოწონებას იმსახურებს: ანა ნაცვლიშვილი ყოფილი მოდელის, ნინო ცქიტიშვილისა და კალათბურთელ ვატო ნაცვლიშვილის წყვილი წლებია, რაც პოპულარობას ინარჩუნებენ. ყოფილ მოდელს ახლა საკუთარი სამოდელო სააგენტო […]

კორძაია: დღეს რუსული კანონის სანქციების ნაწილი ამოქმედდა

ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ რუსულ კანონსა და მის შედეგებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. კორძაიას განცხადებით, სანქციების ნაწილი დღეს ამოქმედდა. ოპოზიციონერის თქმით, საზოგადოებამ კარგად დაინახა ამ კანონის მიღების მავნე შედეგები. “ფინანსური დახმარება შეუჩერდათ, შეუწყდათ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, უდიდესი დარტყმა მიიღეს მედიამ და ჟურნალისტებმა. ფინანსური დახმარება, ასევე, შეუჩერდათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, სოციალურად დაუცველ […]

კრამერი: რამდენიმე წელია ვამბობ, რომ ივანიშვილს სანქციები უნდა დაუწესდეს, ახლაც ასე ვფიქრობ

მიმაჩნია, რომ ბატონი ივანიშვილი ცუდ როლს ასრულებს. მისი კომენტარი, რომ აშშ არის გლობალური ომის პარტიის ნაწილი არის უბრალოდ სასაცილო, მაგრამ ამავე დროს შეურაცხმყოფელი, იმის გათვალისწინებით რომ ვაშინგტონმა საქართველოს 6,5 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია. როდესაც რუსეთს აქვს თქვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული და ამ დროს შენ ამბობ, რომ გლობალური ომის პარტია ამერიკაა, ეს აბსურდია. თუ გლობალური ომის […]

პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა

პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა. ეს მეათე მოწვევის პარლამენტის ბოლო სესიაა, რომლის ფარგლებში პლენარული სხდომები მხოლოდ სექტემბრის თვეში გაიმართება. პარლამენტი სექტემბერში, სხდომების შეწყვეტამდე “ამნისტიის შესახებ” პროექტის, ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტისა და “პენიტენციურ კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების მეორე-მესამე მოსმენით განხილვასა და დამტკიცებას გეგმავს. ასევე, დაამტკიცებენ უზენაესი სასამართლოს ახალ მოსამართლეს, რა პოზიციაზეც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ნიკოლოზ […]

ირაკლი ზარქუა – მადამ პრეზიდენტო, ჩამოყალიბდით თქვენს მესიჯებში – რა გინდათ, ამ ქვეყანას რატომ აწვალებთ? პრეზიდენტი ხართ, რომელსაც 10 კაციც არ ჰყავს მხარდამჭერი

მადამ პრეზიდენტო, ჩამოყალიბდით თქვენს მესიჯებში – რა გინდათ, ამ ქვეყანას რატომ აწვალებთ? პრეზიდენტი ხართ, რომელსაც 10 კაციც არ ჰყავს მხარდამჭერი – მოდი, ჩავნიშნოთ ვადამდელი და იქ მივხვდები მე თქვენს რეალურ შანსს, გავლენას და ავტორიტეტს საზოგადოებაში, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საქართველოს პრეზიდენტის განცხადების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, „26 ოქტომბერი იქნება ქართველი […]

პაატა მანჯგალაძე – მილიონი მოქალაქე წასულია საქართველოდან, ნახევარი მილიონი წასასვლელად ემზადება – დასაქორწინებელი ქართველი არ იქნება თუ ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ დარჩება

მილიონი მოქალაქე წასულია საქართველოდან, ნახევარი მილიონი წასასვლელად ემზადება. კანონპროექტი კი არა, დასაქორწინებელი ქართველი არ დარჩება თუ ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ დარჩება, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძე განაცხადა. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ დღეს ხელმოცარულია, ვინაიდან 12 წლის განმავლობაში ერთი საკითხიც კი არ გააჩნიათ, რის გამოც შეიძლება ხმა მისცეს ამომრჩეველმა. „საზოგადოებისთვის ცნობილია, […]

ბორჯომის მერი – ბორჯომში ტურისტული მნიშვნელობის გზის რეაბილიტაცია გრძელდება

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ტაბაწყირამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი და მისი მოადგილე გიორგი ტაბატაძე. ბორჯომის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გზის 4,5 კმ-იან მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტბეტონის საფარი და მიმდებარედ სანიაღვრე არხები და წყალგამტარი მილ-ხიდები მოეწყობა. მათივე ცნობით, აღნიშნულ სოფლში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია პირველად ხორციელდება. განახლებული გზა […]

გიორგი ვაშაძე – ბიძინა ივანიშვილის გზა არის გზა სიღატაკისა და იზოლაციისკენ

ბიძინა ივანიშვილის გზა არის გზა სიღატაკისა და იზოლაციისკენ. თვითონ კარგად იყოს და ჭირსაც წაუღია ხალხის გაჭირვება, პრობლემები, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განაცხადა. მისი თქმით, არჩევნებზე ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს არჩევანი, სიღატაკესა და იზოლაციაში ყოფნა უნდა თუ ევროკავშირში არსებული კეთილდღეობა. „ჩვენ მივდივართ ევროკავშირისკენ. სწორედ მათი პოლიტიკის გამო, დღეს ევროკავშირში […]

რასა იუკნევიჩიანე – ნუ მისცემთ ხმას „Русский мир“-ს და იქნება ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება!

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე მიიჩნევს, რომ საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლებელია მხოლოდ ქვეყნის „დებიძინიზაციის“ გზით. „მხოლოდ დებიძინიზაცია, რადგან ეს ადამიანი დგას ყველაფერის მათ შორის ნატო-ში გაწევრიანების მიღმა. ცვლის კურსს, გაგებას აქ. თუნდაც მაშინ, როცა საუბრობენ გლობალურ ომზე თუ გლობალური ომის პარტიაზე – ეს არის ზუსტად კრემლის ნარატივი“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ თბილისში მიმდინარე ორდღიანი […]