სლოვაკეთში უფასო სპორტული ინვენტარით სათავსოები გამოჩნდა – ტექნოლოგია სტარტაპმა შექმნა

სლოვაკეთის ქალაქების პარკებსა და სპორტულ მოედნებში დაიწყო „ჭკვიანი“ კარადების დაყენება, საიდანაც შეგიძლიათ “დროებით ისესხოთ”, ანუ დროებით აიღოთ და ისარგებლოთ ფეხბურთის, კალათბურთის და ფრენბურთის ბურთი, სავარჯიშო წონები, თოკები ხტომისთვის და “ფრისბი”. ამ სპორტული ინვენტარის დაქირავება უფასო იქნება ყოველდღე 90 წუთის განმავლობაში. სათავსოს საკეტის გასახსნელად საჭიროა ჩამოტვირთოთ აპლიკაცია. სისტემა ადგილობრივმა სტარტაპმა გამოიგონა. ამ ტექნოლოგიით სხვა ევროპული ქვეყნებიც […]

ახალციხის მე-5 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია 4 590 168.14 ლარი დაჯდა, უდის პირველი საჯარო სკოლის – 6 774 164.94 ლარი

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე­ შალვა პაპუაშვილმა და სამცხე-ჯავახეთის მაჟორიტარ-დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში ახლად რეაბილიტირებული სკოლები დაათვალიერეს. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობისა და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები ახალციხის მე-5 საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასასრულს უახლოვდება. „სრული რეაბილიტაციის შედეგად ახალციხის მე-5 საჯარო სკოლის შენობაში, […]

“თუკი იქნება მოქალაქეების აქტიურობა, შეგვიძლია დავიცვათ თითოეული ადამიანის ხმა” – სამოქალაქო საზოგადოება არჩევნებზე მასშტაბური დაკვირვებისთვის ემზადება

“თუკი იქნება მოქალაქეების აქტიურობა, შეგვიძლია დავიცვათ თითოეული ადამიანის ხმა” – სამოქალაქო საზოგადოება არჩევნებზე მასშტაბური დაკვირვებისთვის ემზადება “ჩემი ხმა ევროპას!” – სამოქალაქო საზოგადოების 30-მდე ორგანიზაცია 26 ოქტომბრის არჩევნებზე მოქალაქეების ხმის დასაცავად ერთიანდება. ისინი საინფორმაციო კამპანიას დღეს, 18:00 საათზე, დედაენის ბაღში დაიწყებენ. ორგანიზაციები 18 წელს მიღწეულ მოქალაქეებს არჩევნებზე დამკვირვებლად რეგისტრაციას სთავაზობენ, რათა მაღალი ჩართულობით შეძლონ ამომრჩევლის ხმების […]

„გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ გომი-ხაშური-ბაკურიანის მ/გ-ზე გადაუდებელ აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს

„გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ გომი-ხაშური-ბაკურიანის მ/გ-ზე გადაუდებელ აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს, რის გამოც ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ტიმოთესუბნის, ბაკურიანისა და მზეთამზის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს. ამის შესახებ ინფორმაციას „გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ავრცელებს. „გაცნობებთ, რომ შპს „გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ გომი-ხაშური-ბაკურიანის მაგისტრალურ გაზსადენის 46.5 კილომეტრზე გადაუდებელ აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს. ამ ვითარების გათვალისწინებით, სამუშაოების მიმდინარეობისას ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ტიმოთესუბნის, ბაკურიანისა […]

გიორგი ამილახვარმა და შალვა პაპუაშვილმა ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში ახლად რეაბილიტირებული სკოლები დაათვალიერეს

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე­ შალვა პაპუაშვილმა და სამცხე-ჯავახეთის მაჟორიტარ-დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში ახლად რეაბილიტირებული სკოლები დაათვალიერეს. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობისა და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები ახალციხის მე-5 საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასასრულს უახლოვდება. „სრული რეაბილიტაციის შედეგად ახალციხის მე-5 საჯარო სკოლის შენობაში, […]

ხელოვნური ინტელექტის ექსპერტები აპოკალიფსის შესახებ გვაფრთხილებენ

24 წლის ევანდერ ჰამერი ვიურცბურგში სტუდენტი-მასწავლებელია. თუმცა, ამ დღეებში, მას სტუდენტური ცხოვრებისთვის არ სცალია. დროის უმეტეს ნაწილს ის ერთ თემას, – ხელოვნური ინტელექტისგან მომდინარე აპოკალიფსის საფრთხეს -უთმობს. „ჩვენთვის ყველაზე დიდი ეგზისტენციალური საფრთხეა ხელოვნური ინტელექტი, რომელიც კაცობრიობისგან განსხვავებულ მიზნებს ისახავს. განსხვავებული მიზნები მაინცადამაინც იმას არ ნიშნავს, რომ ხელოვნურმა სუპერინტელექტმა კაცობრიობის განადგურების ბოროტი გეგმა უნდა განახორციელოს, როგორც […]

„ვეძებთ ბინას… ვიცი გამოჩნდება კეთილი ადამიანი და შეეცდება შეცვალოს მამის გარეშე დარჩენილი ბავშვების ცხოვრება“ – მამა თეიმურაზის ოჯახის დასახმარებლად საზოგადოება ერთიანდება

„ვეძებთ ბინას… ვიცი გამოჩნდება კეთილი ადამიანი და შეეცდება შეცვალოს მამის გარეშე დარჩენილი ბავშვების ცხოვრება“ – მამა თეიმურაზის ოჯახის დასახმარებლად საზოგადოება ერთიანდება „პირველ რიგში, პატარა მიმართვა დეველოპერულ კომპანიებს. მამა თეიმურაზის ოჯახისთვის შეგროვდა გარკვეული თანხა. ახლა კი ვეძებთ ბინას 60-65 კვ ფარგლებში. დასრულებულ კორპუსში. ვიცი აქაც გამოჩნდება კეთილი ადამიანი და არასტანდარტულ ფასად შეეცდება შეცვალოს ამ სასწაული მამის […]

რომის პაპი შორეულ პაპუა – ახალ გვინეაში ჩავიდა და ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანა

რომის პაპი ფრანცისკე კათოლიკური ეკლესიის ერთ-ერთ ყველაზე დაშორებულ რეგიონს ეწვია. ეკლესიის 87 წლის მამამთავარი წყნარ ოკეანეში მდებარე სახელმწიფო პაპუა-ახალ გვინეაში ჩავიდა. პატარა ქალაქი ვანიმო რომიდან 15 ათასი კილომეტრითაა დაშორებული. რომის პაპს დახვდა 20 ათასამდე ადამიანი, რომელთაგან ბევრმა დღეების განმავალობაში იარა, რათა პაპი ენახათ. პაპმა ასობით კილოგრამი დახმარება ჩაუტანა ადგილობრივ მოსახლეობას. ვატიკანის წარმომადგენელმა, მატეო ბრუნიმ თქვა, […]

რატომ მომრავლდნენ დედაქალაქში მღრღნელები?

ბოლო დღეებია სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოები მოზრდილი ვირთაგვებით თბილისის ქუჩებსა თუ სკვერებში. მღრღნელების სიმრავლეს განსაკუთრებით ვაკის რაიონის – ჭავჭავაძისა და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლები უჩივიან. დეზინფექცია-დერატიზაციის კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მღრღნელების რაოდენობა საგრძნობლად მომატებულია ქალაქის სხვა უბნებშიც. სადეზინფექციო სამსახურის (სადგურების) გაუქმების შემდეგ, 90-იანის წლების მიწურულიდან, დეზინფექცია-დერატიზაციას ქალაქში, საცხოვრებელ სახლებსა თუ სხვადასხვა ობიექტზე, ძირითადად კერძო კომპანიები ახორციელებენ. […]

ოლიმპიური რგოლები პარიზში ეიფელის კოშკზე შესაძლოა სამუდამოდ დარჩეს

პარიზის ოლიმპიადის დაწყებამდე ეიფელის კოშკზე დამონტაჟებული ოლიმპიური რგოლები შესაძლოა სამუდამოდ იქ დარჩეს. ინიციატივა ქალაქის მერს ეკუთვნის. ენ ჰიდალგოს თქმით, ბეჭდებს ამ მოვლენების გახსენების ფუნქცია ექნება. ოლიმპიური თამაშების სიმპოლოს რგოლები საკმაოდ მძიმე კონსტრუქციაა. ესაა ხუთი რგოლი, 29 მეტრი სიგანისა და 15 მეტრი სიმაღლის , რომლის წონა 30 ტონას უტოლდება. ენ ჰიდალგო ხელისუფლებას სთავაზობს, რომ ორიგინალი ბეჭდების […]