“ნაპოლიმ” მოიშორა ფეხბურთელი, რომელიც ლუკაკუზე ბევრად კარგი მოთამაშეა” – ანტონიო კასანო

ვეტერანმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ “ნაპოლის” შესახებ ისაუბრა. “რეალის” ყოფილი ფორვარდის თქმით, “პარტენოპეი” ვიქტორ ოსიმენს ცუდად მოექცა და ფიქრობს, რომ ნიგერიელი რომელუ ლუკაკუზე უკეთესი ფეხბურთელია. “ჩემპიონობა, რომელიც მან “ნაპოლის” მოუტანა, მსგავს კონტრაქტს ნამდვილად იმსახურებდა. თუმცა კლუბმა ის მოიშორა და “გალათასარაიში” გაუშვა, ვინ დარჩა წაგებული ამ სიტუაციიდან? რა თქმა უნდა, “პარტენოპეი”. ოსიმენი ბევრად უფრო ძლიერი ფეხბურთელია, ვიდრე […]
დაწესებულებებს მედიკამენტების შესყიდვის/გაცემის მექანიზმებში ერთნაირი მიდგომა არ აქვთ – აუდიტის მიგნებები

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, ფსიქიკური ჯანმრთელობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2018 წლიდან 2022 წლამდე პერიოდს მოიცავს. აუდიტის ჯგუფის მიერ გაანალიზდა მედიკამენტების შესყიდვის/გაცემის მექანიზმები და აღმოჩნდა, რომ დაწესებულებებს ამ ნაწილში ერთნაირი მიდგომა არ აქვთ. კერძოდ, სახელმწიფოს წილით შექმნილი დაწესებულებები მედიკამენტებს ყიდულობენ კონსოლიდირებული შესყიდვით, წინასწარ განსაზღვრული სატენდერო პირობებით, ასევე ტენდერით ან გამარტივებული შესყიდვის წესით, ხოლო კერძო დაწესებულებები –აფთიაქებთან […]
ავლაბარში სახლი ჩამოინგრა – დაზიანდა ავტომობილი

ავლაბარში, ხიდისთავის ქუჩაზე 25 ნომერში მდებარე სახლის კედელი ჩამოიშალა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა მხოლოდ მანქანა. შემთხვევა გუშინ მოხდა. თბილისის მერიის ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები. დაზიანებული ავტომობილის მეპატრონემ, არ იცის ვის მიმართოს ზარალის ასანაზღაურებლად. მისთვის უცნობია, ვინ არის პასუხისმგებელი მიყენებულ ზარალზე.
რატომ შეჩერდა ტირძნისის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია

სოფელ ტირძნისის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. ირკვევა,რომ გასულ წელს სოფელში საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია დაიწყო თუმცა, სამუშაოები მალევე შეჩერდა და მას მერე, ბავშვებს სკოლამდელი განათლების მიღება მოშორებით მდებარე საბავშვო ბაღებში უწევთ. ოპოზიციის ინფორმაციით, სამუშაოების შეჩერების მიზეზი ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანიის შეცდომა გახდა, კერძოდ კომპანიას რეაბილიტაცია სოფელ ქიწნისში უნდა დაეწყო და ამის ნაცვლად მათ ტირძნისის საბავშვო ბაღს […]
7-8 სექტემბერს „გემო ფესტს“ სამეგრელო მასპინძლობს

7-8 სექტემბერს „გემო ფესტს“ სამეგრელო მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებული ფესტივალი ზუგდიდში, ბოტანიკურ ბაღში იმართება. „გემო ფესტის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ტრადიციული, იშვიათი და ნაკლებად ცნობილი მეგრული კერძები წარედგინათ. გემო ფესტის ფარგლებში, ზუგდიდში, ბოტანიკურ ბაღში კვების ზონა, აგრო ბაზარი, საბავშვო გასართობი კუთხე მოეწყო. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით […]
კიევის რეჟიმის კრუნჩხვები და აგონია ყველასთვის აშკარაა – სერგეი ლავროვი

კიევის რეჟიმის კრუნჩხვები და აგონია ყველასთვის აშკარაა უკრაინის შეიარაღებული ძალების კურსკის ოლქის ტერიტორიაზე თავდასხმის ფონზე, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. „ის ხალხი, ვინც დასავლეთმა მოიყვანა უკრაინის ხელისუფლებაში ანტიკონსტიტუციური გადატრიალების გზით, ასრულებს დასავლეთის ბრძანებას – ქვეყანა კიდევ ერთხელ გადააქციონ ნაცისტურ საფრთხედ რუსეთის ფედერაციისთვის. ეს არ გამოვა და ეს უკვე ყველასთვის გასაგებია. […]
უკრაინაში პრეზიდენტის და მინისტრის მრჩევლები შეიცვალა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორი მრჩეველი და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ორი მოადგილე დანიშნა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციიით, პრეზიდენტის მრჩეველი კომუნიკაციების საკითხებში დიმიტრი ლიტვინი გახდა, ხოლო მრჩეველი სტრატეგიულ საკითხებში ალექსანდრე კამიშინი. პრეზიდენტის კიდევ ერთი დადგენილება ეხება ვიქტორ მიკიტას ტრანსკარპატების რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლებას და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილედ დანიშვნას. გარდა ამისა, […]
ილან მასკი 2027 წელს შეიძლება ტრილიონერი გახდეს

Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელი ილან მასკი შესაძლოა გახდეს მსოფლიოში პირველი ტრილიონერი. ამ დასკვნამდე მივიდა Informa Connect Academy – კვლევითი ჯგუფი, რომელიც მეთვალყურეობს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ქონებების. მასკის წმინდა ქონება ახლა 251 მილიარდ დოლარს შეადგენს და ყოველწლიურად დაახლოებით 110%-ით იზრდება. ამრიგად, მკვლევრები აღნიშნავენ, რომ 2027 წლისთვის ტრილიონს მიაღწევს. ტრილიონერობის მეორე კანდიდატი მასკის შემდეგ არის ინდოელი ბიზნესმენი […]
რომის პაპმა პაპუა-ახალ გვინეაში ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანა

რომის პაპი ფრანცისკე კათოლიკური ეკლესიის ერთ-ერთ ყველაზე დაშორებულ რეგიონს ეწვია. ეკლესიის 87 წლის მამამთავარი წყნარ ოკეანეში მდებარე სახელმწიფო პაპუა-ახალ გვინეაში ჩავიდა. პატარა ქალაქი ვანიმო რომიდან 15 ათასი კილომეტრითაა დაშორებული. რომის პაპს დახვდა 20 ათასამდე ადამიანი, რომელთაგან ბევრმა დღეების განმავალობაში იარა, რათა პაპი ენახათ. პაპმა ასობით კილოგრამი დახმარება ჩაუტანა ადგილობრივ მოსახლეობას. ვატიკანის წარმომადგენელმა, მატეო ბრუნიმ თქვა, […]
სამი დღის წინ დაკარგული კაცის ცხედარი პოლიციამ დასახიჩრებული იპოვა

პოლიციამ სამი დღის წინ დაკარგული კაცის დასახიჩრებული ცხედარი იპოვა, წუხელ მარნეულის მუნიციპალიტეტში, ალგეთის თემის ტერიტორიაზე, სოფელ აზიზქენდის მიმდებარედ. ამავე სოფლის მკვიდრს, დაახლოებით 55 წლის მამაკაცს ზედა კიდურების ნაწილი აღარ ჰქონდა. პოლიციამ ცხედარი იმავე ღამეს ექსპერტიზაზე გადაასვენა. ახლობლების მტკიცებით, უკონფლიქტო კაცი მოკლულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება დაწყებულის სისხლის სამართლის კოდექსის […]