კახა კალაძე – მეგობრებო, დღეს დგას ის დრო, როდესაც თუ სწორად ვიმოქმედებთ, ჩვენი ქვეყნის გამთლიანების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად გაიზრდება – დღეს არავის გვაქვს უფლება, არ გავიზიაროთ ისტორიული გაკვეთილები

დარწმუნებული ვარ, სამცხე-ჯავახეთი ამ არჩევნებზე თავის სიტყვას იტყვის, რომ უფრო ახლოს მივიდეთ იმ სანუკვარი ოცნების ასრულებასთან, რომელსაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ჰქვია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანმა, კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სამცხე-ჯავახეთში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, დღეს მოქმედების დროა და ეს მოქმედება, პირველ რიგში, არჩევნებზე გააზრებული არჩევანით უნდა გამოვხატოთ. […]

შალვა პაპუაშვილი – ძალა, რომელიც გვებრძვის, გაცილებით დიდია ვიდრე უნიათო ოპოზიცია, ეს არის იდეოლოგია, რომელიც მშვიდობის სახელით მოგვიწოდებს ომისკენ, ტოლერანტობის სახელით ებრძვის სარწმუნოებას – ეს არის თანამედროვე ბოლშევიზმი

ისტორია და სარწმუნოება არის ის ორი უმტკიცესი საყრდენი, რომელსაც ყოველთვის ეყრდნობოდა და კვლავაც დაეყრდნობა ჩვენი საზოგადოება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონული ღონისძიებაზე, ახალციხეში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ყველამ კარგად ნახა, თუ ოპოზიციას როგორი კამპანია ჰქონდა გაჩაღებული შობის დღესასწაულის თარიღთან დაკავშირებით – „როგორ ებრძვიან ხატებს და როგორ […]

შალვა პაპუაშვილი – 26 ოქტომბერი დამოუკიდებლობის მეორე რეფერენდუმია – 26 ოქტომბერს გადაწყდება, ღირსეულად გავაგრძელებთ ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორიას, თუ ვიქცევით სხვათა ნების შემსრულებელ პერიფერიად

26 ოქტომბერი დამოუკიდებლობის მეორე რეფერენდუმი. ამიტომ გადაწყდება 26 ოქტომბერს, ღირსეულად გავაგრძელებთ ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორიას, თუ ვიქცევით სხვათა ნების შემსრულებელ პერიფერიად, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონული ღონისძიებაზე, ახალციხეში სიტყვით გამოსვლისას. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, 26 ოქტომბერი დამოუკიდებლობის მეორე რეფერენდუმია. მისი თქმით, ყველა კარგად ხედავს ოპოზიციის მიერ ცალყბად წარმოებულ საარჩევნო […]

ბიძინა ივანიშვილი – კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ომში არა უბედურებას, არამედ შესაძლებლობას ხედავს, შესაძლებლობას, რომ უცხოელი პატრონების მხარდაჭერით, თუნდაც ომის, საკუთარი მოსახლეობის სისხლის ფასად, ხელისუფლებაში დაბრუნდეს

კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, ომში არა უბედურებას, არამედ, შესაძლებლობას ხედავს – ამ ხალხის ნაწილმა ჯერ 2008 წელს დაღუპა ქვეყანა, შემდეგ კი, ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს, რომ საქართველო მეორე ფრონტად აქციოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ახალციხეში, პარტიის საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე განაცხადა და მშვიდობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მან აღნიშნა, რომ ქართულ […]

შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციის თითოეული ძალადობრივი აქტი, მათ მიერ შეურაცხყოფილი თითოეული ხატი თუ პატივსაცემი ადამიანი, იმაზეა გათვლილი, რომ საზოგადოება დაცარიელდეს – გაქრნენ მორალური ავტორიტეტები, მოიშალოს საზოგადოებრივი ფუნდამენტი, ოჯახი აღარ ოჯახობდეს

ძალა, რომელიც დღეს ჩვენ გვებრძვის, გაცილებით დიდია ვიდრე ჩვენი უნიათო ოპოზიცია. ეს არის იდეოლოგია, რომელიც მშვიდობის სახელით მოგვიწოდებს ომისკენ, ტოლერანტობის სახელით ებრძვის სარწმუნოებას, ინდივიდის სახელით ანადგურებს ადამიანს, – ამის შესახებ განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონული ღონისძიებაზე, ახალციხეში სიტყვით გამოსვლისას. მისივე თქმით, თავისი არსით ეს არის თანამედროვე ბოლშევიზმი, რომლის პირველი […]

როდის იგრძნობს მოსახლეობა ეკონომიკურ ზრდას მოსახლეობა ჯიბეზე – მოსაზრება

საქართველოს ეკონომიკა ვლისის თვეში ქვეყნის მშპ 13%-ით გაიზარდა. ბოლო წლების ტენდენცია დადებითია და მოლოდინიც პოზიტიურია, მაგრამ საინტერესოა, რამდენად გრძნობს თითოეული ოჯახი ეკონომიკურ ზრდა და თანაბრად ნაწილდება თუ არა სტატისტიკური სიკეთე ადამიანებზე? 2024 წლის მიმდინე პერიოდი მართლაც კარგად გამოიყურება. სტატისტიკას თუ ჩავხედავთ, გამოჩნდება, რომ იანვარში მშპ – 5.8%-ით გაიზარდა, თებერვალში – 9.5%-ით, მარტში – 8.2%-ით, აპრილში […]

ჰელსინკის კომისია: MEGOBARI აქტი შეიქმნა, რათა ქართველებს გარდამტეხ მომენტში მხარი დაუჭიროს

ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია MEGOBARI აქტის შესახებ წერს, რომ ის ამ გარდამტეხ მომენტში ქართველი ხალხის მხარდასაჭერადაა შექმნილი. X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ჰელსინკის კომისია აღნიშნავს, რომ ამერიკელი ხალხი ქართველი ხალხის გვერდით დგას. “ამერიკელი ხალხი ქართველების გვერდით დგას, როდესაც ისინი თავიანთი დემოკრატიული მისწრაფებების რეალიზებაზე მუშაობენ. MEGOBARI აქტი შექმნილია იმისათვის, რომ გადამწყვეტი მხარდაჭერა გაუწიოს ქართველ ხალხს მათი ქვეყნის […]

ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, სამცხე-ჯავახეთმა ახალი სიცოცხლე შეიძინა – ამ მრავალეთნიკური კუთხის თითოეული მცხოვრები თავისუფლად სარგებლობს ყველა იმ პრივილეგიით, რითაც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე

ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, სამცხე-ჯავახეთმა ახალი სიცოცხლე შეიძინა – ამ მრავალეთნიკური კუთხის თითოეული მცხოვრები თავისუფლად სარგებლობს ყველა იმ პრივილეგიით, რითაც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, სამცხე-ჯავახეთმა ახალი სიცოცხლე შეიძინა; მოწესრიგდა და განვითარდა ინფრასტრუქტურა, რამაც ამ კუთხის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის ზრდას შეუწყო ხელი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა […]

ჩვენს ხალხთან ერთად, „ქართულმა ოცნებამ“, დემოკრატიაზე, სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ღირსების პატივისცემაზე დამყარებული ქვეყნის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი

ჩვენს ხალხთან ერთად, „ქართულმა ოცნებამ“, დემოკრატიაზე, სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ღირსების პატივისცემაზე დამყარებული ქვეყნის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი საკუთარი ქვეყნის წინაშე თქვენი მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობა წლების განმავლობაში არაერთხელ დაგიმტკიცებიათ და ეს დაამტკიცეთ 2012 წელსაც, არა მარტო სამცხე-ჯავახეთისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის უმძიმეს პერიოდში, როდესაც გაბედეთ და ჩვენთან, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად დაუპირისპირდით „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს, რომელიც ჯერ კიდევ […]

ირაკლი კობახიძე ახალციხეში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალციხეში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. „მოგესალმებით მეგობრებო, მოგესალმებით ჩვენი ქვეყნის უძვირფასესი რეგიონის, სამცხე-ჯავახეთის წარმომადგენლებს, მოგესალმებით ჩვენი გუნდის წევრებს, ჩვენი გუნდის მხარდამჭერებს, მივესალმები ჩვენს დელეგატებს სამცხე-ჯავახეთში – ანტონ ობოლაშვილს და სამველ მანუკიანს, მოგესალმებით ყველას. სამცხე-ჯავახეთის მიწის თითოეული გოჯი ჩვენი ქვეყნის ისტორიას და კულტურულ მემკვიდრეობას […]