თინა ხიდაშელი – რეალობა უნდა შეცვალოს ქართულმა საზოგადოებამ რაც შეიძლება სწრაფად – საარჩევნო დემოკრატიული მოქმედებით აჩვენოს ყველას, რომ საქართველო არის ევროკავშირის წევრობის მსურველი ღირსეული ქვეყანა

„სამოქალაქო იდეის“ ლიდერის, თინა ხიდაშელის განცხადებით, “ქართული ოცნების” არასწორი პოლიტიკის გამო, ქვეყნისთვის საერთაშორისო დახმარება გაიყინა და სანქცირების პროცესი გრძელდება. როგორც მან აღნიშნა, ეს სამწუხარო რეალობა ქართულმა საზოგადოებამ არჩევნებზე უნდა შეცვალოს. “სანქციების პროცესი დაწყებულია, სამწუხაროდ, 2024 წელს ჩვენ ისეთ ვითარებაში ვართ, როდესაც ჩვენი ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი პარტნიორისგან, აშშ-დან და ევროკავშირიდან საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო არა დამატებითი […]

პრემიერი – ყველას უნდა გვახსოვდეს, ვერავითარი წინსვლა და განვითარება ვერ შედგება, თუ მშვიდობას არ შევინარჩუნებთ – 26 ოქტომბერს უნდა ავირჩიოთ მშვიდობა, ღირსება და კეთილდღეობა, რაც საქართველოს ნათელი, ევროპული მომავლის საწინდარია

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მოსახლეობას იმ მიღწევებზე ესაუბრა, რომელიც ქვეყანამ 2012 წლის შემდეგ განიცადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებშიც ქვეყანას ომი არ ჰქონია. „მეგობრებო, კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ ის წინსვლა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ 2012 წლის შემდეგ განიცადა: […]

ბიძინა ივანიშვილი მოქალაქეებს – „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“ – თქვენი ძალა და ენერგია, თქვენი შემართება მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ 26 ოქტომბერს საქართველო ისევ გაიმარჯვებს ბოროტებაზე

მშვიდობას დღეს განსაკუთრებით სჭირდება დაცვა, ისევე, როგორც დამოუკიდებლობას, რათა ერთი მხრივ, საქართველოს ომში ძალით ჩართვა ვერავინ – ვეღარასდროს შეძლოს, მეორე მხრივ კი შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა,- განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ახალციხეში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. როგორც მან აღნიშნა, საუკუნეების განმავლობაში, სწორედ მშვიდობა იყო სანატრელი რამ, რადგან კარგად ვიცოდით […]

ირაკლი ღარიბაშვილი – გვახსოვს რა ხდებოდა 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე, როგორ ჩაგრავდა ჩვენს ხალხს ბოროტი ძალა – „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანას მოუტანა უამრავი ხელშესახები პროგრესი ყველა სფეროში

ყველას კარგად გვახსოვს რა ხდებოდა 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე, როგორ ჩაგრავდა ჩვენს ხალხს ბოროტი ძალა, არ არსებობდა თავისუფლება, გამეფებული იყო შიში, ტერორი, უსამართლობა, 1-ელი ოქტომბრის ისტორიული გამარჯვებიდან რამდენიმე წელში ჩვენი პარტიის დამფუძნებლის ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ჩვენმა გუნდმა – „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანას მოუტანა უამრავი ხელშესახები პროგრესი ყველა სფეროში, -ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა […]

ბიძინა ივანიშვილი სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას – მივესალმები ადამიანებს, რომელთაც ტოლერანტობის, პატრიოტიზმის, ურთიერთპატივისცემის უნიკალური გამოცდილება შექმნეს და ყველას დაანახეს, რომ ამ ქვეყნის შვილები მუდამ ერთად ვდგავართ!

მივესალმები სამცხე-ჯავახეთში, საქართველოს ამ გასაოცარ, განსაკუთრებული ისტორიის მქონე კუთხეში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს. მივესალმები ქართველებს, ეთნიკურ სომხებს, სხვა ეთნოსის წარმომადგენლებს. ადამიანებს, რომელთაც საუკუნეების განმავლობაში ტოლერანტობის, პატრიოტიზმის, ურთიერთპატივისცემის, ერთად დგომის, შრომის და თანაცხოვრების უნიკალური გამოცდილება შექმნეს და ყველას დაანახეს, რომ განსხვავების მიუხედავად, ამ ქვეყნის შვილები ჭირსა თუ ლხინში მუდამ ერთად ვდგავართ!, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ საპატიო […]

ბიძინა ივანიშვილი – ჩვენს ხალხთან ერთად, „ქართულმა ოცნებამ“, დემოკრატიაზე, სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ღირსების პატივისცემაზე დამყარებული ქვეყნის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი

საკუთარი ქვეყნის წინაშე თქვენი მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობა წლების განმავლობაში არაერთხელ დაგიმტკიცებიათ და ეს დაამტკიცეთ 2012 წელსაც, არა მარტო სამცხე-ჯავახეთისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის უმძიმეს პერიოდში, როდესაც გაბედეთ და ჩვენთან, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად დაუპირისპირდით „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს, რომელიც ჯერ კიდევ მყარად იდგა ფეხზე და ტოტალური ტერორით ებრძოდა საკუთარ ხალხს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა […]

ბიძინა ივანიშვილი – კონსტიტუციაში მართლმადიდებელი ეკლესიის როლის გამოკვეთით, არცერთი რელიგიური კონფესიის მნიშვნელობა არ დაკნინდება

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ახალციხეში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე, მართლმადიდებელი ეკლესიის როლის საქართველოს კონსტიტუციაში ასახვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მართლმადიდებლური ქრისტიანობა ამ გზით განმტკიცდება, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენი. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ამ ნაბიჯით არ დაკნინდება რომელიმე სხვა რელიგიური კონფესიის მნიშვნელობა, პირიქით, როგორც აქამდე, მომავალშიც ისევე იქნება იქნება დაცული სხვადასხვა […]

ირაკლი კობახიძე – ოქტომბერში იქნება ჩვენი სრული 4-წლიანი გეგმა წარდგენილი საზოგადოების წინაშე, მათ შორის, თითოეული მუნიციპალიტეტის დონეზე იქნება წარმოდგენილი სამომავლო გეგმები

პირველ ოქტომბერს ჩვენ წარვადგენთ დეტალურ პროგრამას, რომელიც მოიცავს ქვეყნის განვითარების ყველა მიმართულებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, თითოეული მუნიციპალიტეტის დონეზე იქნება წარმოდგენილი კონკრეტული დაპირებები, რომლებიც შეეხება თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარებას. „ოქტომბერში იქნება ჩვენი სრული 4-წლიანი გეგმა წარდგენილი საზოგადოების წინაშე, მათ შორის, თითოეული მუნიციპალიტეტის დონეზე იქნება წარმოდგენილი სამომავლო გეგმები“, – […]

ირაკლი ღარიბაშვილი – დღეს ხალხმა იცის რომ ჰყავს ისეთი ხელისუფლება, რომლის მმართველობის პირობებშიც ქვეყანა და ხალხი დაცულია ყველაზე დიდი უბედურებისგან – ომისგან

დღეს ხალხმა იცის, რომ ჰყავს ისეთი ხელისუფლება, რომლის მმართველობის პირობებშიც ქვეყანა და ხალხი დაცულია ყველაზე დიდი უბედურებისგან – ომისგან და ხალხმა იცის რომ სანამ ბიძინა ივანიშვილია ხელისუფლებაში ქვეყანაში ომი არ მოხდება! და თქვენ იცით, რომ ყველა უბედურებასთან ერთად, რაც სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა მათი მმართველობის დროს ქვეყანაში მოხდა ომი, იყო მუდმივი ქაოსი, არეულობა, ჩაგვრა, […]

ღარიბაშვილმა “ოცნების” მიღწევებს შორის რუსეთთან და ჩინეთთან საზღვრების გახსნა და ვაჭრობაც დაასახელა

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა “ქართული ოცნების” მიღწევებს შორის დაასახელა საზღვრების გახსნა და ვაჭრობა ოკუპანტ ქვეყანასთან, რუსეთთან. ამავე კონტექსტში მოიხსენია ქვეყნის ახალი სტრატეგიული პარტნიორი, ჩინეთი. ახალციხეში, ამომრჩევლის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, მან თანაბარი მნიშვნელობის მოვლენად წარმოადგინა ვიზალიბერალიზაცია და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან – გაერთიანებასთან, რომლისკენ სწრაფვა ქვეყნის კონსტიტუციითაა გარანტირებული, რასაც მხარს უჭეირს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა და […]