“ძლიერი საქართველოს” წევრების თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ქარელში, თავს დაესხნენ

კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრების თქმით, ქარელში, საარჩევნო კამპანიის დროს თავს დაესხნენ. მათივე ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცმა მაისური შემოახია კოალიციის ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთ წევრს, გარდა ამისა, აყენებდათ სიტყვიერ შეურაცხყოფას. მასთან ერთად იყო ქალი, რომელიც მათ ეუბნებოდა, რომ ტერიტორია მისი საკუთრებაა და იქ საარჩევნო კამპანიის წარმართვის უფლება არ ჰქონდათ. კოალიცია ერთ-ერთი ლიდერის, ლანა გალდავას ინფორმაციით, ეს ქალი, სავარაუდოდ, […]

გრიგოლ გეგელიას თქმით, ქარელში თავს დაესხნენ „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელს

„ძლიერი საქართველოს” წარმომადგენლები საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შიდა ქართლის მოსახლეობას შეხვდნენ. პოლიტიკური გაერთიანების წევრის, გრიგოლ გეგელიას თქმით, ქარელში ყოფნის დროს თავს დაესხნენ მათ წარმომადგენელს. „დაგვესხნენ თავს, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფით, მერე ეს გადაიზარდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში. როცა ერთი ადამიანი, ერთი დამნაშავე, რომელიც ახლა მარკეტშია მიმალული და იმის შნოც არ აქვს, რომ გამოჩნდეს და სახე გვაჩვენოს, მარკეტში არის ჩამალული […]

კერძო ბაღებში მოთხოვნაც გაიზარდა და ფასებიც

კერძო საბავშვო ბაღების ასოციაცია “მნათის” აღმასრულებელი დირექტორის, გიგი სისვაძეს თქმით, 2024-25 სასწავლო წლისთვის კერძო ბაღებზე მოთხოვნა გაზრდილია, რასაც ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება განაპირობებს. “მიუხედავად იმისა, რომ ტარიფები გაიზარდა, მოთხოვნა წელს მაღალია და კერძო ბაღებში უფრო გაზრდილია, ვიდრე – საჯაროში. ფაქტობრივად, თითქმის ყველა კერძო ბაღში ყველა ჯგუფი შევსებულია. ალბათ, ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კერძო ბაღებში მიმართვიანობა უფრო […]

აკაკი ჯინჭარაძემ პარალიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

პარიზის ზაფხულის XVII პარალიმპიური თამაშების ასპარეზობის ბოლო დღეს ჩვენი ძალოსანი, აკაკი ჯინჭარაძე (+107 კგ) პარა წოლჭიმში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა პარიზი 2024-ზე მე-9 მედალი მოუტანა საქართველოს პარალიმპიურ ნაკრებს. მადლობა ყველა პარასპორტსმენს ვინც საქართველოს სახელით იასპარეზა ოლიმპიადაზე. ღმერთი გფარავდეთ და წარმატებები პირად ცხოვრებაში. ყოჩაღ მათ ვინც მედლები მოგვიტანა და უღრმესი პატივისცემა მათ.. 9 მედალი […]

რომელი ქვეყნებია ქართველებისთვის შემოდგომა-ზამთრის სეზონზე ტურისტულად მოთხოვნადი? – Travelfy-ს პასუხი

ტურისტული კომპანია Travelfy-ს გაყიდვების ხელმძღვანელი, მარიამ დგებუაძე BM.GE-სთან შემოდგომა-ზამთრის პერიოდს აფასებს და აღნიშნავს, რომ ქართველ მომხმარებლებში ძალიან არის გააქტიურებული აზიის მიმართულებები. „შემოდგომა – ზამთრის პერიოდში ძალიან აქტუალურია აზიის მიმართულება. აზიის ტურებიდან ყველაზე მოთხოვნადია ტაილანდი. სამი ჯგუფური ტური გვაქვს იანვარ-თებერვალში ამ მიმართულებით და სამივე შევსებულია. ამასთან, მალდივებია მოთხოვნადი, ასევე შრი-ლანკა და ჩინეთი. თუმცა, ევროპა სეზონის ნებისმიერ […]

თამარ კორძაია – „ქართულ ოცნებაში“ დასავლეთის მოსაზრებები არ აინტერესებთ – ეს არის ტოტალიტარიზმისკენ მიმავალი ცალსახა გზა

არ მაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ დასავლეთიდან ვინმეს უსმენს, – ასე შეაფასა “ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, თამარ კორძაიამ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებები. კორძაიას განცხადებით, ხელისუფლებას დასავლელი პარტნიორების მოსაზრებები არ აინტერესებს, რაც დემოკრატიული გზა არ არის. „არ მაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ დასავლეთიდან ვინმეს უსმენს, […]

მხოლოდ გააზრებული ნაბიჯებით, გაერთიანებული ქვეყნით, მშვიდობით და ღირსებით უნდა შევაბიჯოთ იქ, სადაც ჩვენი ისტორიული ადგილია – ერთიან ევროპულ ოჯახში

“დღეს მოქმედების დროა და ეს მოქმედება, პირველ რიგში, არჩვენებზე ჩვენი გააზრებული არჩევანით უნდა გამოვხატოთ”- განაცხადა “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ახალციხეში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე. მან საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა ის გამოწვევები, რის წინაშეც დგას საქართველო. “დღეს მოქმედების დროა და ეს მოქმედება, პირველ რიგში, არჩვენებზე ჩვენი გააზრებული არჩევანით უნდა გამოვხატოთ. რა არის ქართველი კაცის, ქართველი […]

მივესალმები უდიდესი ისტორიის და კულტურის მქონე მხარეს, სამცხე-ჯავახეთს, აქ მცხოვრებმა ქართველებმა, სომხებმა, სხვა ეროვნების წარმომადგენლებმა ზუსტად იციან, რომ მათ სამშობლოს – საქართველოს, ღირსებას ვერავინ წაართმევს

მივესალმები უდიდესი ისტორიის და კულტურის მქონე მხარეს, სამცხე-ჯავახეთს, აქ მცხოვრებმა ქართველებმა, სომხებმა, სხვა ეროვნების წარმომადგენლებმა ზუსტად იციან, რომ მათ სამშობლოს – საქართველოს, ღირსებას ვერავინ წაართმევს მივესალმები უდიდესი ისტორიის და კულტურის მქონე მხარეს, სამცხე-ჯავახეთს! სანამ სხვა რამეს ვიტყვი, პირველ რიგში, გუშინდელი დღე, ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ ერთი საამაყო დღე მინდა გაგახსენოთ და ჩვენს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს მივულოცოთ […]

პირველ ოქტომბერს ჩვენ წარვადგენთ დეტალურ პროგრამას, რომელიც მოიცავს ქვეყნის განვითარების ყველა მიმართულებას

პირველ ოქტომბერს ჩვენ წარვადგენთ დეტალურ პროგრამას, რომელიც მოიცავს ქვეყნის განვითარების ყველა მიმართულებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, თითოეული მუნიციპალიტეტის დონეზე იქნება წარმოდგენილი კონკრეტული დაპირებები, რომლებიც შეეხება თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარებას. „ოქტომბერში იქნება ჩვენი სრული 4-წლიანი გეგმა წარდგენილი საზოგადოების წინაშე, მათ შორის, თითოეული მუნიციპალიტეტის დონეზე იქნება წარმოდგენილი სამომავლო გეგმები“, – […]

დარწმუნებული ვარ, თითოეული აქ მყოფი ადამიანის, თოთოული ჩვენი მოქალაქის მთავარი ოცნება სწორედ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობაა

“დღეს გვმართებს მოთმინება, დიდი სიბრძნე ჩვენი წინაპრების გამოცდილების სწორად გააზრება, რომ საჭირო დროს სწორად ვიმოქმედოთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანად გაერთიანებისთვის,”– ასე მიმართა პარტია “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიის მხარდამჭერებს სამცხე-ჯავახეთში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე. კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რაც ქვეყანის წინაშე დგას. “მივესალმები ადიგენს, ბორჯომს, ასპინძას, ნინოწმინდას, ახალქალაქს, მთელს სამცხე-ჯავახეთს და აქ […]