“ენერგოსექტორში ინვესტირების თვალსაზრისით აქტიურად ვმუშაობთ” – Keystone Investments

მრავალპროფილური საინვესტიციო ჰოლდინგი, Keystone Investments-ი სამომავლოდ ენერგეტიკის სექტორში ინვესტირების კუთხით მუშაობას აქტიურად აპირებს. ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბაჩანა შენგელიამ განაცხადა. ცნობისთვის, Keystone Investments 2016 წლიდან ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკის სწრაფად მზარდ სექტორებსა და ისეთ კომპანიებში ახორციელებს, რომლებსაც საინტერესო ბიზნეს მოდელი აქვთ, ჰყავთ ძლიერი მენეჯმენტი და ამავდროულად საჭიროებენ დამატებით კაპიტალს, ზრდის შემდეგი […]

“მეგობარი აქტის” მიზანია ქართველი ხალხის მხარდაჭერა ქვეყნის ისტორიის ამ გარდამტეხ მომენტში – ჰელსინკის კომისია

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მოქმედი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია, ე.წ. ჰელსინკის კომისიის სოციალურ ქსელში ქართველი ხალხის მხარდამჭერ პოსტს აზიარებს. “ამერიკელი ხალხი ქართველების გვერდით დგას მაშინ, როცა ისინი მუშაობენ თავიანთი დემოკრატიული მისწრაფებების შესრულებაზე. “მეგობარი აქტი” შექმნილია იმისთვის, რომ გადამწყვეტი მხარდაჭერა გაუწიოს ქართველ ხალხს მათი ქვეყნის ისტორიის ამ გარდამტეხ მომენტში. მოუთმენლად ველოდებით მის გატარებას [თეთრ] სახლში”, […]

მეცნიერებმა შენობებისთვის გაგრილების სპეციალური საფარი შექმნეს

შტუტგარტის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შენობებისთვის შექმნეს ახალი საფარი, რომელსაც შეუძლია წვიმის წყლის შეგროვება და მაგარი ფასადების ცხელ ამინდში გაგრილება. როდესაც გარეთ ცხელა, როგორც წესი, შენობების ზედაპირი შეიძლება გაცხელდეს 90 გრადუს ცელსიუსამდე. ამის გამო ქალაქებში ჩნდება ე.წ სითბოს კუნძულები, სადაც ჰაერის ტემპერატურა საგრძნობლად მაღალია, ვიდრე ბუნებრივ გარემოში. ახალი საფარი კი შეამცირებს ფასადის ტემპერატურას 17 გრადუს ცელსიუსამდე. ეს […]

“ჩემი ხმა” – 30-მდე ორგანიზაცია საარჩევნო ხმების დასაცავად მოხალისეებს ეძებს

“ჩემი ხმა” – ასე ჰქვია სადამკვირვებლო მისიას, რომელიც 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივად შექმნა. პროექტი გულისხმობს მოხალისეთა ჯგუფის შექმნას, რომელსაც ქართული სადამკვირვებლო ორგანიზაციები გადაამზადებენ და გაანაწილებენ ყველა საარჩევნო უბანზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. მოხალისე დამკვირვებლად მუშაობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. ამისთვის, საჭიროა რეგისტრაცია გაიაროთ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე. “თუკი ყველა საარჩევნო უბანზე ჩვენ გვეყოლება მომზადებული და […]

კარგად გვახსოვს რა ხდებოდა 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, როგორ ჩაგრავდა ჩვენს ხალხს ბოროტი ძალა, 1 ოქტომბრის ისტორიული გამარჯვებიდან რამდენიმე წელში „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანას მოუტანა უამრავი ხელშესახები პროგრესი ყველა სფეროში

კარგად გვახსოვს რა ხდებოდა 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, როგორ ჩაგრავდა ჩვენს ხალხს ბოროტი ძალა, 1 ოქტომბრის ისტორიული გამარჯვებიდან რამდენიმე წელში „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანას მოუტანა უამრავი ხელშესახები პროგრესი ყველა სფეროში „ყველას კარგად გვახსოვს რა ხდებოდა 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, როგორ ჩაგრავდა ჩვენს ხალხს ბოროტი ძალა, არ არსებობდა თავისუფლება, გამეფებული იყო შიში, ტერორი, უსამართლობა, 1 ოქტომბრის ისტორიული […]

როგორია საბორნე გადაზიდვების პერსპექტივა საქართველოში? – შალვა წაქაძის შეფასება

საბორნე გადაზიდვების პერსპექტივას და ახალი ტვირთების მოზიდვის პოტენციალს, კომპანია E60 Shipping Line-ის დირექტორი, შალვა წაქაძე BMGTV-ს გადაცემაში „ანალიტიკა“ აფასებს. მისი თქმით, კომპანიამ შეძლო კორიდორის გაერთიანება და გააქტიურება, რომელიც გაწყვეტილი იყო. მან ასევე დასძინა, რომ კორიდორს აქვს პოტენციალი იმისა, რომ ტვირთების მრავალფეროვნება მოიზიდოს. „იყო დრო, როდესაც ცარიელი გემით დავდიოდით, რომ უწყვეტობა შეგვენარჩუნებინა. რა თქმა უნდა, ეს […]

ირანელმა დეპუტატმა დაადასტურა რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდება, თუმცა ოფიციალურად ამას ყველა უარყოფს

ირანის პარლამენტის საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის წევრმა, აჰმად ბაჰშაეშ არდესთანიმ აღიარა, რომ რუსეთს მიაწოდეს ირანული ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც მას უკრაინის დასაბომბად სჭირდება. ამის შესახებ მან ირანულ გაზეთ Didban Iran-თან ინტერვიუში განაცხადა. არდესთანიმ კომენტარი გააკეთა დასავლური მედიის განცხადებებზე რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გაგზავნის შესახებ და განაცხადა, რომ თეირანი იძულებულია აწარმოოს ბარტერული გაცვლები რუსეთთან “ჩვენი მოთხოვნების […]

საქართველოში კიბოს 11 863 შემთხვევა გამოვლინდა – მაჩვენებელი ბოლო 8 წლის განმავლობაში რეკორდულია

2023 წლის განმავლობაში საქართველოში კიბოს 11 863 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქსტატის ვებგვერდზეა მოცემული. უწყება მონაცემებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მონაცემების თანახმად ეს მაჩვენებელი ბოლო 8 წლის განმავლობაში რეკორდულია. წინა წლების სტატისტიკა ასეთია · 2016 წელი -10 048 შემთხვევა · 2017 წელი – 9697 შემთხვევა · […]

ნაკრები ალბანეთშია | 9 სექტემბრის განრიგი

საქართველოს ეროვნული ნაკრები ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ჩავიდა, სადაც ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას ჩაატარებს. ვილი სანიოლის გუნდი ალბანეთში 24 ფეხბურთელის შემადგენლობით ჩავიდა. ალბანეთის ნაკრებთან მატჩამდე ერთი დღით ადრე, 9 სექტემბერს, ვილი სანიოლის გუნდი მატჩისწინა ვარჯიშს შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე გამართავს. ტრადიციულად, საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ჩატარდება საქართველოს ნაკრების მატჩსიწინა პრესკონფერენცია. ალბანეთის და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრა 10 […]

ევროპა დაკრძალვის ეკომეგობრული პრაქტიკის გააქტიურებაზე ფიქრობს

გერმანიის ჰამბურგის შტატი განიხილავს ადამიანის ნაშთების კომპოსტირების პრაქტიკის დაშვებას, როგორც დაკრძალვის ვარიანტს. ეს მეთოდი ეკოლოგიურად უფრო კეთილგანწყობილია, ტრადიციულ დაკრძალვასა და კრემაციასთან შედარებით. საქმე ისაა, რომ ტრადიციული მეთოდით დაკრძალვისას, რაც გარდაცვლილის სხეულის კუბოში მოთავსებასა და მიწაში დამარხვას გულისხმობს, სხეულის ბალზამირებისას გამოიყენება გარემოსთვის მავნე ისეთი ნივთიერებები – ფორმალდეჰიდი, მეთანოლი, ეთანოლი. რაც შეეხება კრემაციას, ერთი ადამიანის სხეულის დაწვისას […]