პარლამენტში არჩეული არც ერთი წარმომადგენელი არ ითანამშრომლებს ივანიშვილისა და “ოცნების” ავტორიტარულ რეჟიმთან – კოალიცია ,,ცვლილებების” მემორანდუმი

“კოალიცია ცვლილებისთვის” გამოდის ინიციატივით, პარლამენტის მომავალმა წევრებმა ხელი მოაწერონ მემორანდუმს, რომ ისინი არანაირი ფორმით არ ითანამშრომლებენ ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების” ავტორიტარულ რეჟიმთან. “საქართველოს მოქალაქეების ინტერესების, ჩვენი სამშობლოს ევროპული ინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარების ინტერესებში, “კოალიცია ცვლილებისთვის” პარლამენტში არჩეული არც ერთი წარმომადგენელი არ ითანამშრომლებს ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” ავტორიტარულ რეჟიმთან,”- განაცხადა ელენე ხოშტარიამ როგორც კოალიციის […]
აშშ-ის სენატში საქართველოს საკითხზე მოსმენა ჩაინიშნა

აშშ-ის სენატში საქართველოს საკითხზე მოსმენა ჩაინიშნა. 12 სექტემბერს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ანტი-არასამთავრობო ორგანიზაციების კანონებსა და დემოკრატიული რეპრესიების სხვა ინსტრუმენტებზე იმსჯელებს. სამ მომხსენებლებს შორის საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური იქნება
კოალიცია ცვლილებისთვის: პირობას ვდებთ, არ ვითანამშრომლებთ ოცნებასთან მთავრობის ფორმირებაში

კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა – ელენე ხოშტარიამ, ნიკა მელიამ, ნიკა გვარამიამ და ზურა ჯაფარიძემ ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, არჩევნების შემდეგ პარლამენტში არჩეული არცერთი წარმომადგენელი არ ითანამშრომლებს ქართული ოცნების ხელისუფლებასთან მთავრობის ფორმირების საკითხში. “ქართველ ხალხს დღეს აერთიანებს მტკიცე და ძლიერი სურვილი ცვლილების და ეს ცვლილება არის შესაძლებელი, ეს ცვლილება ჩვენს ხელშია. ჩვენ როგორც ცვლილების კოალიცია – […]
გიორგი ტყემალაძე – ახალი სატრანსპორტო კვანძი, ვაკე-საბურთალოს მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობას მნიშვნელოვნად განტვირთავს

მიხეილ თამარაშვილის გამზირის და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის გადაკვეთაზე ახალი სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს. მათივე ცნობით, დასრულებული პროექტი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერეს. ინფორმაციის მიხედვით, პროექტის ფარგლებში აღნიშნულ ტერიტორიაზე ორი ამსვლელ-ჩამომსვლელი პანდუსი მოეწყო, რისთვისაც რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები აშენდა. დამონტაჟდა ახალი გარე განათების ქსელი […]
ელენე ხოშტარია – „ქართული ოცნების“ ხელში ევროინტეგრაციის გზის გავლა შეუძლებელია

ერთადერთი, რასაც „ქართული ოცნება“ საკუთარ თავს უკეთებს, არის ის, რომ ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ მიდის და შესაბამისად, ყველაზე ძლიერი ქვეყნებისგან ისჯის თავს – მის ხელში ევროინტეგრაციის გზის გავლა შეუძლებელია, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ხოშტარიას თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში ის უმნიშვნელოვანესი რამ, რასაც ქართველმა ხალხმა მიაღწია, საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერაა. […]
ცესკო 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე პარტიებს ქცევის კოდექსის გაფორმებას სთავაზობს

საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე პარტიებს ქცევის კოდექსის გაფორმებას სთავაზობს. ქცევის კოდექსზე ხელმოწერა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დღეიდან 11 სექტემბრის ჩათვლით შეუძლიათ. საარჩევნო ადმინისტრაციას მნიშვნელოვნად მიაჩნია 2024 წლის არჩევნებისთვის არსებობდეს დოკუმენტი, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების ირგვლივ გააერთიანებს არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს. ამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრაცია, როგორც ნეიტრალური ორგანო, მიუკერძოებელი ფასილიტატორის როლს ასრულებს და თავისი კომპეტენციის […]
ОДКБ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სომხეთი შემადგენლობიდან გავიდეს – სიმონიანი

“არმენპრესის” ინფორმაციით, სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი არ გამორიცხავს, რომ ერთ დღესაც სომხეთმა შესაძლოა ОДКБ-დან გასვლა გადაწყვიტოს. “ამას არავინ გამორიცხავს. მაგრამ ამის მიზეზები ცნობილია. ОДКБ ყველაფერს აკეთებს ამისთვის,”- განაცხადა ალენ სიმონიანმა. რუსეთში გაჟღერებულ მოსაზრებებზე, რომ ОДКБ-დან გასვლის პოლიტიკა ეწინააღმდეგება სომეხი ხალხის ინტერესებს, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სომხეთთან ამ კუთხით მუქარის ენით […]
გიორგი მამარდაშვილმა დაამტკიცა, რომ სხვა დონეზე გადავიდა – ლა ლიგის ექსპერტი

„ლივერპულის“ ოფიციალურ გვერდთან (liverpoolfc.com) ინტერვიუში ლა ლიგის ექსპერტმა, დერმოტ კორიგანმა ისაუბრა „ვალენსიიდან“ „ლივერპულში“ გადასულ გიორგი მამარდაშვილზე, რომლიც „ფრანს ფუტბოლის“ მიერ ორგანიზებულ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაზე სეზონის საუკეთესო მეკარეობაზეა ნომინირებული. „გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი დიდად არ გამკვირვებია. ის ძალიან კარგი მეკარეა და რაღაც ეტაპზე „ვალენსიას“ დატოვებდა. მისი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე გასულ კლუბში გადასვლა იყო. თუმცა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, […]
სემეკმა ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო. აღნიშნული პროცესი გულისხმობს სემეკის სპეციალური ჯგუფის მიერ გამანაწილებელი ქსელების ადგილზე შემოწმებას და მდგომარეობის შეფასებას. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში კომპანიებს გამოსასწორებელი ვადები დაუწესდებათ, რომელთა შესრულება სავალდებულო იქნება. სემეკი, გამანაწილებელი კომპანიების მიერ შესრულებული ტექნიკური სამუშაოების შეფასების დროს ეყრდნობოდა დამოუკიდებელი ინსპექტირების აკრედიტებული კომპანიების აუდიტს. თუმცა, […]
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრესილის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა – ირაკლი ქარსელაძე

,,დასრულდა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრესილის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც გამაგრდა სკოლის კედლები, ასევე განხორციელდა ღონისძიებები ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმართულებითაც. 350 ბავშვზე გათვლილი სკოლა ყველა თანამედროვე მოთხოვნას აკმაყოფილებს”-აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ხრესილის საჯარო სკოლის დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ. სკოლის რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. სკოლის […]