,,როგორ შეიძლება მთავრობის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციას არასამთავრობო ეწოდოს?!“ – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს: ,,როგორ შეიძლება მთავრობის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციას არასამთავრობო ეწოდოს?! არასამთავრობოა ორგანიზაცია, რომელიც სხვა ქვეყნის მთავრობისგან ფინანსდება! P. S. კრიტიკამაც არ დააყოვნა, მართალია, ეგენი სხვა მთავრობის დაფინანსებული ორგანიზაციები არიან და არა საკუთარი ქვეყნის მთავრობის, ამიტომ რა პრობლემააო. მაშინ არასამთავრობო რატომ, დავარქვათ გარესამთავრობო ორგანიზაციები 😂 მაგალითად, NED – აფინანსებს აშშ-ს […]

Politico: ანდრიუს კუბილიუსი გახდება ევროკომისარი უსაფრთხოების, თავდაცვითი მრეწველობისა და კოსმოსის საკითხებში

ევროკომისარ ურზულა ფონ დერ ლაიენის განახლებულ ევროკომისიაში უსაფრთხოების, თავდაცვითი მრეწველობისა და კოსმოსის საკითხების კომისარი, სავარაუდოდ, გახდება ლიტველი პოლიტიკოსი ანდრიუს კუბილიუსი. ამის შესახებ Politico იტყობინება. გამოცემა ამ დასკვნამდე მივიდა ევროკომისიის, ევროპარლამენტისა და ევროპული საბჭოს, ასევე ევროპის ქვეყნების ოფიციალურ პირებთან საუბრების შემდეგ. Politico-ს თქმით, ფონ დერ ლაიენმა ადრე აღნიშნა, რომ თავდაცვის საკითხების კომისრის ახალი თანამდებობა უნდა მიეცეს […]

რუსეთში დასრულდა რეგიონული არჩევნები, ყველა რეგიონულ პარლამენტს “ედინაია როსია” აკონტროლებს

რუსეთში დასრულდა რეგიონული არჩევნები. რეგიონების ყველა ამჟამინდელი ხელმძღვანელი თავის ადგილზე დარჩა. ყველა რეგიონული პარლამენტი მმართველი პარტიის, „ედინაია როსიას“ ხელთაა. გუბერნატორის არჩევნები 21 რეგიონში გაიმართა. მათგან ოცში გაიმარჯვეს კანდიდატებმა „ედინაია როსიადან“, ერთში – იმიერბაიკალეთის მხარეში – დამოუკიდებელმა კანდიდატმა (მას არ ჰყავდა მოწინააღმდეგე „ედინაია როსიადან“). ამომრჩეველთა დაცვის მოძრაობა „გოლოსმა“ გუბერნატორობის ყოველი კამპანიის გაანალიზების შემდეგ განაცხადა, რომ არცერთ […]

პარალიმპიელი ჩემპიონები, პრიზიორები და ასევე მწვრთნელები იქნებიან წარდგენილნი შესაბამის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე – პრემიერი

პარალიმპიელი ჩემპიონები, პრიზიორები და ასევე მწვრთნელები იქნებიან წარდგენილნი შესაბამის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, პარალიმპიელებთან მიმართებით მიდგომა არის ზუსტად ისეთივე, როგორიც იყო ოლიმპიელების შემთხვევაში. „პარალიმპიელებთან მიმართებით მიდგომა არის ზუსტად ისეთივე, როგორც ოლიმპიელების შემთხვევაში და ისინი წარდგენილნი იქნებიან შესაბამის სახელმწიფო ჯილდოებზე ზუსტად იმავე პრინციპით, როგორც წარვადგინეთ ოლიმპიელები. […]

ნიკა გვარამია – საგრანტო ფონდის შექმნა არასამთავრობო სექტორის მოსყიდვაა – სულ რომ შუაზე გასკდეს „ქართული ოცნება“, რა შეთავაზებებიც არ უნდა ჰქონდეს, ხელისუფლებას მაინც დატოვებს

სულ რომ შუაზე გასკდეს „ქართული ოცნება“, რა შეთავაზებებიც არ უნდა ჰქონდეს საზოგადოებისთვის, ის ხელისუფლებას მაინც დატოვებს 26 ოქტომბერს, – ასე გამოეხმაურა “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია მთავრობის ინიციატივას არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდის შექმნის შესახებ. გვარამიას თქმით, ეს სრული აბსურდი და არასამთავრობო ორგანიზაციების მოსყიდვაა. „ეს არის სრული აბსურდი, მოსყიდვა არასამთავრობო ორგანიზაციების. უფრო ხისტად ვიტყვი, სულ […]

კოალიცია „ძლიერი საქართველო“ მოითხოვს, რომ ქარელში, მათ ლიდერებზე მომხდარ თავდასხმაზე დაწყებულ გამოძიებას „პოლიტიკური ნიშნით ძალადობის კვალიფიკაცია“ მიეცეს

კოალიცია „ძლიერი საქართველო“ მოითხოვს, რომ ქარელში, მათ ლიდერებზე მომხდარ თავდასხმაზე დაწყებულ გამოძიებას „პოლიტიკური ნიშნით ძალადობის კვალიფიკაცია“ მიეცეს, – აღნიშნული განცხადება კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ გააკეთა. მისი განმარტებით, გუშინ, ქარელში „ქართული ოცნების“ „ზონდერები“ „ძლიერი საქართველოს“ კოალიციის ლიდერებს, თავს მაშინ დაესხნენ როდესაც საარჩევნო კამპანია ტარდებოდა. „თავდასხმაში მონაწილეობდნენ ვლადიმერ სულაქველიძის, ქარელის მერის მოადგილის ოჯახის წევრები […]

მას შემდეგ, რაც 450-ზე მეტი ორგანიზაცია დარეგისტრირდა იუსტიციის სამინისტროში, გამჭვირვალობის კანონზე საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი კიდევ უფრო უპერსპექტივო გახდა

მას შემდეგ, რაც 450-ზე მეტი ორგანიზაცია დარეგისტრირდა იუსტიციის სამინისტროში, გამჭვირვალობის კანონზე საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი კიდევ უფრო უპერსპექტივო გახდა სამი გონიერი ახალგაზრდა კვალიფიციური იურისტი უპირისპირდებოდა რამდენიმე ოდიოზურ პოლიტიკოსს და „ენჯეოშნიკს“ და აბსოლუტურად თავდაყირა დაუყენეს მთელი სარჩელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „გამჭვირვალობის კანონზე“ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, […]

საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე პარტიებს ქცევის კოდექსის გაფორმებას სთავაზობს

საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე პარტიებს ქცევის კოდექსის გაფორმებას სთავაზობს. ქცევის კოდექსზე ხელმოწერა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დღეიდან 11 სექტემბრის ჩათვლით შეუძლიათ. საარჩევნო ადმინისტრაციას მნიშვნელოვნად მიაჩნია 2024 წლის არჩევნებისთვის არსებობდეს დოკუმენტი, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების ირგვლივ გააერთიანებს არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს. ამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრაცია, როგორც ნეიტრალური ორგანო, მიუკერძოებელი ფასილიტატორის როლს ასრულებს და თავისი კომპეტენციის […]

უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის გაწვევა უკავშირდება მის მიერ ისეთი საყოფაცხოვრებო ნივთის შეძენას, რომელიც მას, უკრაინის ხელისუფლების მოსაზრებით, ომის პირობებში არ უნდა შეეძინა, საუბარია სარეცხ მანქანებზე

უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის გაწვევა უკავშირდება მის მიერ ისეთი საყოფაცხოვრებო ნივთის შეძენას, რომელიც მას, უკრაინის ხელისუფლების მოსაზრებით, ომის პირობებში არ უნდა შეეძინა, საუბარია სარეცხ მანქანებზე ელჩის გაწვევისგან განსხვავებით, ეს არ არის პოლიტიკური აქტი, უკავშირდება კონკრეტული საელჩოს წარმომადგენლის მიერ ისეთი საყოფაცხოვრებო ნივთის შეძენას, რომელიც მას, უკრაინის ხელისუფლების მოსაზრებით, ომის პირობებში არ უნდა შეეძინა, საუბარია სარეცხ მანქანებზე, […]

მივიღეთ გადაწყვეტილება, ქართული NGO-ებისთვის საგრანტო პროგრამა დავაფუძნოთ – ირაკლი კობახიძე

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მთავრობა “ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი” არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის სახელმწიფო საგრანტო პროგრამას შექმნის. ეს განცხადება მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, როცა საუბრობდა ორგანიზაციებზე, რომლებიც რუსული კანონის ფარგლებში “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად” დარეგისტრირდნენ. კობახიძის თქმით, საგრანტო პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას ახლო მომავალში გააცნობენ. “…ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, ქართულიარასამთავრობო ორგანიზაციებისთვის […]