სასათბურე მეურნეობა “გრინარეა” გაფართოებას და სასწავლო პროგრამების ამოქმედებას გეგმავს

სასათბურე მეურნეობა „გრინარეა“ობიექტის გაფართოებას და მომავალი წლის გაზაფხულიდან, სასწავლო პროგრამების ამოქმედებას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-სთან ობიექტის დამფუძნებელმა, ნინო ხარხელაურმა ისაუბრა. “გრინარეას” ორი სათბური აქვს, ერთი თბილისში, სოფელ დიღომში მდებარეობს, სადაც გამოყვანილ მცენარეებს როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე ყიდიან. მეორე კი – მარნეულში. „მარნეულში გვაქვს მიწის ნაკვეთი, სადაც სათბური გავაკეთეთ და იქ გაფართოებას ვფიქრობთ, რადგან გვგონია, რომ […]

თუ სიტუაცია არ გამოსწორდა, ვფიქრობ, ერთ-ერთი გამოსავალი მასტერკლასების შეთავაზებაა – AtaBata

თუ სიტუაცია არ გამოსწორდა, ვფიქრობ ერთ-ერთი გამოსავალი მასტერკლასების და სასწავლო პროგრამის შეთავაზებაა, – ამის შესახებ საქორწილო აქსესუარების ბრენდი Atabata–ს დამფუძნებელი თამარ წიკლაური BM.GE-სთან საუბრობს. მისივე ცნობით, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, გაყიდვებში აქტივობა 100%-ით გაჩერებულია. შესაბამისად, ბრენდი უფრო პრაქტიკული მიმართულებით განვითარებაზე ფიქრობს. „ვიმედოვნებთ, რომ სიტუაცია დალაგდება და ბიზნესსაც რაღაც კუთხით გადავარჩენთ. ამ ეტაპზე, მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, […]

დონალდ ტრამპი – ოვალურ კაბინეტში დაბრუნების პირველივე დღეს დავიწყებთ ყველაზე დიდ დეპორტაციის ოპერაციას ამერიკის ისტორიაში

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, როგორც კი 20 იანვარს მოვალეობის შესრულებას შეუდგება, ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდ დეპორტაციის ოპერაციას დაიწყებს, – ინფორმაციას New York Post-ი ავრცელებს. „ოვალურ კაბინეტში დაბრუნების პირველ დღეს, ხელს მოვაწერ აღმასრულებელი ბრძანებების ისტორიულ ფურცელს, რომ დავკეტოთ ჩვენი საზღვრები არალეგალი უცხოელებისთვის და შევაჩეროთ შემოჭრა ჩვენს ქვეყანაში. იმავე დღეს, დავიწყებთ ყველაზე დიდ დეპორტაციის ოპერაციას […]

რობერტ ფიცო – ვლადიმერ პუტინთან ჩემი შეხვედრა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე რეაქცია იყო

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, მისი მოსკოვში ვიზიტი იყო რეაქცია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებზე, რომ უკრაინის გავლით გაზის ნებისმიერი ტრანზიტის წინააღმდეგია. „ჩემი დღევანდელი შეხვედრა იყო რეაქცია ვოლოდიმირ ზელენსკიზე, რომელმაც ხუთშაბათს ჩემს პირად შეკითხვას უპასუხა, რომ უკრაინის გავლით ჩვენს ტერიტორიაზე გაზის ნებისმიერი ტრანზიტის წინააღმდეგია“, – წერს ფიცო სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“. სლოვაკეთის პრემიერის მტკიცებით, რუსეთის პრეზიდენტმა, […]

დონალდ ტრამპი – პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ მას სურს ჩემთან შეხვედრა რაც შეიძლება მალე – ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას სურს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ამასთან, ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მასთან რაც შეიძლება მალე შეხვედრა სურს. „ერთ-ერთი რამ, რისი გაკეთებაც სწრაფად მსურს – და პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ მას სურს ჩემთან შეხვედრა რაც შეიძლება მალე, ამიტომ ჩვენ უნდა დაველოდოთ […]

„ოცნების“ წინააღმდეგ პროტესტი სულ უფრო მზარდია

პროტესტის 25 დღე ახალი არჩევნების დანიშვნის, დემონსტრანტების გათავისუფლებისა და სასტიკ ძალადობაზე პასუხისმგებელი მოხელეების დასჯის მოთხოვნით. ეუთოს უაღრესად კრიტიკული დასკვნის, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს „ოცნების“ ლეგიტიმურობას და სანციების შემდეგ, პროტესტის მონაწილეთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა

სლოვაკეთის პრემიერი მოსკოვში პუტინს შეხვდა, საუბარი რუსეთის ბუნებრივ აირის მიწოდებას შეეხო

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კრემლში 22 დეკემბერს მოლაპარაკებები გამართა სლოვაკეთის პრემიერმინისტრ რობერტ ფიცოსთან, ერთ-ერთ იმ რამდენიმე ევროპელ ლიდერთან, რომელთანაც პუტინი ინარჩუნებს კავშირებს მას შემდეგ, რაც მოსკოვმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო თითქმის სამი წლის წინ. ფიცო რუსეთში “სამუშაო ვიზიტით” ჩავიდა და პირადად შეხვდა პუტინს, განუცხადა კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti-ს. პესკოვის […]

ჯო უილსონი – ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური – ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

საქართველოში ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით , – ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ეუთოს/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ კვლავ იმეორებს, რომ “ქართული ოცნება” არალეგიტიმურია. “საქართველოში არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ იმას, რაც ვთქვი: დე ფაქტო “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის […]

სობოსლაიმ “ლივერპულის” წარმატების მიზეზი განმარტა

სტუმრად “ტოტენჰემთან” მოგებულ მატჩში (6:3) “ლივერპულის” ნახევარმცველმა დომინიკ სობოსლაიმ გოლი გიტანა, საგოლე გადაცემა გააკეთა და შეხვედრის დასრულების შემდეგ ამ სეზონში თავისი გუნდის თამაში შეაფასა: “მართალი გითხრათ, არავინ მოელოდა, თუ არნე სლოტის ხელმძღვანელობით ასე წარმატებულად ვიასპარეზებდით, არც მე და არც თავად სლოტი. თუმცა, მას სჯერა ჩვენი და ჩვენ მისი. ვფიქრობ, ყველამ დავამტკიცეთ, რომ ბოლომდე შეგვიძლია დავიხარჯოთ. […]

“შემცირებულია მოთხოვნაც და გაყიდვებიც”- ISPACE

ქვეყანაში სამომხმარებლო აქტივობა მცირდება, რითეილ სექტორში გაყიდვების მკვეთრ ვარდნაზე საუბრობენ. სავაჭრო ცენტრების, ტექნიკის მაღაზიების და ონლაინ ვაჭრობის პლატფორმების ნაწილი აცხადებს, რომ დეკემბრის გაყიდვების გეგმების დაკორექტირება მოუწიათ და ის გათვლა, რაც წლის ყველაზე შემოსავლიან თვეზე კეთდებოდა, მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე მიუღწეველი გახდა. მომხმარებლის ქცევის ცვლილებაზე საუბრობენ ტექნიკის მაღაზიებიც, მათთვისაც დეკემბერი წლის ყველაზე შემოსავლიანი თვეა, თუმცა გაყიდვების […]