“პროფესიონალ მატყუარას მოუწევს დებატებში დაჯდომა”– ლევან გოგიჩაიშვილი ივანიშვილს დებატებში იწვევს

“ოცნების” ყოფილი წევრი და გახარიას გუნდის წარმომადგენელი ლევან გოგიჩაიშვილი ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს და ამბობს: “ბიძინა ივანიშვილის სიტყვას ფასი არ აქვს. ის მუდმივ რეჟიმში იტყუება და შესაბამისად, არის პროფესიონალი მატყუარა. ჩემი აზრით, რამაც გადააწყვეტინა, ეს არის შიში, შიში, რომელიც მას გლობალურად აწუხებს. ბიძინა ივანიშვილს მოუწევს დებატებზე დაჯდომა, მას მოუწევს კითხვებზე პასუხების გაცემა, ის ვერ დაიმალება […]
“არსებობს ცრურწმენა, რომ ადამიანები სიკვდილის წინ ლამაზდებიან”– ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე: რა მაგის პასუხია და არსებობს ცრურწმენა, რომ ადამიანები სიკვდილის წინ ლამაზდებიან. ხოდა, ცოტა უფროს თაობას რამდენჯერმე ზედიზედ თუ ეტყოდი, “რა ლამაზი ხარ, რა კარგად გამოიყურები”, ზოგჯერ ასე მოულოდნელ, შოკურ პასუხს გიბრუნებდნენ, – მართლა? ვააა, ხომ არ ვკვდები? ხოდა ჩავიხედე ამ დილას სარკეში ბალიშის ფორმის თავით და ნაღდად არ ვკვდები. გამიხარდა რაღაცნაირად.
სპეცრაზმის მიერ ნაცემი ალეკო ელისაშვილი სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციის მიერ ნაცემი ალეკო ელისაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა. დღეს მან ფორმულასთან საუბრისას თქვა, რომ გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. მას სასამართლო ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება. საქმე ეხება 17 აპრილს გამართულ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას, როდესაც ალეკო ელისაშვილი პოლიციის მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს და რუსთაველის ტერიტორიიდან […]
სასამართლომ უცხო ქვეყნის მოქალაქე დედა-შვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სასამართლომ უცხო ქვეყნის მოქალაქე დედა-შვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, დედა-შვილი დიდი ოდენობით ნარკოტიკს გასაღების მიზნით ინახავდა. „ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტებზე 2 […]
ნატო-ს ახალი გენერალური მდივანი მოვალეობის შესრულებას 1-ელი ოქტომბრიდან შეუდგება

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის უფლებამოსილება 1-ელ ოქტომბერს დასრულდება და მას ნიდერლანდების ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მარკ რუტე ჩაანაცვლებს. ინფორმაციას ალიანსი ავრცელებს. გენერალური მდივნის მანდატის იენს სტოლტენბერგიდან მარკ რუტეზე გადასვლის აღსანიშნავი ღონისძიებები ნატოს შტაბბინაში ჩატარდება.
ლევან ხაბეიშვილი – ჩემზე თავდასხმა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და ეს არც დაუმალავს ივანიშვილის გაგრძელებას – „ხარებას“ – ამგვარი ნაბიჯები ბარიერია ჩვენსა და ევროკავშირს, ჩვენსა და 14 მილიარდიან დახმარებას შორის

ცხადია, ჩემზე თავდასხმა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და ეს არც დაუმალავს ბიძინა ივანიშვილის გაგრძელებას – „ხარებას“, მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ ერთი ადამიანის წინააღმდეგ მიმართული ქმედება – ამგვარი ნაბიჯები ბარიერია ჩვენსა და ევროკავშირს, ჩვენსა და 14 მილიარდიან დახმარებას შორის, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის წინააღმდეგ გამართული […]
რამზან კადიროვი კვლავ ცდილობს დაამტკიცოს, რომ ის ჯანმრთელია

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ყოველ სამ თვეში იტარებს ჯანმრთელობის „კაპიტალურ რემონტს“ და „დიდ რემონტს“ ყოველ ნახევარ წელიწადში. საკუთარი ჯანმრთელობის თაობაზე კომენტარი კადიროვმა გროზნოში საღამოს სეირნობის დროს 29 აგვისტოს გააკეთა- „რაკი დავდივარ, ესე იგი ცოცხალი ვარ“, – იხუმრა რამზან კადიროვმა. „რაც თავი მახსოვს სულ „მკლავენ“ და „მესვრიან“, ახლა კი სერიოზული დაავადებები მომიგონეს. ცოტა მოვიმატებ […]
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დელეგატობის კანდიდატი ანტონ ობოლაშვილი წინასაარჩევნო შეხვედრებს ადიგენში მართავს

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ადიგენის დელეგატობის კანდიდატი ანტონ ობოლაშვილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების: ფარეხას, აბასთუმანის, საღრძეს, ვარხანის, ხარჯამის, წახანის, წახანწყაროს და ქიქინეთის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე არსებული საჭიროებები, გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, ინფორმაცია მიაწოდეს სამომავლო გეგმებთან, დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით. ანტონ ობოლაშვილმა ხაზი გაუსვა არჩევნებში პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვების მნიშვნელობას. „მშვიდობას […]
ელექტრონული ხმის მიცემის პროცესი არის ის გარანტია, რომელიც ხმას ჩააკმენდინებს “გაყალბდა, გაყალბდა”-ს დამკვიდრების მსურველებს
„დღეს რამდენიმე საარჩევნო უბანზე გახლდით, სადაც იმიტირებული არჩევნები მიმდინარეობდა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ელექტრონული ხმის მიცემის პროცესი არის ის გარანტია, რომელიც ხმას ჩააკმენდინებს “გაყალბდა, გაყალბდა”-ს დამკვიდრების მსურველებს.“- ამის შესახებ წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი. როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ადგილზე გაეცნო ვითარებას და ერთ-ერთ დამკვირვებლის, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებს” წარმოადგენდა, შეფასება გადმოსცა, […]
“არც მოინდომებს და რომც მოინდომოს, ვერ შეძლებს” – რომან გოცირიძე ხვიჩა კვარაცხელიაზე

რომან გოცირიძე ფეხბურთელ, ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს. “კალაძე და კობახიძე ურეკავენ ვიდეოზარით ხვიჩა კვარაცხელიას, ულოცავენ გამარჯვებას, ამას ჩუმად იღებენ კამერით და ავრცელებენ სოციალურ ქსელში. უნამუსობა და უზნეო სპეკულაციაა ეს. “კვარა” არასდროს გახდება ქოცი. არც მოინდომებს და რომც მოინდომოს, ამას ვერ შეძლებს. საპარლამენტო სიის ასაკი რომ მოუწევს, “ქოცობა” კარგა ხნის გადაშენებული იქნება.” […]