ქეთევან თურაზაშვილი – სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაციის წლობით გაწელილი პროცესი განათლების ხარისხს საგრძნობლად აზიანებს, სამინისტრო კი ამ პრობლემას არ იმჩნევს

სასწავლო პროცესი მალე დაიწყება და ასობით სკოლა ქვეყნის მასშტაბით არ არის მზად იმისთვის, რომ ბავშვები მიიღოს. ათასობით მოსწავლე საკუთარ სკოლაში წელსაც ვერ დაბრუნდება იმის გამო, რომ სკოლების დიდ ნაწილში რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციის დაუსრულებელი პროცესი მიმდინარეობს, რაც დადგენილ ვადებს ხშირ შემთხვევაში რამდენიმეჯერ აღემატება, – ამის შესახებ კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ქეთევან თურაზაშვილი აცხადებს. მისი თქმით, მშენებლობა/რეაბილიტაციის წლობით […]
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 სექტემბრის დღის ბოლოდან 13 სექტემბრის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ელჭექის დროს ქარის შკვალური გაძლიერება. „მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
მდინარაძის თქმით, ივანიშვილი „ოცნების“ სიის სათავეში ერთი მიზეზითაა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილს არანაირი თანამდებობა არ აინტერესებს და ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ის „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერია, “საკონსტიტუციო უმრავლესობის გარანტირებაა”. „აბსოლუტურად შემიძლია გამოვრიცხო, რომ ბიძინა ივანიშვილი იყოს პრეზიდენტი ან ა.შ. რა თანამდებობა, რაში აინტერესებს საერთოდ?“, — უთხრა მდინარაძემ ჟურნალისტებს და დასძინა, რომ ივანიშვილს სამშობლო აინტერესებს. მისი თქმით, ერთადერთი მიზეზი, […]
სკოლა “პროგრესმა“ სახელმწიფოსგან მიწა ₾6.5 მლნ-ად საინვესტიციო ვალდებულებით იყიდა

სოფელ დიღომში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 20 327 მ²-ის ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 6 576 000 ლარად საინვესტიციო ვალდებულებით გაიყიდა. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ქონება პრივატიზებისთვის პირობიან აუქციონზე 23 აგვისტოს გამოიტანა და მის დასრულებამდე ერთი საათით ადრე 1 ბიჯის გაკეთებით კომპანია “ქართულ-ამერიკული აკადემია პროგრესმა” შეიძინა. რაც შეეხება 6.5 მლნ ლარად ნაყიდი მიწის საინვესტიციო ვალდებულებას, რომელიც […]
იგორ სტრელკოვს უარი უთხრეს უკრაინის წინააღმდეგ ომში გაგზავნაზე

ექსტრემისტული მოწოდებებისთვის გასამართლებულ იგორ სტრელკოვს (გირკინს) სამხედრო ხელისუფლებამ უარი უთხრა უკრაინის წინააღმდეგ ომში გაგზავნაზე. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, ამის შესახებ მისმა მეუღლემ, მიროსლავა რეგინსკაიამ განაცხადა. მან წაიკითხა ქმრის მიერ გამოგზავნილი წერილიდან ციტატა, რომელშიც გირკინი ჩივის, რომ სამხედრო კომისარიატში არც კი მიიღეს მისი განცხადება იმ მოტივით, რომ „პოლკოვნიკები არ სჭირდებათ“. ექსტრემიზმისკენ მოწოდებების საქმესთან დაკავშირებით, 2024 […]
„ქართული ოცნების“ რეკლამის ეთერში არგაშვების გამო „მთავარი არხს“ სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინეს

საქართველოს კომუნიკაციების კომისიას მიაჩნია, რომ „მთავარმა არხმა“ ხელისუფლებაში მყოფ „ქართულ ოცნება“ უმიზეზოდ უთხრა უარი საარჩევნო კლიპის განთავსებაზე. არხს მიაჩნია, რომ ვიდეოკლიპი სიძულვილის ენას ავრცელებდა და ეწინააღმდეგება რეკლამის შესახებ კანონს. წინასაარჩევნო პერიოდში ყველა საერთო მაუწყებელი ვალდებულია არჩევნებში მონაწილე კვალიფიციურ სუბიექტებს დაუთმოს სარეკლამო დრო უფასოდ, ვიდეორგოლის შინაარსზე ტელეარხი პასუხს არ აგებს. მმართველი პარტიის საარჩევნო კლიპში, რომლის განთავსებაზეც […]
უკრაინელების პროტესტის შემდეგ კანადური ტელევიზია აღარ აჩვენებს ფილმს „რუსები ომში“

უკრაინელების პროტესტის შემდეგ კანადური ტელეკომპანია დოკუმენტურ ფილმს სახელწოდებით „რუსები ომში“ ეთერში აღარ გაუშვებს. ინფორმაციას ამის შესახებ დამოუკიდებელი რუსულენოვანი მედიასაშუალება „მედუზა“ ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, კანადური ტელეკომპანია TVO აღნიშნავს, რომ უკრაინულ-კანადური საზოგადოების გამოხმაურება გაითვალისწინეს და ფილმს აღარ აჩვენებენ. გადაწყვეტილება კომპანიის დირექტორთა საბჭომ მიიღო. გამოცემა აღნიშნავს, რომ ფილმის პრემიერა ვენეციის კინოფესტივალის არასაკონკურსო პროგრამის ფარგლებში 7 სექტემბერს შედგა. […]
ნეტო-აღრიცხვის ქსელში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობამ 1459 შეადგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილ ნეტო-აღრიცხვის პროგრამაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ნეტო-აღრიცხვის ქსელში ჩართულია 1459 სადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით 97 მეგავატი. მათ შორის სს „თელასის“ გამანაწილებელ ქსელში ჩართულია 378 სადგური, ხოლო სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელში – 1081. სემეკის რეგულაციების შესაბამისად, საკუთარი მოხმარებისათვის, მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს […]
Financial Times: “დასავლეთი საქართველოში კრიზისისთვის უნდა მოემზადოს – ქვეყანა უკონტროლო დინებაშია”

Financial Times ტიმ ჯუდას მოსაზრებას აქვეყნებს, რომელიც საქართველოში საარჩევნო პერიოდს ეხება და ქვეყანაში არსებულ ვითარებას განიხილავს. როგორც გამოქვეყნებულ მასალაში ვკითხულობთ, “დასავლელი ლიდერები უნდა მოემზადონ საქართველოს სრულმასშტაბიანი კრიზისისთვის.“ საქართველო უკონტროლო დინებაშია. რადგანაც ქვეყანა დღეებს ითვლის არჩევნებამდე, ქართული ოცნების ბევრი მოწინააღმდეგე, მიიჩნევს, რომ ის გააკეთებს ყველაფერს, რათა ძალაუფლებაში დარჩეს. რუსი ლიდერები უკვე ხედავენ არჩევნების ძალადობრივ გადაწყვეტას. ევროატლანტიკურ […]
რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ყირიმის უკრაინის შემადგენლობაში დაბრუნება საერთაშორისო სამართლის მოთხოვნაა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. “ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისადმი ურყევია. ყირიმის უკრაინის შემადგენლობაში დაბრუნება საერთაშორისო სამართლის მოთხოვნაა”, – განაცხადა ერდოღანმა ვიდეო მიმართვაში ყირიმის პლატფორმის ლიდერთა მეოთხე სამიტზე. ერდოღანმა აღნიშნა, რომ ყირიმის ანექსიამ, რომელსაც თურქეთი პირველივე დღიდან ეწინააღმდეგებოდა, […]