ბაიდენი ამბობს, რომ მუშაობს კიევისთვის შორი რადიუსის იარაღის გამოყენების უფლების მიცემაზე

10 სექტემბერს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია უკრაინისთვის შორი რადიუსის იარაღით იერიშების ნების დართვის საკთხზე მუშაობს. ჯო ბაიდენს ჰკითხეს, მოუხსნის თუ არა ვაშინგტონი მიწოდებულ იარაღზე შეზღუდვას კიევს და მისცემს თუ არა მას უფლებას, შორი რადიუსის საჰაერო სისტემები რუსეთის წინააღმდეგ ომში გამოიყენოს. პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ისინი “ახლა ამაზე მუშაობენ”. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, […]

რუსეთის დაზვერვა: აშშ საქართველოს არჩევნებში ჩარევას ამ გზით ცდილობს

საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრესცენტრი მორიგ განცხადებას ავრცელებს. ოკუპანტი ქვეყნის უწყება ირწმუნება, რომ ვაშინგტონი ცდილობს დაგეგმილ არჩევნებში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მეშვეობით ჩაერიოს. საგარეო დაზვერვის სამსახურში შემავალი მონაცემებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ემზადება ახალი ინსტრუმენტის ასამოქმედებლად საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენებში ჩასარევად, ვაშინგტონისთვის არახელსაყრელი, ამჟამად მმართველი პარტიის „ქართული […]

მდინარაძის მტკიცებით, გამორიცხულია ივანიშვილმა პრეზიდენტის ან სხვა თანამდებობა დაიკავოს

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო სიის პირველ ნომრად დასახელების ერთადერთი მიზეზი – 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაა. მდინარაძის მტკიცებით, “აბსოლუტურად გამორიცხულია” რომ ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტის ან სხვა თანამდებობა დაიკავოს, რადგან მისივე მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილს თანამდებობა “არ აინტერესებს”, რაც “თავის დროზე პოლიტიკიდან გასვლით დაამტკიცა”. მდინარაძის თქმით, სიის პირველ ნომრად ბიძინა […]

VIDEO: “ რა იცის სალომე ზურაბიშვილმა, ამ ქვეყანაზე არ არის “ – რას ამბობს თბილისის მერი პრეზიდენტზე

თბილისის მერი კახი კალაძე საქართველოს პრეზიდენტზე სალომე ზურაბიშვილზე კომენტარს აკეთებს: “ რა იცის სალომე ზურაბიშვილმა, საერთოდ მოწყვეტილია რეალობას, ამ ქვეყანაზე არ არის, რა იცის?…” როგორც თბილისის მერი ამბობს “ქართული ოცნება” არანაირ კრიზისში არ არის. იხილეთ ვრცლად:

თიბისი სურსათის უვნებლობის საკითხებზე ტრენინგს გთავაზობთ

თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს. პარასკევს, 13 სექტემბერს 11:00 საათზე, ონლაინ შეხვედრის რეჟიმში, სურსათის უვნებლობისა და HACCP-ის სისტემის შესახებ ტრენინგს ჩაატარებს ინგა ცერცვაძე, Adjara Group-ის სურსათის უვნებლობის შიდა აუდიტორი. 2 საათიანი ონლაინ ტრენინგი მოიცავს შემდეგ საკითხებს: · ზოგადი მოთხოვნები საკვები ობიექტის მიმართ · […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 სექტემბერს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, შეზღუდვა მცხეთას, მცხეთის რაიონის სოფლებს, დუშეთის რაიონის სოფლებსა და თბილისის ზოგიერთ უბანს შეეხება. „ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 სექტემბერს 07:00-იდან 08:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთაში კოსტავას, კარიბჭის, ჯავახიშვილის, იბერიელის […]

მამუკა მდინარაძე ჯო ვილსონის განცხადებაზე – ეროვნული თავმოყვარეობა იმას ნიშნავს, დღენიადაგ არ იძახოთ: რუსებმა ის თქვეს, გერმანელებმა და ამერიკელებმა ეს თქვეს – თქვენ საკუთარი სამშობლო გაქვთ და სამშობლოს ემსახურეთ!

ეროვნული თავმოყვარეობა იმას ნიშნავს, დღენიადაგ არ იძახოთ: – რუსებმა ის თქვეს, გერმანელებმა და ამერიკელებმა ეს თქვეს – ყველას თავისი გზა აქვს! თქვენ საკუთარი სამშობლო გაქვთ და სამშობლოს ემსახურეთ! – ასე უპასუხა უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ამერიკელ კონგრესმენ ჯო ვილსონის შეფასებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომლის განცხადებითაც, „საქართველოს ინტერესში უნდა ყოფილიყო მიეღოთ კანონი, რომელიც შეიძლება იდენტიფიცირებული, როგორც […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6970 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6970 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6970 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6959 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9786 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9755 ლარს შეადგენდა. […]

“ძვირფასო ოლიმპიელებო, ვლოცულობ, რომ ღმერთმა გაპატიოთ ეს მძიმე ცოდვა” – ლევან ლორთქიფანიძე

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე: პარლამენტის წევრობა მარტივი არ არის. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებითა და პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით დეპუტატობა ნებისმიერი პატიოსანი ადამიანისთვის ასკეტური შრომა უნდა იყოს. ერთმა შესანიშნავმა კაცმა მითხრა, ნამდვილი პარლამენტარი განდეგილი ბერის დატვირთვით უნდა ცხოვრობდესო. ძვირფასო ოლიმპიელებო, თქვენ შეიძლება სამასი კილოგრამის ატაცება შეგიძლიათ, მაგრამ დეპუტატობისთვის აუცილებელი ცოდნა და კომპეტენცია არ გაქვთ. თუ ბირთვის კვრას სჭირდება […]

“ამიტომ მიყვარს ეს ქვეყანა – მივიღეთ განმარტება, რომ აშშ-ის დახმარების შეჩერება ჩვენს ინსტიტუტს არ შეეხება” – გოდოლაძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, თეა გოდოლაძის თქმით, აშშ-ის მიერ $95-მილიონიანი დახმარების შეჩერება, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსიტუტს და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრს არ შეეხება. როგორც გეოლოგი სოციალურ ქსელში განმარტავს, ა.შ.შ.-ში ძალიან კარგად ესმით, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ხალხის, ქვეყნის უსაფრთხოებას და მოქალაქეების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსტიტუციის შეუფერხებელ მუშაობას. ილიას სახელმწიფო უნივევრსიტეტის დედამიწის […]