მოქალაქე, რომელმაც ირაკლი კობახიძეს ბათუმში “მონა” დაუძახა 1500 ლარით დააჯარიმეს

მოქალაქე ხათუნა ბერიძე, რომელმაც პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძესა და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებს „მონებო, მოღალატეებო, გამყიდველებო“ დაუძახა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 1500 ლარით დააჯარიმა. როგორც ხათუნა ბერიძე ამბობს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდნენ. “მსუსხავი სასჯელი, პატიმრობა შეუფარდეთ ბევრჯერ არის დაჯარიმებული და მაინც ეძახის მოღალატეებს ჩვენს მამა-მარჩენლებსო ბრალდების მხარემ. კობახიძეს როგორ აკადრე მონა რომ […]
პრეზიდენტი – უკრაინის სრული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა კრიტიკული ნაბიჯია, რადგან რუსეთმა საზღვრების პატივისცემა უნდა ისწავლოს არა მხოლოდ უკრაინაში, საქართველოშიც, მოლდოვაში და დანარჩენ ევროპაში

უკრაინის სრული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა კრიტიკული ნაბიჯია მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, რადგან რუსეთმა საზღვრების პატივისცემა უნდა ისწავლოს – არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ საქართველოშიც, მოლდოვაში და დანარჩენ ევროპაში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყირიმის პლატფორმის მეოთხე სამიტზე სიტყვით გამოსავლისას განაცხადა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, „შავი ზღვის რეგიონში რუსეთის ექსპანსია აფხაზეთის ოკუპაციიდან ყირიმის ანექსიამდე, ან […]
სალომე ზურაბიშვილი – უკრაინაში მიმდინარე ომმა რუსული აგრესიის ნამდვილი სახის წინაშე დაგვაყენა -ეს მხოლოდ უკრაინის ტრაგედია არაა, ეს გაფრთხილებაა მსოფლიოსთვის, რომ თუ რუსეთი შეჩერებული არ იქნება, ამ სასტიკი მეთოდების გამოყენებას გააგრძელებს

უკრაინაში მიმდინარე ომმა რუსული აგრესიის ნამდვილი სახის წინაშე დაგვაყენა. ეს მხოლოდ უკრაინის ტრაგედია არაა; ეს გაფრთხილებაა მსოფლიოსთვის, რომ თუ რუსეთი შეჩერებული არ იქნება, ამ სასტიკი მეთოდების გამოყენებას გააგრძელებს -ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყირიმის პლატფორმის მეოთხე სამიტზე სიტყვით გამოსავლისას განაცხადა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ქართველი ხალხი უკრაინის გვერდით დგას, ისევე, როგორც მთელი მსოფლიო. „ბატონო […]
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის კამპანიის ღონისძიება „კი ევროპას“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გვანცა გაზდელიანმა და გიორგი კუპატაძემ გახსნეს

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თბილისის კამპანიის ღონისძიება „კი ევროპას“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გვანცა გაზდელიანმა და გიორგი კუპატაძემ გახსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს. თბილისში, ევროპის მოედანზე, მშვიდობის ხიდის გვერდით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის კამპანიის ღონისძიების – “კი ევროპას” გახსნისას გვანცა გაზდელიანმა განაცხადა, რომ ფრაზა “პოლიტიკა ბინძური საქმეა” ქვეყნის წინსვლისა და კეთილდღეობის მთავარი მტერია. “დავიწყებ […]
სალომე ზურაბიშვილის სიტყვა ყირიმის პლატფორმის მეოთხე სამიტზე

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სიტყვა ყირიმის პლატფორმის მეოთხე სამიტზე: “ბატონო პრეზიდენტო, პატივცემულო საზოგადოებავ, რუსეთის მიერ ყირიმში შეჭრიდან და მისი უკანონო ანექსიიდან 10 წელი გავიდა და უკვე 900 დღეზე მეტია, რაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სასტიკს ომს აწარმოებს. დამთხვევაა, რომ ეს სამიტი 11 სექტემბერს იმართება? რომ 23 წლის წინ ტერორმა თავისუფლებისა და დემოკრატიის შუაგულს დაარტყა, მოკლა და […]
„ყველა ავიაკომპანია, რომელსაც Lufthansa ყიდულობს, რამდენიმე წელიწადში მცირდება“ – Ryanair-ის აღმასრულებელი დირექტორი

Ryanair-ის აღმასრულებელი დირექტორი ედი უილსონი ამტკიცებს, რომ „ყოველი ავიაკომპანია, რომელსაც Lufthansa ყიდულობს, რამდენიმე წელიწადში მცირდება“ და პროგნოზირებს, რომ იგივე მოხდება TAP-ის შემთხვევაში, თუ მას გერმანული ჯგუფი შეიძენს. ერთ-ერთი რამ, რაშიც გერმანელები ნამდვილად კარგად არიან, არის „ადამიანებისგან საუკეთესო ღირებულების გამოტანა“, რის გამოც მათ იყიდეს Brussels Airlines, Austrian Airlines და Swiss და არასოდეს გაფართოვდნენ, ხაზგასმით აღნიშნა ვილსონმა […]
ამხელა წარმატება ჭიდაობაში, ძიუდოში, არის იმის დამსახურება, რომ დიდი ისტორიული ტრადიციები გვაქვს – ირაკლი კობახიძე

ამხელა წარმატება ჭიდაობაში, ძიუდოში, არის იმის დამსახურება, რომ გვაქვს ამხელა ისტორიული ტრადიციები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ძლევიჯვარში განაცხადა, სადაც ქართული ჭიდაობის ტურნირის ფინალურ შეხვედრებს დაესწრო. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღევანდელი ტურნირი ძალიან მნიშვნელოვანია. „ჭიდაობა არის ჩვენი სიამაყე. დღეს რომ ამხელა წარმატება გვაქვს ჭიდაობაში, ძიუდოში, არის იმის დამსახურება, რომ გვაქვს ამხელა ისტორიული ტრადიციები. […]
თინა ხიდაშელი – ჩემთვის სრულიად ნათელია, რატომ აღმოჩნდა, რომ 12 წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი სიაში უნდა იყოს – „ქართული ოცნება“ სასოწარკვეთილია, ივანიშვილის სახით თამაშში მთავარი ჯოკერი გამოიყვანეს

ჩემთვის სრულიად ნათელია, რატომ აღმოჩნდა, რომ 12 წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი სიაში უნდა იყოს – „ქართული ოცნება“ არის სასოწარკვეთილი, – ამის შესახებ „სამოქალაქო იდეის“ ლიდერმა, თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. თინა ხიდაშელის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ იმ მასშტაბის მხარდაჭერაც არ აქვს, რაც შესაძლებელს გახდის მათ მიერ მთავრობის დაკომპლექტებას და ამიტომ ბიძინა ივანიშვილის სახით „მთავარი […]
აშშ უკრაინას 700 მილიონი დოლარის ოდენობის ჰუმანიტარულ და ენერგეტიკულ დახმარებას გადასცემს

აშშ უკრაინას 700 მილიონი დოლარის ოდენობის ჰუმანიტარულ და ენერგეტიკულ დახმარებას გადასცემს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კიევში უკრაინელ და ბრიტანელ კოლეგებთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ რუსეთი კვლავ ცდილობს უკრაინულ ენერგეტიკაზე თავდასხმებს, „რათა სიცივე იარაღად გამოიყენოს უკრაინული ერის წინააღმდეგ.” „სწორედ ამიტომ დღეს ახალი დაფინანსების 325 მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ ვაცხადებთ უკრაინული […]
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ყვარელში იმართება

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლების: ალმატის, შილდისა და საბუეს მოსახლეობას შეხვდა. პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობასთან შეხვედრაზე ისაუბრეს მშვიდობიანი განვითარების იმ გზაზე, რასაც საქართველო ბოლო წლების განმავლობაში გადის. „ხაზი გავუსვი იმ გარემოებას, რომ მშვიდობიანი განვითარების პირობებში, ყველა დასახული მიზნისა და პროექტის განხორციელება იქნება […]