აშშ-ში 82.3%-ით მეტი ქართული ღვინო გავიდა

ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაცია (AAWE) წერს, რომ 2013 წლიდან 2023 წლამდე პერიოდში შეერთებულმა შტატებმა ქართული ღვინის იმპორტი $0,8 მლნ-დან $5,2 მლნ-მდე გაზარდა. ასოციაციის მონაცემებით, 2023 წელს ქართული ღვინის იმპორტმა აშშ-ს ღვინის მთელი იმპორტის 0,078% შეადგინა, როდესაც 2013 წელს ეს მაჩვენებელი 0,016%-ს შეადგენდა. ხაზგასასმელია, რომ 2022 წელს, აშშ-ში ქართული ღვინის იმპორტმა შეადგინა $5.4 მლნ, ხოლო 2023 […]
გია ჯაფარიძე – თბილისს არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ ის არის ევროპის დედაქალაქი, დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერსაც თბილისი უარს ეტყვის რუსულ ჭაობს, საერთაშორისო იზოლაციას და აირჩევს ევროპულ კეთილდღეობას

თბილისს არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ ის არის ევროპის დედაქალაქი და დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბერსაც თბილისი იქნება ევროპის დედაქალაქი, უარს ეტყვის რუსულ ჭაობს, საერთაშორისო იზოლაციას და აირჩევს ევროპულ კეთილდღეობას, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, გია ჯაფარიძემ ევროპის მოედანზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის კამპანიის ღონისძიებაზე- „კი ევროპას” გახსნისას განაცხადა. ჯაფარიძის განცხადებით, თბილისი ყველა არჩევნებზე იყო […]
ლაშა ბაქრაძე – ვხედავ ენერგიას და მზადყოფნას ქვეყანაში იმისათვის, რომ მოხდეს დიდი გარდატეხა და გავიდეთ ევროპულ ასპარეზზე, ვიაროთ დასავლური ცივილიზაციისკენ – არჩევნებამდე დარჩენილ დღეებში გვჭირდება ეს ენერგია, რომ გავიმარჯვოთ

მე ვხედავ ენერგიას და მზადყოფნას ამ ქვეყანაში იმისათვის, რომ მოხდეს დიდი გარდატეხა და რომ ჩვენ გავიდეთ ევროპულ ასპარეზზე, ვიაროთ დასავლური ცივილიზაციისკენ; არჩევნებამდე დარჩენილ დღეებში ჩვენ გვჭირდება ეს ენერგია, რომ გავიმარჯვოთ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ლაშა ბაქრაძემ თბილისის კამპანიის გახსნაზე განაცხადა. “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თბილისის კამპანიის ღონისძიების – “კი ევროპას” გახსნის […]
ბლინკენმა კიევში განიხილა რუსეთის ტერიტორიაზე გრძელი რადიუსის იარაღის გამოყენების საკითხი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლემიმ ოთხშაბათს საღამოს კიევში მოლაპარაკებები გამართეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგასთან და უკრაინის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან. სახელმწიფო მდივანმა დაადასტურა, რომ სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს რუსეთში ტერიტორიის სიღრმეში დასავლეთის გრძელვადიანი იარაღით დარტყმებზე უკრაინისთვის დაწესებული შეზღუდვების შესაძლო მოხსნის საკითხი. ბლინკენმა განაცხადა, რომ […]
სალომე ზურაბიშვილი: „უკრაინამ ყოვლისშემძლე რუსული არმიის სახე დაამსხვრია“

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ყირიმის პლატფორმის“ სამიტზე სიტყვით გამოვიდა. ზურაბიშვილი კონფერენციას ვიდეოზარით ჩაერთო. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა „ კრიტიკული ნაბიჯია მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, რადგან რუსეთმა საზღვრების პატივისცემა უნდა ისწავლოს – არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ საქართველოშიც, მოლდოვაში და დანარჩენ ევროპაში“. ზურაბიშვილმა აასევე ხაზი გაუსვა, რომ ქართველი ხალხი უკრაინის გვერდით დგას. პრეზიდენტის […]
სოფო ჯაფარიძე – ვიწყებთ თბილისის კამპანიას, 26 ოქტომბერს ერთხმად ვიტყვით „კი ევროპას“ და მიხეილ სააკაშვილთან ერთად, რომელმაც პირველმა აფრიალა ქვეყანაში ევროკავშირის დროშა, ქვეყანას ევროპული კეთილდღეობისკენ წავიყვანთ

ვიწყებთ თბილისის კამპანიას, 26 ოქტომბერს ერთხმად ვიტყვით „კი ევროპას“ და მიხეილ სააკაშვილთან ერთად, რომელმაც პირველმა აფრიალა ქვეყანაში ევროკავშირის დროშა, საქართველოს ევროპული კეთილდღეობისკენ წავიყვანთ, – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძემ თბილისის კამპანიის გახსნაზე. თბილისის კამპანიის ღონისძიების – „კი ევროპას” გახსნის დროს სიტყვით გამოსვლისას სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ თუ 26 ოქტომბერს ყველა ერთად […]
ნატალია საბანაძე – სენატში დაგეგმილი მოსმენა არის სიგნალი, რომელსაც კონგრესი და სენატი საქართველოს ხელისუფლებას უგზავნის – გზავნილია ის, რომ 30 წლის განმავლობაში ნაშენები ურთიერთობები არ უნდა გადაჰყვეს რეჟიმთან გაფუჭებულ ურთიერთობებს

ეს მოსმენა არის კიდევ ერთი სიგნალი, რომელსაც კონგრესი და სენატი უგზავნის საქართველოს ხელისუფლებას – ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტის „ჩეთემ ჰაუსის“ უფროსმა მკვლევარმა, ევროკავშირში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ნატალია საბანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სენატში დაგეგმილ ხვალინდელ მოსმენასთან დაკავშირებით განაცხადა. საბანაძის განმარტებით, განხილვის ძირითადი დრო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს დაეთმობა, რომელიც მისივე შეფასებით, ანტიდასავლური […]
თინა ბოკუჩავა – ყველას გვაქვს არჩევანი – ევროპული კეთილდღეობა თუ სიღატაკე იზოლაციაში, დაკარგული ინვესტიციები თუ წვდომა 14 მილიარდიან ევროკავშირის გაწევრიანების ფონდზე – მჯერა, თბილისი თავის ევროპულ არჩევანს ამაყად გააკეთებს

ყველა თბილისელს გვაქვს არჩევანი – ევროპული კეთილდღეობა თუ სიღატაკე იზოლაციაში – გაღარიბებული თბილისელების ხარჯზე კორუფციით გამდიდრებული თბილისის მერი თუ ხალხის მიმართ ანგარიშვალდებული კოალიციური მთავრობა. დაკარგული ინვესტიციები თუ წვდომა 14 მილიარდიან ევროკავშირის გაწევრიანების ფონდზე. მჯერა, თბილისი თავის ევროპულ არჩევანს ამაყად გააკეთებს 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისივე […]
ირაკლი ნადირაძე – თბილისის მთავარი პრობლემა არის ივანიშვილი და მისი კორუმპირებული მთავრობა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ევროპულ პერსპექტივას ართმევს

გარდა ძალიან ბევრი სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემისა, თბილისის მთავარი პრობლემა არის ივანიშვილი და მისი კორუმპირებული მთავრობა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ართმევს ევროპულ პერსპექტივას და იმ 14-მილიარდ ევროიან დახმარებას, რომელიც მოხმარდება თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ ევროპის მოედანზე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის კამპანიის ღონისძიებაზე- “კი ევროპას” გახსნისას […]
Inditex-მა ნახევარი წლის წმინდა მოგება 10.1%-ით გაზარდა

ესპანურმა Industria de Diseno Textil SA (Inditex), მსოფლიოში ტანსაცმლის ერთ-ერთმა უმსხვილესმა რითეილერმა, გაზარდა წმინდა მოგება 10.1%-ით და შემოსავალი 7.2%-ით 2024 ფინანსური წლის პირველ ნახევარში. თებერვალ-ივლისში კომპანიის წმინდა მოგებამ 2,8 მილიარდი ევრო შეადგინა, წინა წლის 2,51 მილიარდ ევროსთან შედარებით. შემოსავალი გაიზარდა 18,1 მილიარდ ევრომდე 16,85 მილიარდი ევროდან ერთი წლის წინ. interfax