გიორგი ქოჩორაშვილი, უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის მე-2 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

გიორგი ქოჩორაშვილი, უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის მე-2 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი, უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის მე-2 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ქოჩორაშვილმა ტირანაში ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა და ერთადერთი გოლის ავტორი გახდა. საქართველოს ერთა ლიგის სტარტზე ორიდან ორი მოგება აქვს. გიორგი ქოჩორაშვილმა კი გოლი ორივე შეხვედრაში […]

ხატია დეკანოიძე – ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო სიაში მხოლოდ იმიტომ არის, რომ მას უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება

ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო სიაში მხოლოდ იმიტომ არის, რომ მას სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები – როგორც ჩანს, იყენებს ყველა ბოლო რესურსს იმისთვის, რომ კვლავ მოატყუოს საქართველოს მოქალაქეები და დატოვოს საქართველო იზოლაციაშია, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. ხატია დეკანოიძის შეფასებით, „ქართული ოცნება“ წარსულის პარტიაა, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებში უნდა დამარცხდეს. „ბიძინა […]

ხატია დეკანოიძე – ის 14 მილიარდი, რომელზეც ვსაუბრობთ და რომელიც 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის გამარჯვების შემდეგ, ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის შემდეგ წამოვა, მიმართული იქნება ახალგაზრდების ძალიან მნიშვნელოვანი პერსპექტივის ასაშენებლად

ის 14 მილიარდი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ და რომელიც 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის გამარჯვების შემდეგ, ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის შემდეგ წამოვა საქართველოში, რა საკვირველია, მიმართული იქნება ახალგაზრდების ძალიან მნიშვნელოვანი პერსპექტივის ასაშენებლად, – ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე განაცხადა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გამართულ ბრიფინგზე, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ახალგაზრდებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ღირსეული […]

პოლიციამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სექსუალური ხასიათის დანაშაულისა და გამოძალვის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავა

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სექსუალური ხასიათის დანაშაულისა და გამოძალვის ბრალდებით პოლიციამ თბილისში ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2006 წელს დაბადებული რ.ხ. პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის […]

სოფო ჯაფარიძე – 26 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ქვეყანაში დასრულდება რუსული რეჟიმი, სტუდენტებს ვპირდებით, რომ საშუალება ექნებათ, სახელმწიფო სუბსიდიით იქირაონ ბინები, ავაშენებთ საერთო საცხოვრებლებს

26 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ქვეყანაში დასრულდება რუსული რეჟიმი, სტუდენტებს ვპირდებით, რომ საშუალება ექნებათ, სახელმწიფო სუბსიდიით იქირაონ ბინები, ავაშენებთ საერთო საცხოვრებლებს, რათა სტუდენტების უმრავლესობას არ მოუწიოს ღამით მუშაობა, იმისთვის, რომ სწავლის ქირა გადაიხადონ, -ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძემ განაცხადა. სოფო ჯაფარიძის განცხადებით, სტუდენტებს არა აქვთ საშუალება იქირაონ ბინა. “26 ოქტომბრის შემდეგ, […]

სალომე ღვინიაშვილმა “იმედის” გადაცემა “პრაიმშოუ” დატოვა

მოდელმა და ტელეწამყვანმა, სალომე ღვინიაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “პრაიმშოუ” დატოვა. გუშინ, 11 სექტემბერს “პრაიმშოუს” ვებ-გევრდზე გამოქვეყნდა ვიდეო, საიდანაც ღვინიაშვილი მადლობას უხდის თანაწამყვანებს, გადაცემის შემოქმედებით ჯგუფს, არხს და მაყურებელს. ვიდეოში ღვინიაშვილი არ საუბრობს გადაცემის დატოვების მიზეზებზე. დღეს, 12 სექტემბერს ის სოციალურ ქსელში გამოეხმაურა გავრცელებულ ვერსიებს მის მიერ “იმედის” დატოვების შესახებ. “ბევრი შეტყობინება მომდის თუ რატომ დავტოვე […]

ცხინვალის ციხეში იმყოფება საქართველოს 10 მოქალაქე

ერგნეთში იმართება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში 121-ე შეხვედრა. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ უთხრა ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე, მთავარი აქცენტი გაკეთდება უკანონო პატიმრობაში მყოფი ადამიანების თავის ოჯახებში დროულ დაბრუნებაზე, ამჟამად უკანონო პატიმრობაში 10 ადამიანია. იმსჯელებენ წინა შეხვედრიდან დღემდე ე.წ. უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებზე და ყველა მნიშვნელოვან ინციდენტზე რაც […]

გიორგი კალანდარიშვილი პარტიული პლაკატების ჩამოხევაზე – ნებისმიერი ქმედება, რომელიც არ შეესაბამება ჯანსაღ საარჩევნო გარემოს, აზიანებს წინასაარჩევნო პერიოდს და არჩევნებს

ნებისმიერი ქმედება, რომელიც არ შეესაბამება ჯანსაღ საარჩევნო გარემოს, რა თქმა უნდა, წინასაარჩევნო პერიოდს და არჩევნების სიჯანსაღეს აზიანებს, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პლაკატების ჩამოხევასთან დაკავშირებით განაცხადა. „კონკრეტული ფაქტის შესახებ პირადად ინფორმირებული არ ვარ, ამიტომ, ვერ დაგიდასტურებთ, მაგრამ ზოგადად, უნდა ითქვას, რომ ნებისმიერი ასეთი ქმედება, რომელიც არ […]

მალავიში ფერმერებმა ბანანის ღვინის დამზადების მეთოდი შეიმუშავეს

ჩრდილოეთ მალავიში, კარონგას რაიონში მცხოვრები მცირე ფერმერი, ემილი ნხანა BBC-ს ბანანის ღვინის დამზადების მეთოდის შესახებ ესაუბრა. „ექსტრემალური სიცხე ბანანს ზედმეტად სწრაფად ამწიფებდა, რის შედეგადაც ფერმერები მნიშვნელოვნად დაზარალდნენ. ამიტომ, ბანანისგან ღვინის დამზადების მეთოდი მოვიფიქრეთ – ბანანის გემოს შესანარჩუნებლად ლიმნებს ვიყენებთ, რომლებსაც Twitule Cooperative Group-ის გადამამუშავებელ ქარხანაში ვასუფთავებთ. ფერმერებისთვის ეს მხოლოდ ღვინის დამზადებას არ ნიშნავს, არამედ ეს […]

ნათესაური კავშირები არ შეიძლება იყოს საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლის საქმიანობის შეფასების კრიტერიუმი – კალანდარიშვილი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, მედიასაშუალების მხრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების პერსონალური მონაცემების სავარაუდოდ კანონის საწინააღმდეგოდ დამუშავების მიზანი გაუგებარია. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, არც ნათესაური კავშირები და არც ოჯახის წევრების თუ ნათესავების საქმიანობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, კანონით არ შეიძლება იყოს საარჩევნო ადმინისტრაციის არცერთი თანამშრომლის საქმიანობის შეფასების კრიტერიუმი. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მომავალში […]