რომან გოცირიძე გამოდის ინიციტივით, ანაკლიის ნავსადგურზე, გარკვეული დროით, წილების 50%-ზე მეტის ფლობა მხოლოდ სახელმწიფოს შეეძლოს, რუსეთთან დაკავშირებულ სუბიეტებს კი, ანაკლიის პორტში წილის ფლობა აეკრძალოთ

ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე გამოდის ინიციტივით, რომლის მიხედვით, ანაკლიის საზღვაო ნავსადგურზე, გარკვეული დროით, წილების 50%-ზე მეტის ფლობა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს შეეძლება, რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებულ სუბიეტებს კი, ანაკლიის პორტში წილის ფლობა აეკრძალებათ. გოცირიძის მიერ მომზადებული კანონის პროექტის გათვალისწინებით, ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის მშენებლობის პირველი ფაზის დასრულებისა და ექსპლუატაციაში შესვლამდე, ნავსადგურის წილის 50%-ზე მეტის ფლობელი მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო […]
ვასო ურუშაძე – 14-მილიარდიანი ინვესტიციის ფარგლებში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავაშენებთ სატვირთო ტერმინალს, ქუთაისი გახდება აგრო-ლოგისტიკური და ინდუსტრიული ცენტრი

14-მილიარდიანი ინვესტიციის ფარგლებში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავაშენებთ სატვირთო ტერმინალს, ქუთაისი გახდება აგრო-ლოჯისტიკური და ინდუსტრიული ცენტრი, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გატანას ევროპულ ბაზარზე, იმერეთის რეგიონის აგროზონად ჩამოყალიბებას და ინვესტიციების მოზიდვას აგრარულ სექტორში, – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, ქუთაისში ჩამოყალიბდება რეგიონული სატრანსპორტო და ლოგისტიკური ცენტრი, […]
ნინო გულეიშვილი – ტექნიკური ინსპექტირების ფარგლებში, რომელიც სემეკმა დაიწყო, ელექტროენერგიის ქსელი შემოწმდება, თუ გამოვლენილი დარღვევები არ გამოსწორდა, კომპანიებს შესაძლოა სანქციები დაეკისროთ

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებლის, ნინო გულეიშვილის განცხადებით, ტექნიკური ინსპექტირების ფარგლებში, კომპანიის მფლობელობაში არსებულ ელექტროენერგიის ქსელს კომისიის მიერ შექმნილი სპეციალური ჯგუფი შეამოწმებს და დადებს დასკვნას იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეესაბამება იგი სტანდარტებს. მისივე თქმით, თუ აღნიშნული ჯგუფი აღმოაჩენს რაიმე ხარვეზს, კომპანიას გარკვეული ვადა ხარვეზის გამოსწორებისთვის მიეცემა და თუ დადგენილ ვადაში, […]
ირაკლი ნადირაძე – 26 ოქტომბერს ერთიანობით უნდა დავასრულოთ მარაზმი და წავიდეთ ევროპისკენ, სადაც იქნება თავისუფალი სასამართლო, თავისუფალი პოლიცია, პროკურატურა და ადამიანებს ექნებათ ევროპული კეთილდღეობა

იმის ნაცვლად, რომ ახლა ვიმყოფებოდეთ ხალხთან შეხვედრებზე და ვესაუბრებოდეთ უმუშევრობასა და სიღარიბეზე, თუ როგორ გვართმევს ივანიშვილი 14 მილიარდიან შესაძლებლობას, რაც მოხმარდებოდა ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღებას, ივანიშვილის რეჟიმი გვატარებს სასამართლოებზე, ამიტომ 26 ოქტომბერს ერთიანობით უნდა დავასრულოთ ეს მარაზმი, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა. ირაკლი ნადირაძის განცხადებით, 26 ოქტომბერს ყველამ […]
გიორგი ვაშაძე – ქუთაისის სატვირთო ტერმინალი იქნება ყველაზე დიდი ლოჯისტიკური კვანძი, რომელიც ევროპასა და აზიას ერთმანეთთან დააკავშირებს – 14 მილიარდი ევროდან თანხა ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება

აქ გვაქვს გამოტანილი ქუთაისის სატვირთო ტერმინალის განვითარების პროექტი, რომელიც სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ” შეწყვიტა ისევე, როგორც ბევრი რამ გაუჩერებია, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ქუთაისში, სატვირთო ტერმინალისა და აგრო-ლოჯისტიკური ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 14 მილიარდი ევროდან მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებას უნდა მოხმარდეს. „ჩემ უკან არის […]
საერთაშორისო კონფერენცია „კათოლიკურ მისიათა მემკვიდრეობა, რელიგიური დაყოფა და კავშირები XVIII-XIX საუკუნეების საქართველოში“

10-13 სექტემბერს, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია „კათოლიკურ მისიათა მემკვიდრეობა“ იმართება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, რელიგიური დაყოფა და კავშირები XVIII-XIX საუკუნეების საქართველოში“ კვლევითი პროექტის „XVII-XIX საუკუნეების ევროპული რელიგიური მისიების წყაროთა ინტერპრეტაციისათვის. „საქართველო ადრეული გლობალური ისტორიისა და მოდერნულობის პერსპექტივიდან“ (HE-21-977) ფარგლებში. პროექტი 2021 წლიდან ხორციელდება […]
“ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გრძელდება შეხვედრები ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობასთან

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის დელეგატი გოჩა ენუქიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში კიკვიძისა და ჭავჭავაძის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. მოსახლეობასთან შეხვედრისას გოჩა ენუქიძემ ისაუბრა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობაზე. დელეგატმა უპასუხა მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებს და მათ უკვე განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველაძე, რეგიონის კოორდინატორი […]
AIR CHINA ურუმჩი-თბილისი-ურუმჩის მიმართულებით ფრენების დაწყებას ოქტომბრის ბოლოდან გეგმავს

საქართველოს მიმართულებით პირდაპირი სამგზავრო რეისების დაწყების თაობაზე მორიგი სამუშაო შეხვედრა შედგა ავიაკომპანია AIR CHINA-ს წარმომადგენლებთან – ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. „სამოქალაქო ავიაციის საააგეტნოში გამართული შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოში ოპერირების გეგმები და რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყებისთვის აუცილებელი ტექნიკური ასპექტები განიხილეს. AIR CHINA-ს წარმომადგენლების მხრიდან აღინიშნა რომ საქართველოში ხელსაყრელი გარემოა საჰაერო მიმოსვლის დაწყებისთვის, კერძოდ, ხაზი გაესვა […]
IWSC საქართველოში რიგით მესამე ღვინისა და სპირტიანი სასმელების კონკურსს ჩაატარებს

IWSC (International Wines and Spirits Competition) საქართველოში რიგით მესამე კონკურს ჩაატარებს. საქართველოს უნიკალური ღვინოების გარდა, წელს პირველად IWSC-ს საერთაშორისო კონკურსს სპირტიანი სასმელების კატეგორია დაემატება. IWSC 2025 Wine & Spirits Judging in Georgia, გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, 2024 წლის 27 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე თბილისში გაიმართება. ტრადიციისამებრ, IWSC საქართველოში საერთაშორისო მსაჯთა ვარსკვლავურ […]
Air India თავის ფრენებზე მგზავრებს Wi-Fi-ს შესთავაზებს

ავიაკომპანია Air India, რომელიც Tata Group-ის ნაწილია, მალე საკუთარ ბორტებზე Wi-Fi-ს დანერგავს. ახალ სერვისს ავიაკომპანია პირველად Airbus A350-900-ის მგზავრებს შესთავაზებს, რომელიც დელისა და ლონდონის ჰითროუს აეროპორტებს შორის დაფრინავს. ავიაკომპანიამ სიახლეს უწოდა “ამბიციური ტრანსფორმაციის პროგრამა”, რომელიც მიზნად ისახავს მგზავრების კომფორტის გაზრდას მოგზაურობის დროს. ირკვევა, რომ ინდოეთისა და დიდი ბრიტანეთის დედაქალაქებს შორის ფრენები, რომლებიც უკვე დაწყებულია, დღეში […]