ბექა ლილუაშვილი – დებატებში ივანიშვილის საპირწონედ ვინ უნდა დაჯდეს, თუ არა გიორგი გახარია? – მიხეილ სააკაშვილი ვერ დაჯდება
გპირდებით და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, ბევრი სიურპრიზი ელოდება ყველა აქტორს ამ არჩევნებზე, როგორც ოპოზიციიდან, ისე ხელისუფლებიდან, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა. ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერია, რადგან „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ისტორიულ მინიმუმზეა“. „დაბრუნდა პოლიტიკაში რადგან, როგორც […]
“რატომ უბრუნდება საქართველო რუსეთს?” – სენატორ რიშის კითხვა და ეკა გიგაურის პასუხი –
სენატორ რიშის კითხვაზე, რომელმაც სთხოვა აეხსნა, რატომაა ქვეყანაში მიდრეკილებაა რუსული ფორმის მმართველობისკენ და რატომ უბრუნდება საქართველო რუსეთს, როცა მისგან გათავისუფლებულები არიან – “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა უპასუხა, რომ “ქართველი ხალხი არის რუსეთის და “ქართული ოცნების“ დეზინფორმაციის მსხვერპლი.“ თუმცა, გიგაურის თქმით, “დეზინფორმაციის დიდი ნაკადის მიუხედავად, საზოგადოების დიდ ნაწილს სურს ქვეყნის ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში […]
“აუზის საქმე” – “ანალიტიკური რეპორტაჟი ჩაერთო” – ბელქანია

წალენჯიხის მერის მოადგილე, ისტორიკოსი, თამარ ბელქანია: ამჯერად საცურაო აუზის თემაზე ტვ იმედი თბილისიდან გვესტუმრა შევხვდი ჟურნალისტს. დავათვალიერებინე არტ.მეურნეობა. ავუხსენი, მოვუყევი, გადავაღებინე და პარალელურად ჩემი ინტერვიუ მეც ჩავწერე. ვნახოთ მათი დამოკიდებულება საკუთარი პროფესიისადმი.. თავად ჟურნალისტი წარმოშობით აფხაზეთიდან ყოფილა გვარად გამსახურდია, და იმედია მიხვდება რამდენად მნიშვნელოვან და საჭირო საქმეს აკეთებს უანგაროდ ყველასთვის მამუკა ხაზარაძე აქ- თავისუფლების მოყვარული […]
კახა კალაძე – რუსული კანონები არ არსებობს ქვეყანაში – „თქვენ კარგი ხართ, ქართველები, იმსახურებთ ევროპას, თუმცა ხელისუფლება გყავთ ცუდი“, ეს ბრიყვული მესიჯი ჰქონდათ მაშინაც, როცა კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს
ჯერ ერთი – რუსული კანონები არ არსებობს ქვეყანაში, მე არ ვიცი მსგავსი ტიპის კანონი, არ მინახავს და წარმოდგენა არ მაქვს, რა არის რუსული კანონი. რაც შეეხება გამჭვირვალობას, გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, საიდან ფინანსდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები , – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მას აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის […]
კახა კალაძე – სამარცხვინოა, გიგაურს რომ მიიწვევ – წარმოუდგენელია, კოლექტიური გიგაური გამოდის სენატში
თბილისის მერი კახა კალაძე სამარცხვინოს და წარმოუდგენელს უწოდებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის აშშ-ის სენატში სიტყვით გამოსვლის ფაქტს. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა, ყოველივე ამას ქართველი ხალხი 26 ოქტომბრის არჩევნებზე გასცემს პასუხს. „სამარცხვინოა, გიგაურს რომ მიიწვევ იქ. წარმოუდგენელია, კოლექტიური გიგაური გამოდის სენატში სასაუბროდ. ქართველმა ხალხმა შეაფასოს ეს ყველაფერი, მე არაფერს ვიტყვი […]
კახა კალაძე სენატორის განცხადებაზე – ვინც ამ სიტყვებით მოიხსენიებს საქართველოს, ისინი არიან თაღლითები – ვინც შეურაცხყოფას აყენებს ჩემს ქვეყანას, ამერიკელი იქნება, ევროპელი, რუსი თუ ჩინელი, ჩემთვის ყველა მტერია

ყველა, ვინც ამ ტიპის განცხადებებს გააკეთებს, მტერია , – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას აშშ-ის სენატში საქართველოს საკითხზე მიმდინარე მოსმენაზე სენატორის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებულ კითხვას. ამასთან, კახა კალაძემ ხაზი გაუსვა, რომ მიესალმება საერთაშორისო დამკვირვებლებს. „მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია საერთაშორისო მისიების ჩამოსვლა, რომლებიც დააკვირდებიან არჩევნებს. ხედავთ, როგორ მიდის საარჩევნო კამპანია. […]
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო შეხვედრებს წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში მართავს
“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, წალკის რაიონის სოფლების: არსრევანის, კოდაკლარის, ხარებას, ახალშენის, ბეშთაშენის, კოხტას, ჩოლიანის, თეჯისისა და სამადლოს მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, დელეგატმა სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება. მისივე თქმით, წალკელების დღევანდელი განწყობა, მას აძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ერთად გაიმარჯვებენ 26 […]
ირაკლი კობახიძემ კახა კალაძესთან ერთად დიღმის მასივში ახლად რეაბილიტირებული სკვერები დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დედაქალაქის მერ კახა კალაძესთან ერთად დიღმის მასივში ახლად რეაბილიტირებული სკვერები დაათვალიერა. თბილისის მერმა განხორციელებული ინფრასტრუქტურული და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ პრემიერ-მინისტრს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ირაკლი კობახიძემ კახა კალაძეს მადლობა გადაუხადა. „მინდა, ყველას მოგილოცოთ ამ ლამაზი სკვერის გახსნა. მადლობას ვუხდი კახი კალაძეს. მინდა, მომავალში კიდევ ბევრი ასეთი პროექტის განხორციელება გისურვოთ”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. […]
კახა კალაძე – რა უნდა შესთავაზონ მოსახლეობას კოლექტიურმა „ნაცებმა“, რომელთაც ქვეყანაში ბომბების ცვენა ერჩივნათ და ითხოვდნენ მეორე ფრონტის გახსნას – ქვეყანა თავზე დაგვემხობოდა
რაზეც „ნაციონალურ მოძრაობაში“ საუბრობენ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის თვალში ნაცრის შეყრაა , – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას, რომ საქართველოსთვის 14 მილიარდი ევროა გაყინული. მისივე განმარტებით, ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებამდეც ოპოზიციის მხრიდან მსგავსი დეზინფორმაცია ვრცელდებოდა. „მორიგი სისულელე და დეზინფორმაციაა, რითაც უნდათ საზოგადოების შეყვანა. ხომ გახსოვთ კანდიდატის სტატუს სანამ მოგვცემდნენ განცხადებები, თითქოს კანდიდატის სტატუსი […]
AS: “ლევანტეს” ბრილიანტი ქოჩორაშვილი სამშობლოში ხატად იქცა
საქართველოს ნაკრებისა და „ლევანტეს“ ნახევარმცველს გიორგი ქოჩორაშვილს AS-მა წერილი მიუძღვნა: „ერთა ლიგაზე საქართველოს ეროვნულ გუნდთან ერთად გამარჯვებების მოპოვების შემდეგ, ქოჩორაშვილი ესპანეთში ბრუნდება. მან ალბანეთთან გამარჯვების გოლი გაიტანა. „ლევანტეს“ მოედნის“ ცენტრში ბრილიანტი ჰყავს. გიორგი თავის ნაკრებში ერთ-ერთი საუკეთესო გახდა და ხულიან კალეროსთვის ფუნდამენტური ფიგურაა. ქართველი ძირითად გუნდში მეორე სეზონს ატარებს და ამ ზაფხულში ბევრი შეთავაზება მიიღო. […]