აგვისტოში თხევადი გაზის ფასმა პიკს მიაღწია, იმპორტიორები ფასის შემცირებას პროგნოზირებენ
თხევადი გაზი დეფიციტშია. მაღალი მოთხოვნის და არასაკმარისი მიწოდების ფონზე გაზგასამართ სადგურებში LPG ტიპის საწვავის ღირებულება მაღალი ნიშნულზე ნარჩუნდება. ტურისტულ სეზონზე გაზრდილმა მოთხოვნამ და იმპორტიორ ქვეყანაში ქარხნების შეფერხებამ ადგილობრივ ბაზარზე დეფიციტი შექმნა. იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლების განმარტებით, რუსეთში თხევადი აირის შესყიდვის ღირებულება მაისის შემდეგ გაორმაგდა, რამაც გავლენა ადგილობრივ ბაზარზეც იქონია. ამ დროისთვის გაზგასამართ სადგურებზე LPG-ის ღირებულება ერთი […]
როგორ გაიხსნა ქუთაისში პროექტი „იცეკვე, იმოძრავე, იმოქმედე“ შშმ ბავშვებისთვის
პროექტი „ევროკავშირი კულტურისთვის“ – თითქმის ოთხი წლის წინ, 2021 წელს დაიწყო და ახლაც მიმდინარეობს. პროექტის გაცხადებული მიზანი კულტურისა და კრეატიული სექტორების მხარდაჭერაა, განსაკუთრებით კი რეგიონებსა და პატარა ქალაქებში. საქართველოს გარდა, პროექტი მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში, ასევე მოლდოვასა და უკრაინაშიც ტარდება. მისი ჯამური ბიუჯეტი თითქმის 8 მილიონი ევროა. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში ქუთაისში ამოქმედდა პროექტი – […]
დედაქალაქის მერი – ძალიან კარგი პროექტი განხორციელდა დიღმის მასივში – არ ვჩერდებით, კიდევ ბევრი რამ გვაქვს დაგეგმილი
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, დიღმის მასივში ახლად რეაბილიტირებული ტექსელის, სიკო დოლიძის სახელობის და მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარე სკვერები გახსნა და მოსახლეობასთან ერთად ჯგუფ „ურსას“ კონცერტს დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. კალაძემ სკვერის გახსნისას განაცხადა, რომ მერიას კიდევ ბევრი პროექტი აქვს დაგეგმილი და ეტაპობრივად, დედაქალაქის მოსახლეობას მიაწვდიან ინფორმაციას განსახორციელებელ პროექტებთან […]
“ვინ გითხრათ, რომ ჩვენი პარტია უქმნის კოალიციას ვინმეს?” – გახარია
ვინ გითხრათ, რომ ჩვენი პარტია უქმნის კოალიციას ვინმეს? – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა “ტვ პირველის” გადაცემაში “რეაქციაში” განაცხადა. ჩვენი პრინციპული პოზიციაა შემდეგი და ამას კიდევ ერთხელ დაგიდასტურებთ – ჩვენ არცერთ შემთხვევაში არანაირ კოალიციას და თანამშრომლობას არ დავუშვებთ არც ბიძინა ივანიშვილთან და არც მიშა სააკაშვილთან, სხვა ყველაფერი განხილვადია”- თქვა გიორგი გახარიამ ინგა გრიგოლიას კითხვის საპასუხოდ. […]
„ჩვენი სტრატეგიის მიზანია მხარი დავუჭიროთ ფინტექის განვითარებას შუა დერეფანში“ – ლევან დავითაშვილი
პეკინში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ლევან დავითაშვილი ჩინეთის სახალხო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც ორ ქვეყანას შორის ფინანსურ სექტორში თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. როგორც შეხვედრაზე ითქვა, უნდა გაძლიერდეს საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის სახალხო ბანკს შორის თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება ძირითად სფეროებში, მათ შორის მონეტარული პოლიტიკის განხორციელებისა და გონივრული ზედამხედველობის კუთხით. ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკი […]
ლატვიაში ბანკომატების ინტერფეისიდან რუსულ ენას ამოიღებენ
ლატვიაში იწყებენ რუსული ენის ამოღებას კომერციული ბანკების ბანკომატების ინტერფეისიდან 2025 წლის დასაწყისში. როგორც „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, ამის შესახებ ლატვიის სეიმის პრესსამსახური იტყობინება. 11 სექტემბერს ლატვიის სეიმის საბიუჯეტო და საფინანსო კომიტეტმა საბოლოო მოსმენით მხარი დაუჭირა კანონმდებლობაში ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც ლატვიის კომერციული ბანკები ვეღარ შეძლებენ რუსული ენის გამოყენებას ბანკომატების ინტერფეისში. მომავალში, გარდა „ძირითადი“ სახელმწიფო ლატვიური ენისა, ბანკომატები […]
საავტომობილო პროფიციტი ქვეყანაში წლის ბოლოსთვის სრულად აღმოიფხვრება – ავტოიმპორტიორთა ასოციაცია
საქართველოს ავტო ბაზრით ჩინელი დილერები ინტერესდებიან. ქართველ და ჩინელ ავტოიმპორტიორთა შორის პირველი ოფიციალური შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივა განიხილეს და კონტაქტები გაცვალეს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსი ნონიაძემ განუცხადა, საქართველოც და ჩინეთიც როგორც ახალი საექსპორტო, ისე საიმპორტო ბაზრების მოძიების პროცესში არიან. „ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ჩინელ და ქართველ ავტო დილერებს შორის […]
ირაკლი კობახიძემ კახა კალაძესთან ერთად დიღმის მასივში ახლად რეაბილიტირებული სკვერები დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დედაქალაქის მერ კახა კალაძესთან ერთად დიღმის მასივში ახლად რეაბილიტირებული სკვერები დაათვალიერა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. თბილისის მერმა განხორციელებული ინფრასტრუქტურული და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ პრემიერ-მინისტრს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ირაკლი კობახიძემ კახა კალაძეს მადლობა გადაუხადა. „მინდა, ყველას მოგილოცოთ ამ ლამაზი სკვერის გახსნა. მადლობას ვუხდი კახი კალაძეს. მინდა, მომავალში კიდევ ბევრი ასეთი პროექტის […]
გივი მიქანაძე გახარიას პარტიის წარმომადგენლების ბრალდებებს პასუხობს
გასული დღეების განმავლობაში და დღეს განსაკუთრებით, გახარიას პარტიის წარმომადგენლების მხრიდან გაჟღერდა გარკვეული ბრალდებები, რომელიც, რა თქმა უნდა, დეზინფორმაციულ ხასიათს ატარებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ, განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ბრალდებებს იმის შესახებ, თითქოს ის ზურაბ ადეიშვილის მოადგილე იყო და “ციხის ბუნტის” თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებები მასთან თანხმდებოდა. როგორც მიქანაძემ აღნიშნა, სურს საზოგადოებას განუმარტოს, რომ […]
ხვიჩა კვარაცხელია: ჩვენი ქვეყანა კიდევ უამრავ სიხარულს იმსახურებს
ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრების ერთა ლიგაზე წარმატებულ მატჩებს თავის “ფეისბუქის” გვერდზე გამოქვეყნებული პოსტით გამოეხმაურა: “სანაკრებო მატჩები დასრულდა, ორივე შეხვედრა მოვიგეთ, ვაჩვენეთ რომ საოცარი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კვლავ ვაგრძელებთ წინსვლას და პროგრესს, რადგან წინ ახალი გამოწვევებია. მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ გულშემატკივარს, სპორტული შედეგების გარდა უზომოდ მახარებს თქვენი ბედნიერი და გახარებული სახეების ნახვა, ერთად ძლიერები ვართ და […]