„იმედი გვაქვს, რომ ის დადებითი დინამიკა, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან სავაჭრო და საინვესტიციო კუთხით გვაქვს, მომავალშიც გაგრძელდება“ – ლევან დავითაშვილი

„იმედი გვაქვს, რომ ის დადებითი დინამიკა, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან სავაჭრო და საინვესტიციო კუთხით გვაქვს, მომავალშიც გაგრძელდება“ – ლევან დავითაშვილი პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ვიცე-პრემიერ ტინგ სუესიანგთან შეხვედრისას საუბარი შეეხო სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას და ამ კუთხით არსებულ დიდ პოტენციალს, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმების შემდეგ კონკრეტულ […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 სექტემბერს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ღულელები, საყდრიონი, ტოლაანთსოფელი, ალოტი, ევჟენტი და მიმდებარე სოფლებში; მათივე ცნობით, 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ქავთარაანი, ჭიკაანი, ქოჩორაანი, ჯიჯონი და მიმდებარე სოფლებში; […]

ბრიტანეთის პრემიერი: რუსეთთან კონფლიქტის განზრახვა არ გვაქვს

ბრიტანეთს რუსეთთან კონფლიქტი არ სურს, უკრაინას კი თავის დაცვაში ეხმარება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პასუხად. 12 სექტემბერს, პეტერბურგში მყოფმა პუტინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინას დასავლეთის დახმარების გარეშე არ შეუძლია რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმები და თუ ნატოს წევრი ქვეყნები კიევს მისცემენ მათგან მიღებული შორ მანძილზე მოქმედების რაკეტების რუსეთის […]

ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 20-მდე რაკეტა გაისროლეს

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის ქალაქ საფედის მიმართულებით 20-მდე რაკეტა გაისროლეს. თავდაცვის ძალების ცნობით, რაკეტების უმეტესობა მოიგერიეს, ან ღია ტერიტორიებზე დაეცა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ აიღო. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. ისრაელის სახანძრო და სამაშველო სამსახურების განცხადებით, მეხანძრე-მაშველებს რამდენიმე საათი დასჭირდათ ბირიას ტყეში ხანძრის ჩასაქობად, რომელიც ღამით სარაკეტო თავდასხმის შედეგად გაჩნდა.

მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის გამო, დასავლეთმა, შესაძლოა, უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების ნებართვის მიცემა დააჩქაროს

ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემამ, შესაძლოა, დააჩქაროს უკრაინის დასავლელი პარტნიორების გადაწყვეტილება, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების ნებართვა მისცენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა. მისი თქმით, ირანმა, შესაძლოა, უარყოს რუსეთისთვის რაკეტების გადაცემის ფაქტი და გაიხსენა, რომ ანალოგიური ვითარება იყო „შაჰედის“ ტიპის დრონების გადაცემისა და მათი წარმოებისთვის […]

ვლადიმერ პუტინი – ნატო უკრაინის კონფლიქტში უშუალო მონაწილეობის შესაძლებლობას განიხილავს

დასავლეთის ქვეყნების უშუალო მონაწილეობა უკრაინის კონფლიქტში ცვლის მის არსს, რუსეთი იძულებული იქნება მიიღოს გადაწყვეტილებები ამ გზით შექმნილი საფრთხეების საფუძველზე, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. „უკრაინის კონფლიქტში დასავლეთის ქვეყნების პირდაპირი მონაწილეობა – ეს უკვე მნიშვნელოვნად ცვლის კონფლიქტის არსს, ხასიათს. ეს ნიშნავს, რომ ნატო-ს ქვეყნები, შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნები რუსეთთან ომში არიან “, […]

ტრამპმა უარი თქვა ჰარისთან კიდევ ერთ დებატებში მონაწილეობაზე

აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უარს ამბობს მონაწილეობაზე მეორე სატელევიზიო დებატებში დემოკრატ პრეზიდენტობის კანდიდატ კამალა ჰარისთან. Reuters-ი, რომელიც ამის შესახებ იტყობინება, გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ტელემაყურებელთა უმრავლესობამ ჰარისი დაასახელა ABC-ის მიერ 10 სექტემბერს ნაჩვენებ დებატებში გამარჯვებულად. კვლევითი ცენტრი Nielsen-ის მონაცემებით, დებატებს 67 მილიონი ამერიკელი ტელემაყურებელი ადევნებდა თვალს. ოპონენტების შეხვედრის დასრულების […]

გიორგი ჯიქიას უგუნდობა დასრულდა

რუსეთში სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, უგუნდოდ მყოფი 30 წლის მცველი გიორგი ჯიქია მოსკოვის ოლქის “ხიმკის” ფეხბურთელი გახდა. ჯიქიას 1+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმეს და მისი ყოველთვიური გასამრჯელო 4.5 მილიონი რუბლი (45 ათასი ევრო) იქნება. ჯიქია 2017 წლიდან “სპარტაკში” თამაშობდა, რომლის შემადგენლობაში 215 მატჩში მიიღო მონაწილეობა და რუსეთის ჩემპიონი, თასის და სუპერთასის მფლობელი გახდა. 8 მაისს მოსკოვურმა […]

“ეგრეა არა იხვი… იმიტომაცაა ლაიქნახევრიანი”; “ასეთ შენიშვნას ვერავისგან მივიღებ” – კვესიტაძე და გვარამია

“ეგრეა არა იხვი… იმიტომაცაა ლაიქნახევრიანი”; “ასეთ შენიშვნას ვერავისგან მივიღებ” – კვესიტაძე და გვარამია მწერალ, ლაშა ბუღაძის წერილი გაავრცელა ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ სოციალურ ქსელში და დაწერა: “ეგრეა!” კომენტარებში, “ახალის” თანადამფუძნებელი, ნიკა გვარამია, წერს: ეგრეა არა იხვი. ან ამის დამადასტურებელი რომელი კვლევა ნახეთ რომელიმემ, ან რომელ სოციუმში გაზომეთ. ტექსტიც არასერიოზული და უპასუხისმგებლოა და შენი შეარიც. იმიტომაცაა ერთოც […]

“ოსკარზე” საქართველო საკონკურსო ფილმის სტატუსით გლურჯიძის ფილმ „ანტიკვარიატს” წარადგენს – კინოცენტრი

ეროვნული კინოცენტრის განცხადებით, 2024 წელს „ოსკარის“ 97-ე ცერემონიაზე საქართველო საკონკურსო ფილმის სტატუსით რუსუდან გლურჯიძის ფილმ „ანტიკვარიატს” წარადგენს. კინოცენტრის ცნობით, 12 სექტემბერს მათ მიერ დადგენილი სპეციალური კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრის საფუძველზე შეარჩიეს გამარჯვებული ფილმი. როგორც ცენტრი იუწყება, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: ჟიურის ოთხმა წევრმა ხმა დეა კულუმბეგაშვილის ფილმ „აპრილს” მისცა, ხოლო ხუთი ხმით კონკურსში გამარჯვებული რუსუდან გლურჯიძის […]