საია – რუსული კანონის პროტესტის დროს სამართალდამცველთა მხრიდან სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების სათანადო გამოძიება და პასუხისმგებელი პირების გამოვლენა ამ დრომდე არ მომხდარა

საია აკვირდება რუსული კანონის პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებს – ამ დრომდე არ მომხდარა რუსული კანონის პროტესტის დროს სამართალდამცველთა მხრიდან სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების სათანადო გამოძიება და პასუხისმგებელი პირების გამოვლენა, – ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, დაკავებული პირების პატიმრობაში დატოვების მიზანშეწონილობა ხშირად ფორმალური ხასიათისაა და […]

მარიამ ქვრივიშვილი – აქტიურად განვაგრძობთ დაწყებულ მოლაპარაკებებს იმისთვის, რომ გვქონდეს კიდევ უფრო მეტი პირდაპირი ფრენა ჩინეთთან

ჩინეთი გამორჩეულად საინტერესო, ახალი ტურისტული მიმართულებაა ჩვენი ქვეყნისთვის, დივერსიფიკაციის პოლიტიკისთვის, ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ კერძო სექტორთან ერთად ჩინეთში ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციის კუთხით და განვაგრძობთ დაწყებულ მოლაპარაკებებს იმისთვის, რომ გვქონდეს კიდევ უფრო მეტი პირდაპირი ფრენა ჩინეთთან, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომელიც საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან, ლევან დავითაშვილთან ერთად, პეკინში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში […]

ლევან დავითაშვილმა შუა დერეფნის ერთობლივი განვითარების შესახებ საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის მემორანდუმს ხელი მოაწერა

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა „ურთიერთგაგების მემორანდუმს ჩინეთ-ევროპის სარკინიგზო ექსპრესისთვის სატრანსპორტო დერეფნების, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფანი) განვითარების შესახებ“. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ხელმოწერა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომისიაში გაიმართა და მას ხელი ლევან დავითაშვილმა და კომისიის ვიცე-თავმჯდომარემ ჭაო […]

პრემიერი – უამრავი პარტიაა რეგისტრირებული და ყველას შეუძლია რეკლამის განთავსება, აგიტაცია – თუ ასეთ პირობებში ეუთო/ოდირი სხვა დასკვნას დაწერს, ამას ფასი ვერ ექნება, არჩევნების მთავარი შემფასებელი ხალხია

უამრავი პარტიაა რეგისტრირებული და ყველას შეუძლია რეკლამის განთავსება, აგიტაცია, სრული თავისუფლებაა უზრუნველყოფილი – თუ ასეთი გარემოს პირობებში ეუთო/ოდირის სხვა დასკვნას დაწერს, ამას ფასი ვერ ექნება, მთავარი შემფასებელი არჩევნების ქართული საზოგადოება და ხალხია, ეს არის ჩვენთვის მთავარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი შეფასებით, ქვეყანაში საარჩევნო პროცესები მშვიდ ვითარებაში […]

საქართველოში შობადობას გარდაცვალება აჭარბებს

საქართველოში 2024 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 18 633 ბავშვი შეადგინა. ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 265 ადამიანი. „საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) -3 632 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისსა (478) და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (621). 2024 წლის პირველ 6 თვეში […]

GM და Hyundai მანქანების წარმოებასა და მწვანე ტექნოლოგიებში პარტნიორობას გეგმავენ

ამერიკულმა ავტომწარმოებელმა General Motors-მა და სამხრეთ კორეის Hyundai Motor-მა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რათა გამოიკვლიონ თანამშრომლობის შესაძლებლობები ავტომობილების წარმოებაში, მიწოდების ჯაჭვებში და მწვანე ტექნოლოგიებში. როგორც კომპანიების ერთობლივ პრესრელიზშია ნათქვამი, ამ გზით ისინი ხარჯების შემცირებას და ბაზარზე უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის დაჩქარებას ელიან. კომპანიები ასევე განიხილავენ სამგზავრო და სატვირთო მანქანების, შიდა წვის ძრავების, ასევე ელექტროსატრანსპორტო საშუალებებისა და წყალბადის […]

ირაკლი კობახიძე – იყო გარკვეული წლები, როდესაც ერთი კუბილიუსის განცხადებაზეც კი მოდიოდა სერიოზული მღელვარება, ეს ვითარება აღარ არის – დღეს საზოგადოება არჩევანს აკეთებს იმ რეალობის შესაბამისად, რომელსაც აკვირდება

ქართული საზოგადოება არჩევანს აკეთებს იმ რეალობის შესაბამისად, რომელსაც აკვირდება ჩვენს ქვეყანაში, ყველაფერი დანარჩენი არის აბსოლუტურად მეორეხარისხოვანი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართული საზოგადოება არის საკმარისად გამოცდილი. კითხვაზე, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ეკა გიგაურისა და ჯიმ რიშის გუშინდელი განცხადებები მოახდენს თუ არა გავლენას არჩევნების შედეგების შეფასებისას, […]

ფოთის მერი – ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ქალაქის იერსახის მოწესრიგებასა და გალამაზებაზე ზრუნვას

ფოთში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია დასრულდა. ფოთის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა 9 აპრილის N4, N6 და თამარ მეფის ქუჩის N52 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადები. უწყების ცნობითვე, დასრულებული სამუშაოები ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ და ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ხახუბიამ დაათვალიერეს. „ქალაქის სხვადასხვა უბანში მიმდინარეობს საცხოვრებელი კორპუსების ფასადების პროექტირება. აღსანიშნავია, […]

ანა ბუჩუკური – დარწმუნებული ვარ, აშშ-ს სენატი და არც ერთი სხვა უწყება არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც დააზიანებს ქართველ ხალხს და საქართველოს

დარწმუნებული ვარ, ამერიკის შეერთებული შტატების სენატი და არც ერთი სხვა უწყება არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას საქართველოსთან მიმართებით, რომელიც დააზიანებს პირველ რიგში, ქართველ ხალხს და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა სენატში გამართული მოსმენის შეფასებისას აღნიშნა. “გულწრფელი რომ ვიყო, მე არ მისმენია თვითონ მოხსენებისთვის. მოვუსმინე შეფასებებს, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი ის კი […]

„საქსტატი“ – 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 14 703.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 3.0%-ით მეტია

„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14 703.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 3.0%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი 4 173.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 2.4 პროცენტით), ხოლო იმპორტი 10 529.8 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 3.3%-ით). სტატისტიკის თანახმადვე, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-აგვისტოში 6 […]