“ეკრანზე ორი ვირთხის აზრის გამო კარიერას არ დავასრულებ” – კრიშტიანო რონალდო კრიტიკოსებზე

ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდომ რიო ფერდინანდის Youtube არხისთვის მიცემულ ინტერვიუში კრიტიკოსებზე და ექსპერტებზე ისაუბრა, რომლებიც ტელეეკრანიდან მასზე ლაპარაკობენ. “ადამიანები რეგულარულად ხედავენ ცუდს, მაგრამ ყოველთვის ვერ ამჩნევენ კარგს. კარიერას არ ვასრულებ ეკრანზე ორი ვირთხის აზრის გამო. სამყაროს და ფანებს ვუყვარვარ. ეს არის ჩემი მოტივაცია, რადგან განვაგრძო ფეხბურთის თამაში. არ ვიქნები უარესი ტელევიზორში ორი ადამიანის კრიტიკის […]

ნათელა გრიგალაშვილი Magnum Photos და Polaroid-ის კონკურსის გამარჯვებულთა შორისაა

ნათელა გრიგალაშვილი Magnum Photos და Polaroid-ის მიერ ორგანიზებული კონკურსის გამარჯვებულთა შორისაა. ინფორმაციას ნათელა გრიგალაშვილი თავად ავრცელებს სოციალურ ქსელში. „მოხარული ვარ, რომ Magnum Photos და Polaroid-ის მიერ ორგანიზებული კონკურსის გამარჯვებულთა შორის ვარ და ჩემი მიმდინარე სერიის ახალი ფორმატით გადაღების საშუალება მომეცემა. დიდი მადლობა ჟიურის!“, – წერს ნათელა გრიგალაშვილი

2024 წლის პირველ ორ კვარტალში, ჩინელი ტურისტების რაოდენობა საქართველოში 423%-ით გაიზარდა – მინისტრი

2024 წლის პირველ ორ კვარტალში, ჩინელი ტურისტების რაოდენობა საქართველოში 423%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, ჩინეთიდან 555%-ით მეტი ვიზიტორი მივიღეთ. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ჩინეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზო მიმოსვლის შემოღებამ და პირდაპირი ავიარეისების სიხშირის ზრდამ გაზარდა ქვეყანაში ჩინეთიდან ტურისტული ნაკადები. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეგმავს, […]

იმედი გვაქვს, წლის ბოლოს ერთნიშნამდე შემცირდება სიღარიბის მაჩვენებელი, 2030 წლისთვის კი განულდება – პრემიერი

სიღარიბის დაძლევა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა – ორიდან ერთ-ერთი უმთავრესი; ერთი არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მეორე – სიღარიბის განულება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, სიღარიბის მაჩვენებელი 30%-ს შეადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 1 120 000 ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა. „უკვე […]

საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის შუა დერეფნის ერთობლივი განვითარების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა „ურთიერთგაგების მემორანდუმს ჩინეთ-ევროპის სარკინიგზო ექსპრესისთვის სატრანსპორტო დერეფნების, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფანი) განვითარების შესახებ“. ხელმოწერა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომისიაში გაიმართა და მას ხელი ლევან დავითაშვილმა და კომისიის ვიცე-თავმჯდომარემ ჭაო ჩენსინმა მოაწერეს. „მემორანდუმის გაფორმება გვაძლევს შესაძლებლობას […]

პრემიერი – რუსეთს არ აქვს რესურსი, რომ არსებითი გავლენა მოახდინოს საქართველოში საარჩევნო პროცესებზე, თუმცა სხვა ძალებს აქვთ – ეს არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე

რუსეთს არ აქვს რესურსი, რომ არსებითი გავლენა მოახდინოს საქართველოში საარჩევნო პროცესებზე, – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. თუმცა, ამავე დროს, როგორც პრემიერმა აღნიშნა, არჩევნები წარიმართება სხვა ძალების მხრიდან უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე, რაც საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევაა”. „რუსეთს არ აქვს რესურსი, რომ არსებითი გავლენა მოახდინოს საქართველოში საარჩევნო პროცესებზე. ზოგადად, ძალიან სამწუხაროა, […]

ირაკლი კობახიძე – რიშმა თქვა, რომ ამ არჩევნების შემდეგ ვიგინდარები გაიყრებიან პოლიტიკიდან – ჩვენი დაპირებაც ეს არის: ამ არჩევნების შემდეგ უნდა აიკრძალოს ყველა, მისი ტერმინით რომ ვთქვათ, ვიგინდარა ქართულ პოლიტიკაში

რიშმა თქვა, რომ ამ არჩევნების შემდეგ ვიგინდარები გაიყრებიან ქართული სივრციდან და პოლიტიკიდან. მე მგონი, ეს მართალია, ჩვენი დაპირებაც ეს არის – ამ არჩევნების შემდეგ უნდა აიკრძალოს ყველა, მისი ტერმინით რომ ვთქვათ, ვიგინდარა ქართულ პოლიტიკაში – ერთადერთი ახალი რაც გავიგეთ ამ გამოსვლიდან არის ის, რომ ეკა გიგაურს წესიერი ინგლისურიც კი არ სცოდნია, – ასე შეაფასა საქართველოს […]

პრემიერ-მინისტრი – ბორდერიზაცია არის 2012 წლამდე ჩადენილი დანაშაულის მემკვიდრეობა – თუ არ ჩავთვლით გახარიას ერთ-ერთ დავალებას, რამაც ბორდერიზაცია გამოიწვია, სხვა შემთხვევაში, ასეთი შემთხვევა არსებითად არ ყოფილა

რაც შეეხება ბორდერიზაციას, ეს არის სწორედ 2012 წლამდე ჩადენილი დანაშაულის მემკვიდრეობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, “ნაცმოძრაობამ” 2008 წელს საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთს ჩააბარა. „მაშინ იქნა ჩადენილი კონკრეტული დანაშაული „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ, როცა ჩვენი ტერიტორიების 20% ჩააბარეს. ბორდერიზაცია არის ამ ყველაფრის მემკვიდრეობა, თუმცა ამ მძიმე მემკვიდრეობის მიუხედავად, სახელმწიფო მაქსიმუმს […]

დავით კირთაძე – კატეგორიულად მიუღებელია ცესკოს თავმჯდომარის მხრიდან მედიაზე და ჩართულ მხარეებზე თავდასხმა, მოსახლეობას არჩევნებზე მაქსიმალური აქტივობისკენ მოვუწოდებ, რათა საარჩევნო ადმინისტრაციას მანიპულაციის საშუალება არ მიეცეს

კატეგორიულად მიუღებელია ცესკოს თავმჯდომარის მხრიდან მედიაზე და ჩართულ მხარეებზე თავდასხმა, მოსახლეობას არჩევნებზე მაქსიმალური აქტივობისკენ მოვუწოდებ, რათა საარჩევნო ადმინისტრაციას არ მიეცეს მანიპულაციის საშუალება, – ამის შესახებ ცესკოში “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა დავით კირთაძემ განაცხადა. დავით კირთაძე ცესკოს, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს. ცესკოს თავმჯდომარემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე მედიასთან ერთად, ჩართული მხარეებიც დაგვადანაშაულა საარჩევნო ადმინისტრაციის […]

პარტია „ქართული ოცნების“ ლანჩხუთის საოლქო ორგანიზაციის წევრები მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ

პარტია „ქართული ოცნების“ ლანჩხუთის საოლქო ორგანიზაციის წევრები მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს მართავენ. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მორიგი შეხვედრები დღეს ჩიბათისა და შუხუთის ადმინისტრაციულ ერთეულებში ჩატარდა. „ქართული ოცნების“ ლანჩხუთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ალექსანდრე სარიშვილმა, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ბესიკ ტაბიძემ, მოქალაქეებთან შეხვედრისას განიხილეს სოფლებში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, ასევე, ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობასა და სამომავლო […]