შეთავაზება SOLO-ს მომხმარებლებს – 14 სექტემბერს ისარგებლეთ ულიმიტო 35%-იანი “ქეშბექით” საბურთალოსა და გლდანის სითი მოლში

SOLO Back to school კამპანიის ფარგლებში, მომხმარებლებს სპეციალურ შეთავაზებას სთავაზობს. ამოს შესახებ ინფორმაციას “საქართველოს ბანკი” ავრცელებს. ბანკის ინფორმაციით. 14 სექტემბერს, საბურთალოსა და გლდანის სითი მოლში SOLO Mastercard World Elite ბარათით გადახდისას მომხმარებლები ულიმიტო 35%-იანი “ქეშბექით” ისარგებლებენ. შეთავაზება ვრცელდება სითი მოლი საბურთალოსა და სითი მოლი გლდანის 25 მაღაზიაში: Mango Kids; Zippy; Aw-Lab; Studio by Shoes Gallery; […]

ბრიტანულმა საჰაერო ტაქსიმ ტესტირების პირველი ეტაპი წარმატებით გაიარა

ბრიტანულმა კომპანია Vertical Aerospace-მა დაასრულა VX4 საჰაერო ტაქსის პროტოტიპის ტესტირების პირველი ეტაპი, რის შემდეგაც კომპანიის აქციები 3,9%-ით გაიზარდა. „ევროპეისკაია პრავდა“ იუწყება, რომ ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.

2023 წელს, წინა წელთან შედარებით, ჩინეთიდან საქართველოში 555 პროცენტით მეტი ვიზიტორი ჩამოვიდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩინეთის ავიაკომპანიების – Hainan Airlines – ის, Capital Airlines – ის და Sichuan Airlines – ის ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე. შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა საქართველოს საავიაციო სექტორში მიმდინარე ტენდენციებზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო პოპულარული მიმართულებაა […]

ექვს თვეში საქართველოში 18 633 ბავშვი დაიბადა, თუმცა 22 265 ადამიანი დაიღუპა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2024 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 18 633 ბავშვი შეადგინა. ინფორმაციას ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების შესახებ, სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. მათივე ცნობით, ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 265 ადამიანი. 2024 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება, ანუ სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის -3 632 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი […]

„ლაშას პირად ან მისი ოჯახის მიმართ შეურაცხმყოფელ რეპლიკებს და მსგავს „კრიტიკას“, ვერავის ვერ გაპატიებთ“ – გიორგი ჭინჭარაული განცხადებას ავრცელებს

ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ტალახაძის გადაწყვეტილებას, რომელიც „ქართული ოცნების“ გუნდს შეუერთდა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილმა ამ გადაწყვეტილების გამო ლაშა ტალახაძე გააკრიტიკა. სწორედ კრიტიკოსებისათვის, საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის სამედიცინო გუნდის წევრი, ძალოსნობის ეროვნული ნაკრების ექიმი რეაბილიტოლოგი გიორგი ჭინჭარაული განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ „ვერავის აპატიებს ლაშას ან მისი ოჯახის მიმართ შეურაცხმყოფელ რეპლიკებს და მსგავს „კრიტიკას“. […]

იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 2.4%-ით, ხოლო იმპორტი 3.3%-ით გაიზარდა

იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 2.4%-ით, ხოლო იმპორტი 3.3%-ით გაიზარდა, ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. კერძოდ, მათი ცნობით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14 703.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 3 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 4 173.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 2.4 პროცენტით), ხოლო იმპორტი […]

„ისინი არიან თაღლითები“ – კალაძე სენატორ რიშზე

თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი გამოეხმაურა სენატორ ჯიმ რიშის განცხადებას, რომ ქართველ ხალხს საშუალება აქვს, ამ არჩევნებზე მოიშოროს „არამზადები“. კალაძემ თქვა, რომ ისინი, ვინც მსგავს განცხადებებს აკეთებენ, არიან „საქართველოს მტრები“. კალაძის თქმითვე, „ისინი არიან თაღლითები“ [ქართული მედიის დიდმა ნაწილმა რიშის განცხადებაში სიტყვა rascals თარგმნა როგორც „თაღლითები“]. „ვინც ამ სიტყვებით მოიხსენიებს საქართველოს, ისინი არიან […]

შეთავაზება SOLO-ს მომხმარებლებს – 14 სექტემბერს ისარგებლეთ ულიმიტო 35%-იანი ქეშბექით საბურთალოსა და გლდანის სითი მოლში

SOLO Back to school კამპანიის ფარგლებში მომხმარებლებს სპეციალურ შეთავაზებას სთავაზობს. 14 სექტემბერს, საბურთალოსა და გლდანის სითი მოლში SOLO Mastercard World Elite ბარათით გადახდისას მომხმარებლები ულიმიტო 35%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ. შეთავაზება ვრცელდება სითი მოლი საბურთალოსა და სითი მოლი გლდანის 25 მაღაზიაში: · Mango Kids · Zippy · Aw-Lab · Studio by Shoes Gallery · Jacadi · Scarpiera […]

სახალხო დამცველმა ქალთა პენიტენციური დაწესებულება მოინახულა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, ასევე სახალხო დამცველის მოადგილეები ელენე ღუდუშაური და ირინე ჩიხლაძე რუსთავის #5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებას ეწვივნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის ოფისი ავრცელებს. მათივე ცნობით, სახალხო დამცველმა დაათვალიერა ბოლო პერიოდში დაწესებულებაში განხორციელებული სიახლეები. მოინახულა არასრულწლოვანების განყოფილება, დედათა და ბავშვთა განყოფილება, იუსტიციის სახლის ფილიალი, გაეცნო პატიმართა სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელების პროცესს. როგორც ომბუდსმენის ოფისში […]

ხატია დეკანოიძე – ჩვენი ყველაზე დიდი ინტერესია, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი დარჩეს წარსულში, ჩვენ კი წავიდეთ მომავლისკენ – ევროკავშირში

ჩვენი ყველაზე დიდი ინტერესია, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი დარჩეს წარსულში, ჩვენ კი წავიდეთ მომავლისკენ – ევროკავშირში, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. ნაძალადევში, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ მოქალაქეები ძალიან მოტივირებული არიან გამარჯვებისთვის. „ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ 26 ოქტომბერს, რადგან ეს ქართველი ხალხის არჩევანია და ეს იქნება […]