მოსკოვი უკიდურესად უკმაყოფილოა ინალ არძინბათი – მედია
ტელეგრამ არხების “RESPUBLICA” და “Нужная Газета-ს” ინფორმაციით, მოსკოვი უკიდურესად უკმაყოფილოა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის ინალ არძინბას მიერ “კოზაკ-ბჟანიას პროტოკოლის გზაზე დაწყებული თვითნებური საქმიანობით”. ტელეგრამ არხების ცნობით, საგარეო საქმეთა [დე ფაქტო] ყოფილი მინისტრის ინალ არძინბას ქმედებებმა ნეგატიური საინფორმაციო ფონი შექმნა აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობებზე, რაშიც მოიაზრება ახლად შექმნილი ტელეგრამ არხები და ზოგიერთი რუსი სპიკერის […]
“იყო წლები, როცა ერთი კუბილიუსის განცხადებაზეც კი მოდიოდა სერიოზული მღელვარება” – კობახიძე
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, კითხვას, აშშ–ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ეკა გიგაურისა და ჯიმ რიშის გუშინდელი განცხადებები მოახდენს თუ არა გავლენას არჩევნების შედეგების შეფასებისას, ასე უპასუხა: „მიზანი ის არის, რომ ასეთმა აქტებმა რაღაც გავლენა იქონიოს არჩევნების შედეგებზე, თუმცა ქართული საზოგადოება არის საკმარისად გამოცდილი იმისათვის, რომ ასეთ აქტებზე არ ააგოს საკუთარი საარჩევნო გადაწყვეტილება. რეალურად ვერც ერთი […]
მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე პატიმრობის შეფარდების შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ადვოკატები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები აპირებენ საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანონ სარჩელი, რითაც ითხოვენ გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილისთვის საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე პატიმრობის შეფარდების თაობაზე. როგორც ერთ-ერთმა ადვოკატ ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ მიმდინარე წლის 2 აგვისტოს სრულიად დაუსაბუთებელი და არაკანონიერი გადაწყვეტილება მიიღო და პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს […]
ლევან მაჭავარიანი – ჯიმ რიშმა ყოველნაირი წითელი ხაზი გადაკვეთა – კარგად გვახსოვს, 2012 წლიდან მოყოლებული რიში, ისევე როგორც კუბილიუსი, ვიოლა ფონ კრამონი და ფოტიგა „ნაცმოძრაობის“ ნარატივზე „იჯდნენ“ და მათ მესიჯბოქსს აჟღერებდნენ
ჯიმ რიშმა ყოველნაირი წითელი ხაზი გადაკვეთა – კარგად გვახსოვს, რომ 2012 წლიდან მოყოლებული ბატონი რიში, ისევე როგორც კუბილიუსი, ვიოლა ფონ კრამონი და ფოტიგა ყოველთვის “ნაციონალური მოძრაობის” ნარატივზე “იჯდნენ” და მათ მესიჯბოქსს აჟღერებდნენ, – ეს განცხადება “ქართული ოცნების” დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა, აშშ-ს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ მოსმენაზე საუბრისას გააკეთა. როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, “ქართული […]
FDA-მ Apple-ის AirPods-ისთვის სმენის დამხმარე პროგრამა დაამტკიცა – forbes
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) სმენის დამხმარე პროგრამული უზრუნველყოფის პირველი მოწყობილობა დაამტკიცა. ფუნქცია საზოგადოებას კვირის დასაწყისში ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Apple-მა გააცნო. კომპანიის თქმით, პროგრამა ახალი თაობის AirPods-თან არის თავსებადი, რომელიც Apple-მა ასევე კვირის დასაწყისში წარადგინა. FDA-ს განცხადებით, „სმენის დამხმარე ფუნქცია“ შეიძლება დაინსტალირდეს Apple-ის AirPods Pro ყურსასმენებზე, რათა 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის, […]
ოფიციალურად: თემურ ქეცბაიამ კვიპროსის ნაკრები დატოვა
56 წლის ქართველმა სპეციალისტმა თემურ ქეცბაიამ კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. გუშინ ადგილობრივ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩვენებურმა კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ გეორგიოს კუმასთან შეხვედრა მოითხოვა და არ იყო გამორიცხული, რომ გადამდგარიყო. ქეცბაია კვიპროსის ნაკრებს 2022 წლის სექტემბრიდან მოყოლებული ავარჯიშებდა. ჯამში მან გუნდი 20 შეხვედრაში გაწვრთნა, სადაც 5 მოგება, 2 ფრე და 13 წაგება […]
“ოპოზიციის საშინელი შეცდომა” – რას ნატრობენ მოქალაქეები? – ლევან ლორთქიფანიძე –
პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე; 🔴 ოპოზიციის საშინელ შეცდომად მიმაჩნია ის, რომ ლიდერები ხმას არ იღებენ ტექნიკური მთავრობის იდეის შესახებ. საქართველოს პრეზიდენტმა, ქ-ნმა სალომე ზურაბიშვილმა ადრევე შეამჩნია, რომ მოქალაქეთა უმრავლესობა უკიდურესად ნეგატიურად არის განწყობილი თითქმის ყველა პოლიტიკოსის მიმართ. მოქალაქეები ნატრობენ ივანიშვილისა და მისი ქვეშევრდომების ხელისუფლებიდან გასტუმრებას, მაგრამ ეშინიათ არ მიიღონ მთავრობა, რომელშიც ნიკა გვარამია გენერალური პროკურორი იქნება, […]
QUADRUM-მა ზაფხულის სეზონი დაახლოებით 40%-იანი დატვირთვით იმუშავა
QUADRUM-მა ზაფხულის სეზონი დაახლოებით 40%-იანი დატვირთვით იმუშავა გუდაურში, სასტუმრო QUADRUM-ის დამფუძნებელი ირაკლი ერისთავი “ბიზნესპარტნიორთან” ზაფხულის სეზონს აფასებს და აცხადებს, რომ მიმდინარე წლის სეზონი გასული წლის ანალოგიური პერიოდის თითქმის იდენტური იყო. მისი თქმით, QUADRUM-მა ზაფხულის სეზონი დაახლოებით 40%-იანი დატვირთვით იმუშავა. სასტუმროს ძირითადი დამსვენებელი კი წელს არაბული ქვეყნებიდან, ინდოეთიდან და ისრაელიდან იყვნენ. “გუდაური ძირითადად, ზამთრის კურორტია, თუმცა, […]
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პედოფილიის რეესტრისა და მონიტორინგის მექანიზმის შექმნის ინიციატივა სახალხო დამცველს და საჯარო უწყებების წარმომადგენლებს წარუდგინა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პედოფილიის რეესტრისა და მონიტორინგის მექანიზმის შექმნის ინიციატივა სახალხო დამცველს და საჯარო უწყებების წარმომადგენლებს წარუდგინა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ორგანიზებით, პედოფილიასთან ბრძოლის და ბავშვთა უსაფრთხოების საკითხებზე კონფერენცია გაიმართა – ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ, პედოფილიისა და სექსუალური გამოძალვისთვის მსჯავრდებული პირების ელექტრონული რეესტრისა და სახელმწიფო მონიტორინგის მექანიზმის შექმნის ინიციატივა სახალხო დამცველს, […]
ნანა ტოხვაძე – ნეტავ, მართლა გვეზეიმებოდეს და ხელისუფლების მიერ მასწავლებლის ეროვნული პრემიის შეთავაზება პური და სანახაობის ტოლფასი არ იყოს
„სტრატეგია აღმაშენებლის“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, ნანა ტოხვაძე ხელისუფლების მიერ მასწავლებლებისთვის ეროვნული პრემიის შეთავაზებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს ყოველივე პური და სანახაობის ტოლფასია. მისივე თქმით, განათლების სისტემა მართვადი ქაოსია და ეროვნული ინტერესებისთვის უდიდესი ზიანი მოაქვს: „ნეტავ, მართლა გვეზეიმებოდეს და ხელისუფლების მიერ მასწავლებლის ეროვნული პრემიის შეთავაზება პური და სანახაობის ტოლფასი არ იყოს! როცა ვიცით, როგორი მართვადი […]