საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და ქუთაისის მულტიფუნქციურ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და ქუთაისის მულტიფუნქციურ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ და მულტიფუნქციური ცენტრის დირექტორმა ნატალია პატარიძემ მოაწერეს. როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ეს არის პირველი მემორანდუმი, რომელიც ახალდაარსებულმა მულტიფუნქციურმა ცენტრმა გააფორმა. მათივე ცნობით, მემორანდუმის მიზანია, არაფორმალური მომზადება-გადამზადების საგანმანათლებლო პროგრამის ხელშეწყობის […]
“ნახევარი მილიონი ევრო აქვს წაღებული, დაბრუნებასაც არ აპირებს… რა ფულის გათეთრება, რა ნარკოტიკები“ – ელგუჯა თურმანიძის ადვოკატი
ელგუჯა თურმანიძის ადვოკატი, ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის ბრალდებებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ “არანაირი ბიზნესის ახევა არც განიხილებოდა“. “რა ფულის გათეთრება, რა ნარკოტიკები, არანაირი ბიზნესის “ახევა“ არც განიხილება. ელგუჯა თურმანიძეს 20 წელია თავისი ბიზნესი აქვს. ეს არის დანაშაულებრივი ქმედების შეფუთვა, რაღაც სხვა პოლიტიკური სარჩულებით. ნახევარი მილიონი ევრო აქვს წაღებული, რომლის დაბრუნებასაც არ აპირებს“, – განაცხადა ვასილ შაბაშვილმა. […]
“ვერც ცოცხალს ვპოულობ და ვერც მკვდარს…” – მიშა კაჭკაჭიშვილი
პირველად როცა ის ვნახე და ბოლო ფოტო, როდესაც უკანასკნელად ვეთამაშე. შემდეგ მეც წავედი და ისიც გაქრა. ვერც ცოცხალს ვპოულობ და ვერც მკვდარს… ის არ არის უბრალოდ ჩემი მეგობარი, ან ოჯახის წევრი. ის არის იმ ყველაფრის საწყისი, მუზა, ძალა, ტკივილი და სიყვარული, რასაც უკანასკნელი წლებია ვაკეთებ. ყველაფერი კარგი მან მასწავლა და თუ რამე ჩემში უკეთესობისკენ შეიცვალა, […]
“კეზერაშვილს რომ არ ირჩევს და 100 პროცენტით უკრაინელ ჩოილარს, ამიტომ მონღოლეთი ურჩევნია?”– ჩერგოლეიშვილი
კეზერაშვილის სატელევიზიო ინტელიგენციას მოვუსმინე, ქართველებს ამუნათებენ, რანაირად ვერ ხვდებით რომ გერმანია მონღოლეთს ჯობიაო. (მონღოლეთი დემოკრატიული ქვეყანაა ტირანიებით გარშემორტყმული – ოღონდ). მგონი მართლა არ ესმით, რომ ქართველებს გერმანია ურჩევნიათ და ამიტომ გარბიან გერმანიაში და არა მონღოლეთში. ან ესმით, უბრალოდ არ იციან სხვა რა ილაპარაკონ. გავიგე რომ გიხდით ხელფასს და გიღირთ მაგ ფულად დიდაქტიკური სისულელეების ბოდვა და […]
რუსული კანონის აქციებზე პოლიციელთა სავარაუდო დანაშაულები არ გამოიძიეს – საია
რუსული კანონის პროტესტის დროს სამართალდამცველთა მხრიდან სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები სათანადოდ არ გამოუძიებიათ და პასუხისმგებელი პირები არ გამოუვლენიათ, აცხადებს საია. საიას [საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის] განცხადებით, ეს განსაკუთრებით საგანგაშოა იმ ფონზე, როცა რუსული კანონის პროტესტის მონაწილეების მიმართ საქმეები აქტიურია. „ჩვენი ორგანიზაცია ახორციელებს 9 პირის სისხლის სამართლის საქმის მონიტორინგს, რომლებიც დაკავებული იყვნენ რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტების […]
ირაკლი ეძგვერაძემ შინაგან საქმეთა სამინისტრო და სასამართლო მიკერძოებულობაში დაადანაშაულა და სასამართლოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
არსებობს ვიდეო ჩანაწერები, წარმოადგინონ. ადამიანი როცა შუბლის ძარღვს გაიწყვეტს, მათთვის ცხოვრება ადვილია, ამათთვისაც ცხოვრება ადვილია და ყველაფერს აკეთებენ. ერთი ადამიანი წყვეტს ყველაფერს, რასაც დაუწერენ, ის უნდა ილაპარაკონ, მაგრამ ამის ნიჭიც არ აქვთ, რომ თანმიმდევრობით ილაპარაკონ ის ტყუილები, რასაც უწერენ, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ეძგვერაძემ განაცხადა. მან სასამართლო პროცესი პროტესტის […]
ბრიუსელის შარლერუას აეროპორტში, საიდანაც ფრენები ქუთაისის მიმართულებითაც სრულდება, თანამშრომელთა გაფიცვის გამო ყველა რეისი გაუქმებულია
ბრიუსელის შარლერუას აეროპორტში გაფიცვის გამო, მეორე დღეა, ყველა რეისი გაუქმებულია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. შარლერუას აეროპორტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხოლოდ დღეს, სულ მცირე, 87 რეისი გაუქმდა. აქციის მონაწილეები აეროპორტის ხელმძღვანელობისგან სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. როგორც „როიტერი“ წერს, პროფკავშირები და აეროპორტი თვეების განმავლობაში აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესების თაობაზე, თუმცა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. შეგახსენებთ, […]
ყველა პოლიტიკურ პარტიას შეუძლია რეკლამის განთავსება, შეუფერხებლად აგიტაციის წარმოება, სრული თავისუფლება არის უზრუნველყოფილი – ირაკლი კობახიძე
ყველა პოლიტიკურ პარტიას შეუძლია რეკლამის განთავსება, შეუფერხებლად აგიტაციის წარმოება, სრული თავისუფლება არის უზრუნველყოფილი – ასეთ პირობებში როგორ უნდა დადოს ეუთო-ოდირმა დასკვნა არჩევნების არაკონკურენტულობის თაობაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, თუ ასეთ საარჩევნო გარემოს პირობებში ეუთო-ოდირი სხვა რამეს დაწერს, ამას ფასი ვერ ექნება. „რუსეთის დაზვერვის ინფორმაციით, ეუთო-ოდირი წინასწარ […]
რუსეთმა გააძევა 6 ბრიტანელი დიპლომატი, “ძირის გამომთხრელ” საქმიანობაში მათი დადანაშაულების შემდეგ
რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (FSB) 13 სექტემბერს ექვს ბრიტანელ დიპლომატს ჯაშუშობაში დასდო ბრალი და გამოაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება მათთვის აკრედიტაციის გაუქმების თაობაზე. რუსეთის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს FSB-ის წარმომადგენლის სიტყვებს, რომ დიპლომატებს ქვეყნიდან გააძევებენ. FSB-ს განცხადებით, მან მოიპოვა დოკუმენტები, რომელთა თანახმადაც ისინი რუსეთში გაგზავნილ იქნენ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ განყოფილების მიერ, “რომლის მთავარი მიზანია ჩვენი […]
“ოთახში ერთადერთი ადამიანი არ ვყოფილვარ, ყველამ გავიგეთ რა თქვა” – სენატორი კობახიძესთან შეხვედრაზე
ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრალდებებს გამოეხმაურა, რომელმაც ის სიცრუეში დაადანაშაულა. კერძოდ, სენატორმა, რომელიც ცოტა ხნის წინ ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრსაც შეხვდა, განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძემ ამერიკელებს კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსების შეწყვეტა სთხოვა. თავის მხრივ კობახიძემ სენატორის განცხადებას „წმინდა წყლის ტყუილი“ უწოდა. თუმცა, სენატორმა გუშინ, 12 სექტემბერს, სენატში საგარეო კომიტეტში მოსმენისას კიდევ ერთხელ […]