30 წლის შემდეგ, კაცმა ცხვირში ჩარჩენილი ლეგო აღმოაჩინა

32 წლის ენდი ნორტონი, რომელსაც ბენ ჰავოკსაც უწოდებენ, სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც თავის დაუჯერებელ ისტორიას ჰყვება. როგორც ენდი ამბობს, 90-იან წლებში, როგორც ყველა ბავშვს, მასაც უყვარდა ლეგოებით თამაში. ერთხელაც, იდეა მოუვიდა, ლეგოს თავი ცხვირში შეეტენა. მალავე მიხვდა, რომ ეს არც ისე კარგი აზრი იყო, რადგან არ იცოდა როგორ ამოეღო სათამაშო ცხვირიდან. პანიკაში ჩავარდა, მის […]
ადგილობრივი ტურისტები უცხოეთში დასვენებას საქართველოს არჩევენ – „შატო კვირიკე“

ქობულეთში მდებარე სასტუმრო-კომპლექსი „შატო კვირიკეს“ სტუმრების 80% ზაფხულის სეზონზე ადგილობრივი ტურისტები იყვნენ, – ამის შესახებ ტურისტული ობიექტის გენერალურმა მენეჯერმა ლელა წულუკიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა. მისივე შეფასებით, ადგილობრივი ტურისტები უცხოეთში დასვენებას საქართველოს არჩევენ. “საკმაოდ ნაყოფიერი სეზონი იყო როგორც “შატო კვირიკესთვის”, ისე “შალე კვირიკესთვის” მიუხედავად იმისა, რომ “შალე კვირიკე” სატესტო რეჟიმში გაიხსნა, ჩვენ მაინც სტუმარი არ მოგვკლებია. რაც […]
თურქეთიდან მედიკამენტების ე.წ. პარალელური იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირებულია – ირაკლი მარგველაშვილი

“თურქეთიდან მედიკამენტების ე.წ. პარალელური იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირებულია”, – ამის შესახებ “ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის” დირექტორი აცხადებს. როგორც ირაკლი მარგველაშვილი BMG-სთან აღნიშნავს, თურქეთის მიერ ე.წ. პარალელური ექსპორტის აკრძალვამ, კერძო სექტორს პრობლემები შეუქმნა. “თურქეთიდან ჩვეულებრივი იმპორტი მოდის, მაგრამ ე.წ. პარალელური იმპორტი, რომელზედაც საკმაოდ დიდი აქცენტი იყო, რომ ეს მნიშვნელოვნად შეცვლიდა სურათს, შეფერხებულია. ამაზე ჩვენ პოზიციას ყოველთვის ვაფიქსირებდით, […]
ლეგენდების მატჩი თბილისში | შემადგენლობები და მედიისთვის საჭირო ინფორმაცია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და თბილისის მერიის ორგანიზებით, 21 სექტემბერს, თბილისში, ქართული და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების მატჩი გაიმართება. მატჩს, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრების და იტალიური მილანის ვეტერანები მიიღებენ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი 19:00 საათზე უმასპინძლებს. მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: ლეგენდების მატჩზე აკრედიტაციის მოთხოვნა შეგიძლიათ გამოაგზავნოთ 16 სექტემბრის ჩათვლით, მითითებული ბმულის გამოყენებით. შეგახსენებთ, რომ მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა […]
პრეზიდენტი ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს – თქვენ არა მხოლოდ დაიმსახურეთ მედლები, ჯილდოები და პრემიები, მიიღეთ ბევრად მეტი, ბევრად ძვირფასი, მარადიული, ისეთი რამ, რაც ვერაფერში ვერ უნდა იცვლებოდეს და ეს არის ხალხის სიყვარული

თქვენ არა მხოლოდ დაიმსახურეთ მედლები, ჯილდოები და პრემიები, თქვენ მიიღეთ ბევრად მეტი, ბევრად ძვირფასი, ბევრად მარადიული, ისეთი რამ, რაც ვერაფერში ვერ უნდა იცვლებოდეს და ეს არის ხალხის სიყვარული, – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქართველ ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს დაჯილდოების ცერემონიალზე, სადაც მათ მედლები გადასცა. პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლაში 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის მონაწილეებს ცხოვრებისა და […]
პარლამენტის წევრებმა ემიგრანტები დააჯილდოვეს

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მხარდაჭერით, რუსთაველის ეროვნულ თეატრში, უცხოეთში მცხოვრები წარმატებული დიასპორელების დაჯილდოება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. ღონისძიების მონაწილეებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ მიმართა. მისი თქმით, ეროვნული იდენტობის შენარჩუნება განსაკუთრებით დიასპორაში მყოფი ბავშვებისთვის არის მნიშვნელოვანი. „ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ბავშვები, მომავალი თაობა, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ. რომელ პოლიტიკურ პოზიციაზეც არ […]
„ქართული ოცნების“ დელეგატი დავით შერაზადიშვილი წალკის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, წალკის რაიონის სოფლების: არვალნოს, გუმბათისა და არწევანის მოსახლეობას შეხვდა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დელეგატმა მოსახლეობასთან ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, ასევე შეაჯამა სოფლებში უკვე განხორციელებული პროექტები. „შეხვედრებზე მოსახლეობა ერთხმად აღნიშნავს, რომ ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება ყველაზე მნიშვნელოვანია და სწორედ, მათი სწორი ხედვის გათვალისწინებით მჯერა, რომ წალკის მოსახლეობა […]
პრეზიდენტმა ოლიმპიელები და პარალიმპიელები დააჯილდოვა

ათონელის რეზიდენციის წინ გაიმართულ ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ: · ნინო თიბილაშვილი – მოფარიკავე; · ანა ჯაფარიძე – პარალიმპიური პრიზიორი პარატაეკვადოში; · ინა ქალდანი – პარალიმპიური პრიზიორი პარაძიუდოში; · აკაკი ჯინჭარაძე- პარალიმპიური პრიზიორი პარაწოლჭიმში; · რევაზ ჩიკოიძე – პარალიმპიური პრიზიორი პარაძიუდოში; · ვლადიმერ ჭინჭარაული – პარალიმპიური პრიზიორი პარასროლაში; · ზურაბ ზურაბიანი – პარალიმპიური პრიზიორი პარაძიუდოში; · გიორგი ქალდანი […]
ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის ტყვეობიდან 49 უკრაინელი გაათავისუფლეს

13 სექტემბერს, რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლდა და უკრაინაში დაბრუნდა 49 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე და სამოქალაქო პირი. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ცნობა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა და მას ფოტოებიც დაურთო. უკრაინის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, გაათავისუფლეს თუ არა რუსი პატიმრები და რამდენი გათავისუფლდა. მაგრამ, რამდენიმე საინფორმაციო საშუალება, მათ შორის ბრიტანული “ბი-ბი-სი” წერს, რომ რუსეთსა და უკრაინელებს შორის […]
თინა ბოკუჩავა – „ქართული ოცნება“ გვადანაშაულებს, რომ ჩვენ შეცდომაში შეგვყავს ხალხი, სინამდვილეში კი ქვეყანა შეგვყავს ევროკავშირში – ნამდვილად არსებობს 14 მილიარდიანი ფონდი

„ქართული ოცნება“ გვადანაშაულებს, რომ ჩვენ შეცდომაში შეგვყავს ხალხი. სინამდვილეში კი ქვეყანა შეგვყავს ევროკავშირში. ნამდვილად არსებობს 14 მილიარდიანი ფონდი, ე.წ. IPA-ის ფონდი, რომელიც გათვალისწინებულია კონკრეტულად გაწევრიანების პროცესისთვის. ამ ფონდზე წვდომა საქართველოს ეძლევა მოლაპარაკების გახსნისთანავე და გარწმუნებთ, რომ ეს მოხდება ხელისუფლების ცვლილებისთანავე, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ. როგორც “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია […]