ირაკლი კობახიძე – ხელისუფლებამ არაერთი ნაბიჯი გადადგა მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებისთვის, წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა შრომის ანაზღაურება და ხელფასების ზრდა გაგრძელდება

ჩვენ ყველანი მოვდივართ ბავშვობიდან, ყველას გვაქვს გამოვლილი სკოლის წლები და ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, რამდენად დიდ კვალს ტოვებს თითოეული მასწავლებელი, თითოეული ჩვენგანის მომავალზე და თქვენ ემსახურებით განსაკუთრებულ საქმეს, რისთვისაც თქვენ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაგიხადოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მასწავლებლის შრომა […]

ლაშა ბექაური – ვემიჯნები სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს და ვფიქრობ, ჩემ სამშობლოს უნდა ჰყავდეს უფრო ღირსეული, მართლმადიდებელი და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი

მე სრულიად ვემიჯნები სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს და ვფიქრობ, რომ ჩემ სამშობლოს უნდა ჰყავდეს უფრო ღირსეული, მართლმადიდებელი და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი,- ამის შესახებ ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა პრეზიდენტის ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოვების შემდეგ მედიასთან განაცხადა. ბექაურის თქმით, ორდენი, რომლითაც დაჯილდოვდა, არის ქართველი ხალხისგან. „ვფიქრობ, რომ ეს ჯილდო არის ჩემი ხალხისგან. აქ იმიტომ […]

The Guardian: ქართული ფეხბურთი მოდაშია – ჩემპიონთა ლიგაზე ყურადღება კიტეიშვილს მიაქციეთ

პოპულარულმა ბრიტანულმა “გარდიანმა” “შტურმის” ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ჩემპიონთა ლიგის მომავალ გათამაშებაში იმ რვა ფეხბურთელს შორის დაასახელა, რომლებიც ნაკლებად ცნობილები არიან და რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციონ. “ქართული ფეხბურთი ევროპირველობისა და ერთა ლიგაზე გასულ შაბათს ჩეხეთის 4:1 განადგურების შემდეგ მოდაში შემოვიდა. ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მამარდაშვილი და გიორგი მიქაუტაძე გაზეთების სათაურებში გვხვდება, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობას უნივერსალი ოთარ […]

ოლიმპიური თამაშები პარიზში: ხარჯები და მოგება

რა დაუჯდა საფრანგეთს 2024 წლის ოლიმპიადის მასპინძლობა? პროგნოზები პარიზის რეგიონს 6,7-დან 11,1 მილიარდ ევრომდე ფინანსურ სარგებელს ჰპირდება. ზუსტი ციფრები მოგვიანებით გამოქვეყნდება. პარიზის ოლიმპიადა და პარალიმპიადა დასრულდა და საფრანგეთს ახლა 8 მილიარდ ევროზე მეტი თანხა აქვს გადასახდელი მსოფლიოში უდიდესი სპორტული ღონისძიების მასპინძლობისთვის. თუ საბოლოო ღირებულება იგივე დარჩება, მაშინ გამოდის, რომ პარიზმა უმასპინძლა ათწლეულების განმავლობაში ყველაზე იაფ […]

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები ლაშა ხეთერელი და უჩა ჯოხაძე თავისუფლები არიან

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები ლაშა ხეთერელი და უჩა ჯოხაძე თავისუფლები არიან. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. როგორც სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ორივე ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. „რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 2023 წლის 3 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი და მიმდინარე წლის […]

„როიტერი“ : რუსეთი ჩინური ძრავის მქონე კამიკაძე დრონებს აწარმოებს

„გარპია ეი1“ – ეს არის კამიკაძე დრონის სახელი, რომელსაც რუსეთი, ბრიტანული სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ჩინეთის დახმარებით აწარმოებს. ამ სიახლის შესახებ სააგენტომ ცნობა 13 სექტემბერს გამოაქვეყნა. ევროპული სადაზვერვო სააგენტოდან ორი წყარო „როიტერს“ აწვდის ინფორმაციას, რომ კამიკაძე დრონების წარმოება რუსეთმა ჩინური ძრავებითა და ნაწილების გამოყენებით, გასულ წელს დაიწყო და მოსკოვი ამ დრონებს უკრაინასთან ომში იყენებს. ინფორმაციის შესწავლის […]

უკრაინის რაკეტებთან დაკავშირებული დაძაბულობის ზრდის ფონზე, რუსეთმა ექვსი ბრიტანელი დიპლომატი გააძევა

13 სექტემბერს, რუსეთის უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ ექვს ბრიტანელ დიპლომატს მოსკოვში აკრედიტაცია გაუუქმა. დიპლომატებს ჯაშუშობასა და დივერსიულ საქმიანობას აბრალებენ. ეს იმის ნიშანია, რომ კრემლი განრისხებულია იმით, რასაც უკრაინის დახმარებაში ლონდონის მნიშვნელოვან როლად აღიქვამს. ბრტანელებმა ბრალდებებს „სრულიად უსაფუძვლო“ უწოდეს და ამბობენ, რომ ეს იყო სამაგიერო ქმედება იმისთვის, რომ მაისში გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის სამხედრო ატაშე გააძევა და […]

ტრამპი ჰარისთან კიდევ ერთ დებატებზე უარს ამბობს

12 სექტემბერს ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გამორიცხავს კიდევ ერთ საპრეზიდენტო დებატებს შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის წინააღმდეგ. ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ ჰარისის საარჩევნო კამპანიამ დებატების შემდეგ უზარმაზარი თანხების მობილიზება შეძლო. თავის სოციალურ გვერდზე Truth Social რესპუბლიკელთა ნომინანტმა დიდი ასოებით და ძახილის ნიშნით დაწერა: “მესამე დებატები აღარ იქნება” (THERE […]

(ვიდეო) – “ეგეთი კამპანია დედამიწაზე ოდესმე ვინმეს თუ უწარმოებია ნეტა” – ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი, ავრცელებს გამოცემა “ქართლის ამბების” ვიდეოს, სადაც ჩანს, გორის მერის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის დაპირება მოსახლეობისადმი და წერს: ესეიგი, ქოცი დადის სოფელ–სოფელ და ერთადერთ რამეს პირდება ხალხს, რომ ომში არ ჩაერთვება. სხვა არაფერი არ მოგვთხოვოთ, წყალი ესპანეთშიც არ არისო. ეგეთი კამპანია დედამიწაზე ოდესმე ვინმეს თუ უწარმოებია ნეტა. http://

14-19 სექტემბერს, რომელ საათებში შეიზღუდება მოძრაობა გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის გზაზე

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის საავტომობილო გზის კმ1-კმ5 მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ1-კმ3 მონაკვეთზე, 2024 წლის 14 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით ყოველ-დღე 08:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე, იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გზის ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის […]