ხულო-ზარზმის გზით, გოდერძის უღელტეხილიდან ზარზმამდე მისვლა უკვე რეაბილიტირებული გზით არის შესაძლებელი

ორი რეგიონის დამაკავშირებელი, ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქცია აქტიურად გრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, საერთო ჯამში, ასფალტ-ბეტონის საფარი უკვე დაგებულია გზის 31 კმ-იან მონაკვეთზე და გოდერძის უღელტეხილიდან ზარზმამდე მისვლა რეაბილიტირებული გზით არის შესაძლებელი. რეაბილიტირებულია გზა კურორტ ბეშუმის გადასახვევამდეც. სამუშაოები აქტიურად გრძელდება გზის დარჩენილ მონაკვეთებზე. „ხულო-ზარზმის გზა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი […]

სოფო ჯაფარიძე – შემოვიარეთ, პრაქტიკულად, მთელი თბილისი, მივდივართ ყველგან და განწყობა არის ასეთი – 26 ოქტომბერს ჩვენ ვიმარჯვებთ!

ჩემს საყვარელ თბილისელებთან შეხვედრა გრძელდება, შემოვიარეთ, პრაქტიკულად, მთელი თბილისი, მივდივართ ყველგან და განწყობა არის ასეთი: 26 ოქტომბერს ჩვენ ვიმარჯვებთ! – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ, სამგორის რაიონში ამომრჩევლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებში ქართველი ხალხი იზოლაციას, სიღატაკეს, უმუშევრობას, მაღალ ფასებსა და დაბალ ხელფასებს უარს ეტყვის. „ჩემს საყვარელ […]

WHO-მ მაიმუნის ყვავილის პირველი ვაქცინა დაამტკიცა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ე.წ. “მაიმუნის ყვავილის” პირველი ვაქცინა დაამტკიცა. WHO-ს თქმით, MVA-BN არის პირველი ვაქცინა მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ, რომელიც დანიურმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ, Bavarian Nordic-მა შექმნა. ამ დროისთვის პრეპარატი დამტკიცებულია 18 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის, როგორც ორ დოზაზე განაწილებული ვაქცინა, მაგრამ WHO-მ ასევე აღნიშნა,რომ ის, ასევე შეიძლება იქნეს გამოყენებული ჩვილებზე, ბავშვებსა და ორსულებზეც, ისევე, როგორც დასუსტებული […]

უკრაინის მთავრობამ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა – როგორია პრიორიტეტები?

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა UNIAN ქვეყნის პრემიერ-მინისტრ დენის შმიჰალის მიერ 13 სექტემბრის საღამოს Telegram-არხში გამოქვეყნებულ პოსტზე დაყრდნობით წერს. მან აღნიშნა, რომ „ყველა გამოწვევისა და გაურკვევლობის მიუხედავად, ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების პირობებში მთავრობა უკვე მესამე ბიუჯეტს დროულად ადგენს“. „ველით 2 ტრლნ გრივნას შემოსავლებს. საბიუჯეტო ხარჯები კი 3.6 ტრლნ […]

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზონის უფროსი დიმიტრი კვანტალიანი ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, მმართველი პარტიის შეხვედრის ჩაშლას ცდილობდა

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზონის უფროსი დიმიტრი კვანტალიანი ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, მმართველი პარტიის შეხვედრის ჩაშლას ცდილობდა. როგორც „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული შემთხვევის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში თავად კვანტალიანმა გაავრცელა. მმართველი პარტიის შეფასებით, კვანტალიანის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა აღიარებაა, რომ ის „ქართული ოცნების“ კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მივიდა. „ავტო-ქარხანაში „ქოცური“ პროპაგანდის შეხვედრის […]

ლევან ზალკალიანი – იმერეთში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია ჩვენთვის პრიორიტე

წყალტუბოს მუნიციპალიტეტს მიმდინარე წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევესხვადასხვა ფონდებიდან ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 25 474 271 ლარი აქვს გამოყოფილი. აღნიშნული თანხით 227 პროექტი არის დაფინანსებული. ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, პროექტებს შორის არის როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ასევე, რეკრეაციული სივრცეების, კულტურული და საგანმანათლებლო შენობების, სპორტული ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების სისტემებისა და სხვა […]

გიორგი ბოტკოველი – თუ ვინმემ იცის შრომის ფასი, ეს ქართველი მევენახეა, რომელიც მთელი წელი ელოდება სექტემბერს და ეს არის მისი ბედნიერების თვე, მაგრამ ივანიშვილის ხელში სექტემბერი უბედური თვე გახდა

თუ ვინმემ იცის შრომის ფასი, ეს ქართველი მევენახეა. ქართველი მევენახე მთელი წელი ელოდება სექტემბერს და ეს არის მისი ბედნიერების თვე, მაგრამ ივანიშვილის ხელში სექტემბერი უბედური თვე გახდა, – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა. მისი თქმით, ყურძნის არსებული ფასი არის იმ მევენახეების დაცინვა და შეურაცხყოფა, რომლებიც მთელი წელი შრომობენ და ელოდებიან […]

შუქრუთელები მთავრობასა და პარლამენტს მიმართავენ, მათი უფლებები დაიცვან

შუქრუთელები მე-14 დღეა შიმშილობას განაგრძობენ და აცხადებენ, რომ სამართლიანი მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. მადნის მოპოვებით დაზარალებულებმა, სოფელ შუქრუთიდან თბილისში ექვსთვიანი უწყვეტი პროტესტის შემდეგ გადმოინაცვლეს. ამ დრომდე მათ ხელისუფლების წარმომადგენელი არ შეხვედრია. მოშიმშილეების ჯანმრთელობის მდგომარეობა კი დღითიდღე უარესდება. ამავე დროს, პოლიცია მათ კარვების გაშლის უფლებას არ აძლევს. პრემიერი მათთან მოლაპარაკებას კომპანია ჯორჯიან მანგანეზის საქმედ […]

2024 წლის 8 თვის განმავლობაში ყველაზე მეტმა ვიზიტორმა ნავენახევის მღვიმე ნახა – ინტერესი კანიონებისა და მღვიმეების მიმართაა გაზრდილი

დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა 8 თვის სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინტერესი ყველაზე მეტად კანიონებისა და მღვიმეების მიმართ არის გაზრდილი. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. კერძოდ, სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება: ნავენახევის მღვიმე – 33% სათაფლია – 20% მარტვილის კანიონი – 12% პრომეთეს მღვიმე – 10% დაცული ტერიტორიების სააგენტოს განმარტებით, აღსანიშნავია, რომ ვიზიტორები უპირატესობას […]

გიორგი ვაშაძე პრემიერს – ველოდები პასუხს საჯარო დებატებზე, თუ მართალი ხართ, არ უნდა შეგეშინდეთ, თუ ტყუით, ბოდიში მოუხადეთ საზოგადოებას, რომ ბლოკავთ 14 მილიარდიან დაფინანსებას

14 მილიარდი ევრო, 14 მილიარდი ევრო შეგვიძლია მოვიზიდოთ ევროპული ფონდებიდან იმისთვის, რომ განვავითაროთ საქართველო, სოფლის მეურნეობა, წარმოება, განათლება, სოციალური მიმართულებები, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა. ვაშაძის თქმით, ირაკლი კობახიძესთან საჯარო დებატების შემთხვევაში დაასახელებს იმ თითოეულ ფონდს, საიდანაც არჩევნებში გამარჯვების შემდგომ, 14 მილიარდიან დაფინანსებას მოიპოვებენ. „14 მილიარდი ევრო, 14 მილიარდი […]